Kaatinga

Kaatinga გვერდზე ქვეყნდება აქტუალური, საინტერესო, ძირითადად, აპოლიტიკური ვიდეო და ფოტომასალები კაატინგა - საინტერესო გვერდი

17/09/2025

რა მახსენდება მე, როცა შვილები მეკითხებიან რითი ვერთობოდი ბავშვობაში იმ დროს, როცა თურმე სმარტფონი არ არსებობდა:

დაუვიწყარი დიალოგებიდან:" - ირა, იცი, ეს თამაში რომელ ქართულ ფილმს მაგონებს?- ფეოლა?- არა.- ბურთი და მოედანი?- არა, კაცო...
17/09/2025

დაუვიწყარი დიალოგებიდან:
" - ირა, იცი, ეს თამაში რომელ ქართულ ფილმს მაგონებს?
- ფეოლა?
- არა.
- ბურთი და მოედანი?
- არა, კაცო.
- პირველი მერცხალი?
- არა, ეგ რა შუაშია?
- აბა?
- სხვისი შვილები.
- რა სხვისი შვილები, სანდრო?
- ირაკლი, შეხედე, რამდენი ბავშვი დარბის, მაგრამ ჩემი არც ერთი არაა."

17/09/2025

არა უშავს, ცუგრუმელებო - ქორწილში წვიმა ბედნიერების ნიშანია

მიდიან ლეგენდები, მიდის ეპოქა
16/09/2025

მიდიან ლეგენდები, მიდის ეპოქა

✍️ ბიჭისა და მგლების საოცარი/ნამდვილი ამბავი🌏 ფბ გვერდი "ცხოველთა დაცვის კომიტეტი"🔘 2023 წელის ზამთარში მიჩიგანში ჩვეულე...
12/09/2025

✍️ ბიჭისა და მგლების საოცარი/ნამდვილი ამბავი

🌏 ფბ გვერდი "ცხოველთა დაცვის კომიტეტი"

🔘 2023 წელის ზამთარში მიჩიგანში ჩვეულებრივი საოჯახო კონფლიქტი კოშმარში გადაიზარდა — და შემდეგ, დაუჯერებელ სასწაულად იქცა.“
რვა წლის ბიჭუნა, რომელმაც ძალიან განიცადა, როცა მშობლებმა უარი უთხრეს ძაღლის ყოლაზე, სახლიდან გაიქცა და ტყეში შევარდა. ის რაც თავდაპირველად იმპულსური გაქცევა იყო, მალევე გადაიზარდა სასოწარკვეთილ ბრძოლაში გადარჩენისთვის. ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბლა ჩამოდიოდა და დროის გასვლასთან ერთად საფრთხე იზრდებოდა.
სამი ღამის განმავლობაში ბიჭს სამაშველო ჯგუფები ეძებდნენ. ველურ ბუნებაში „ვერტმფრენები თბური კამერებით ცდილობდნენ მის პოვნას ჰაერიდან. მოხალისეები ქარში მის სახელს იძახდნენ. მაგრამ როცა დღეები უშედეგოდ გადიოდა, იმედი ნელ-ნელა ქრებოდა.
შემდეგ კი, ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გამოