14/06/2025
📣 Business Speech -ის ვებინარის ფარგლებში, გაცნობთ ქართულ ბიზნესებს მთელს მსოფლიოში.
🎯 ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ქართველ მეწარმეებს
🌿 ODA HOUSE — ქართული გემო, რომელსაც მსოფლიო ცნობს
მე ვარ მაია დვალაძე-აქვავივა. დავიბადე თბილისში. პროფესიით ექიმი ვარ — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე ქირურგიის განხრით. მოგვიანებით, სწავლა გავაგრძელე საფრანგეთში, ლიონის School of Beauty-ში, პლასტიკური ესთეტიკის დარგში, პროფესორ ალან ტენენბაუმის ხელმძღვანელობით. მქონდა საკუთარი კლინიკა „ტენონო“ თბილისში... მაგრამ ცხოვრება სხვანაირად წავიდა.
2007 წელს ლოს-ანჯელესში კონფერენციაზე მოვხვდი და დავრჩი. როგორც ემიგრანტების უმეტესობა, კარიერა ნულიდან დავიწყე: მომვლელობიდან ქირურგის ასისტენტობამდე, შემდეგ კი კოსმეტოლოგობამდე. მაგრამ ერთმა უბრალო ეპიზოდმა — მეგობრისთვის დაბადების დღეზე გამომცხვარმა ტორტმა — ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ODA HOUSE-ის ისტორია სწორედ აქ იწყება. პირველ ხანებში კერძებს ოჯახებისთვის ვამზადებდი, ნამცხვრებს მარკეტებსა და რესტორნებში ვაბარებდი. თუმცა გადავწყვიტე, პროფესიულად მესწავლა და ჩავაბარე Star Career Academy-ის კულინარიულ პროგრამაზე.
📍 2013 წლის 5 მაისს, მანჰეტენში, ისტ ვილიჯზე, გავხსენი პირველი ქართული რესტორანი — ODA HOUSE.
ODA HOUSE მალევე გახდა ადგილი, რომელიც მიშლენის გიდშიც მოხვდა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ნიუ-იორკის მერიიდან დაწყებული, ცნობილ შეფებთან კულინარიული მასტერკლასებით დასრულებული — ODA HOUSE გახდა საქართველოს გემო მსოფლიოს რუკაზე.
ჩვენს სივრცეში გაერთიანებულია:
🥘 მაღალი დონის ქართული სამზარეულო, თანამედროვე შტრიხებით
🍷 უნიკალური, ჯერ კიდევ უცნობი ქართული ღვინოები
🏡 ქართული სტუმართმოყვარეობის კულტურა და სითბო
ODA HOUSE არ არის მხოლოდ რესტორანი — ეს არის ამბავი, რომელიც იწყება ნიუ-იორკში და დღეს უკვე თბილისშიც გრძელდება.
📍 2024 წელს, 18 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ODA HOUSE თბილისში გავხსენით, ლუი პასტერის ქუჩაზე. ამ მყუდრო და ლამაზ ეზოში მდებარე რესტორანი გთავაზობთ იმას, რასაც წლებია ნიუ-იორკში ათასობით სტუმარი აფასებს — ჩემს ქართულ სულს, რომელიც საჭმელში, ღვინოში და სტუმართმოყვარეობაში ცოცხლობს.
🍷 ეს არის ადგილი, სადაც ქართული ფესვები და მსოფლიო სტანდარტი ერთმანეთს ერწყმის.
📍 ODA HOUSE თბილისი — ლუი პასტერის 5/7
📍 ODA HOUSE NYC — 406 E 73rd Street, Manhattan, NY
🌐 |
🗓️ ბიზნეს ვებინარს შეგიძლიათ დაესწროთ 15 ივნისს, 18:00 საათზე.
✅ მონაწილეობა უფასოა!
📌 პროექტი “დიასპორული ჩართულობით, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების წარმატებული რეინტეგრაციის მყარი საფუძვლის შექმნა” ხორციელდება “სფიჩი”-ს და „კავკასიადა”-ს მიერ.
პროექტის „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში” (STREAMinG) II ფაზის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს