Kartuli Fr News

Kartuli Fr News საქართველო საფრანგეთის სიახლეები 🇬🇪🇫🇷 ასოციაცია kartuli.fr დაქვემდებარებული საინფორმაციო პორტალი. www.kartuli.fr

Our innovative platform www.kartuli.fr brings everything together to cover the whole of Georgia and its diverse culture. It is an information portal where users will receive information on various important topics, while at the same time viewing and getting acquainted with Georgian products and services. We offer a variety of functions that will help both local users and foreigners to get acquaint

ed with Georgian culture, travel to Georgia, taste Georgian dishes, get to know Georgia and Georgian creativity better.

ფრანგული კინოსა და მოდის ლეგენდა, ბრიჟიტ ბარდო 💔 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
28/12/2025

ფრანგული კინოსა და მოდის ლეგენდა, ბრიჟიტ ბარდო 💔 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ევროპული აეროპორტები კოლაფსის ზღვარზე: ბიომეტრიული კონტროლის ახალი რეალობაექსპერტები აფრთხილებენ ევროკომისიას: თუ სისტემ...
21/12/2025

ევროპული აეროპორტები კოლაფსის ზღვარზე: ბიომეტრიული კონტროლის ახალი რეალობა
ექსპერტები აფრთხილებენ ევროკომისიას: თუ სისტემა დაუყოვნებლივ არ გამოსწორდა, 2026 წლისთვის, კონტროლის მასშტაბების გაზრდასთან ერთად, აეროპორტების მუშაობის სრული პარალიზება გარდაუვალია.

ფოტო: REUTERS/Jack Taylor ევროპის საჰაერო ტრანსპორტის სექტორი სერიოზული გამოწვევის წინაშეა. ახალი ბიომეტრიული კონტროლის სი...

🇫🇷🇬🇪საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების (RN) წარმომადგენელი, ბრუნო კლავე საქართველოს ელჩს საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილს შეხ...
16/12/2025

🇫🇷🇬🇪საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების (RN) წარმომადგენელი, ბრუნო კლავე საქართველოს ელჩს საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილს შეხვდა
Irakli Kurashvili

საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების (RN) წარმომადგენელი, ბრუნო კლავე საქართველოს ელჩს საფრანგეთში, მის აღმატებულე....

🇫🇷🇬🇪საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების (RN) წარმომადგენელი, ბრუნო კლავე საქართველოს ელჩს საფრანგეთში, მის აღმატებულება ირ...
16/12/2025

🇫🇷🇬🇪საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების (RN) წარმომადგენელი, ბრუნო კლავე საქართველოს ელჩს საფრანგეთში, მის აღმატებულება ირაკლი ყურაშვილს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებას. დისკუსიის ფოკუს თემა გეოპოლიტიკური გამოწვევები, და საქართველოს ევროპული მისწრაფებების დაფიქსირება იყო.

შეხვედრის დასრულებისას ბრუნო კლავემ განცხადება გააკეთა, რომელიც ასახავს განხილულ საკითხებს და ხაზს უსვამს ეროვნული ტრაექტორიების პატივისცემის მნიშვნელობას ინტეგრაციის პროცესებში.

"დღეს, მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს ელჩს საფრანგეთში, მის აღმატებულება ირაკლი ქურაშვილს.

ამ შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა საშუალება, გვემსჯელა მიმდინარე მსხვილ გეოპოლიტიკურ ბალანსებსა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე. ჩვენი დიალოგი შედგა იმ ფონზე, რომელიც აღინიშნება საქართველოს კომპლექსური ისტორიით რუსეთთან და მიმდინარე ევროპული დებატებით.

არტიკულაცია ინტეგრაციასა და სახელმწიფოების სუვერენიტეტს შორის არ უნდა მოხდეს ეროვნული ტრაექტორიების უგულებელყოფის ხარჯზე" - განაცხადა ბრუნო კლავემ.

🇬🇪🇫🇷კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, ლევილის პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოე...
16/12/2025

🇬🇪🇫🇷კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, ლევილის პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების გაცნობის მიზნით, სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლევილის მამულს ეწვია.

მინისტრის პირველი მოადგილე, ლევილის მერთან - ერიკ ბრევთან და საფრანგეთში საქართველოს დესპანთან - ეკა კოკასიასთან ერთად, ქართული ოდა სახლის მონტაჟის პროცესს გაეცნო.

სამუშაო შეხვედრაზე ლევილის მერმა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მაკა გურგენიძემ ხაზი გაუსვა ლევილის მამულის მნიშვნელობას ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლევილის მამული ორმხრივი პროექტების განხორციელებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგა პროექტში ამ ეტაპზე ჩართულ ყველა კომპანიასთან, მათ შორის, ახალ კონტრაქტორებთან. მინისტრის მოადგილე დეტალურად გაეცნო დაგეგმილ პროექტებსა და კომპანიების გეგმებს. კომპანიებმა პროექტის დადგენილ ვადებში სრულყოფილად დასრულების მზადყოფნა გამოხატეს.

