Georgian Family in London

Georgian Family in London Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Georgian Family in London, Digital creator, Tbilisi.

ლონდონის გაზაფხული ფრთხილი და ნაზია. ცა ცვალებადია, მაგრამ სადღაც მოწმენდილია. მინდვრები ყვავილებით მოფენილა, ხეები სიფრ...
02/03/2025

ლონდონის გაზაფხული ფრთხილი და ნაზია. ცა ცვალებადია, მაგრამ სადღაც მოწმენდილია. მინდვრები ყვავილებით მოფენილა, ხეები სიფრიფანა ყვავილებით იმოსებიან. ჰაერი ჯერ კიდევ გრილია, მაგრამ უკვე იგრძნობა რაღაც ახალი, რაღაც იმედიანი. ქალაქი იღვიძებს, მშვიდად, აუჩქარებლად.😊

მაგრამ სადღაც, ჩემს საქართველოში, ახლა თოვლია. თეთრი ფიფქები უხვად ცვივა, ყინვა სუფევს, ზამთარი ჯერ კიდევ არ თმობს თავის ადგილს. მზე მაინც სხივებს უგზავნის გაყინულ მიწას, თითქოს მალულად ეჩურჩულება გაზაფხულის ამბავს.

გულით აქ ვარ, მაგრამ აზრები მაინც იქით, იმ თოვლიან ქუჩებში, ჩემი სახლისკენ მიმავალ ბილიკზე, სადაც გაზაფხულიც თავის დროს ელოდება.🥹❤️

Spring in London is gentle and cautious. The sky is ever-changing, yet somewhere, it remains clear. The fields are covered in flowers, and the trees are dressed in delicate blossoms. The air is still cool, but there is already a sense of something new, something hopeful. The city awakens calmly, unhurriedly.☺️

But somewhere, in my Georgia, it is snowing. White flakes fall abundantly, frost lingers, and winter refuses to give up its place just yet. Still, the sun sends its rays to the frozen earth, as if whispering secrets of the coming spring.

My heart is here, but my thoughts are there on those snowy streets, on the path leading to my home, where spring is still waiting for its time.🥹❤️

კახური მწვადის სურნელი შორს, მაგრამ გულთან ახლოს! ❤️🇬🇪როდესაც შორს ხარ სამშობლოსგან, ყველაზე მეტად გენატრება ის სითბო, ტ...
03/02/2025

კახური მწვადის სურნელი შორს, მაგრამ გულთან ახლოს! ❤️🇬🇪

როდესაც შორს ხარ სამშობლოსგან, ყველაზე მეტად გენატრება ის სითბო, ტრადიცია და გემო, რაც სისხლში გაქვს გამჯდარი. კახელი რომ ვარ, მწვადის და სტუმარ-მასპინძლობის გარეშე როგორ გავძლებდი?! ერთ დღეს გადავწყვიტეთ, რომ მონატრება ცოტათი მაინც მოგვეხსნა 🤭ავაგიზგიზეთ ცეცხლი, 🔥მოვამზადეთ ნაზად დამარინადებული ხორცი და სურნელმა თითქოს ისევ კახეთში დაგვაბრუნა!🫣

არაფერი შეედრება ამ გემოს, ამ მომენტებს და იმ ემოციას, რომელიც ქართულ ტრადიციებთანაა დაკავშირებული. სადაც არ უნდა ვიყო, კახური სული და ქართული გემო სულ თან დამაქვს!🤗

#ქართულიგემო #მწვადი #მონატრებულისაქართველო #კახელი #გემრიელობანი #შამფური #გულითსაქართველოში

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Family in London posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share