საბავშვო ევროვიზიაში საფრანგეთმა გაიმარჯვა 🇫🇷
13/12/2025

საბავშვო ევროვიზიაში საფრანგეთმა გაიმარჯვა 🇫🇷

არალეგალური იმიგრაცია | ✈️ 2025 წლის დასაწყისში, რუასი-შარლ-დე-გოლის აეროპორტში.ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების...
07/12/2025

არალეგალური იმიგრაცია | ✈️ 2025 წლის დასაწყისში, რუასი-შარლ-დე-გოლის აეროპორტში.
ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოყენებისთვის, ოთხი პირი დააკავეს. მათი დაკითხვის შედეგად გამოვლინდა კონტრაბანდისტული ქსელის შესაძლო არსებობა.

👮‍♂️ სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად სამი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირდა, კერძოდ, ისინი, ვინც ჩინელი მიგრანტების მიღებასა და განსახლებაში მონაწილეობდნენ, ასევე პროსტიტუციისთვის ბინების დაქირავებაში.

წყარო: police

🔹 2025 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა...
28/11/2025

🔹 2025 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და შეირაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, რაშიდ ტემალთან (Rachid Temal)
🔹 სენატორმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ფრანგმა პარლამენტარმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.
🔹საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს ელჩს საქმიანობაში წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
🇬🇪🇫🇷

24/11/2025

Iberia Express Impex. I E I

კონფერენცია პარიზში! 🇬🇪🇫🇷 გაიგე ყველაფერი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ! გაინტერესებთ როგორ აქციოთ ქა...
24/11/2025

კონფერენცია პარიზში!

🇬🇪🇫🇷 გაიგე ყველაფერი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ!
გაინტერესებთ როგორ აქციოთ ქართული ბაზარი თქვენი ბიზნესის წარმატების ახალ საფეხურად? გეპატიჟებით სრულიად უფასო და უნიკალურ ღონისძიებაზე, სადაც თქვენს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი!
💰 რატომ არის საქართველო ახალი საინვესტიციო "ჰაბი"?
ეს კონფერენცია არის ფასდაუდებელი წყარო ინფორმაციისა:
საგადასახადო შეღავათები: ექსპერტები გაგიზიარებენ სრულ ინფორმაციას საქართველოს მოქნილი საგადასახადო სისტემისა და ბიზნესისთვის დაწესებული უპრეცედენტო შეღავათების შესახებ.
ინვესტიციის უპირატესობა: რატომ არის ახლა საუკეთესო დრო ინვესტიციის დასაწყებად.
სრული მხარდაჭერა: კომპანია Batumi Projects გთავაზობთ სრულ ასისტირებას ფრანკოფონი ინვესტორებისთვის - იურიდიულიდან პრაქტიკულ მხარდაჭერამდე.
🌟 შეხვდით წამყვან ექსპერტებს:
ღონისძიებას გაუძღვებიან:
ანა გვენცაძე: საფრანგეთის საელჩოს აფილირებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
მაიკლს ბუჯალდონი: Batumi Projects-ის დამფუძნებელი.
📅 როდის და სად?
შაბათს, 11:00 საათზე
მისამართი მოგივათ რეგისტრაციის შემდეგ.

მხარი დავუჭიროთ ქართულ-ფრანგულ კოლაბორაციას და მიიღეთ ცოდნა, რომელიც თქვენს ფინანსურ მომავალს შეცვლის!
➡️ აუცილებელი რეგისტრაცია: ადგილები შეზღუდულია! დასაჯავშნად ესტუმრეთ ბმულს, https://bnlucx55eyx.typeform.com/conference
დასწრება თავისუფალია 🤝

მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის ვინც საფრანგეთში ცხოვრობს🇫🇷გზავნილების კომპანია იბერია ექსპრესმმა დაიწყო ექსპრესს გზავნილებ...
20/11/2025

მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის ვინც საფრანგეთში ცხოვრობს🇫🇷

გზავნილების კომპანია იბერია ექსპრესმმა დაიწყო ექსპრესს გზავნილები.
(სერაფი გზავნილი რომელიც ჩადის ერთ დღეში)

🇫🇷საფრანგეთიდან საქართველოში და
🇬🇪საქართველოდან საფრანგეთში.
Iberia Express Impex. I E I

საფრანგეთში BLACK FRIDAY დაიწყო ✨
20/11/2025

საფრანგეთში BLACK FRIDAY დაიწყო ✨

Adresse

Paris

Téléphone

+33651505139

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque Kartuli Fr News publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Contacter L'entreprise

Envoyer un message à Kartuli Fr News:

Partager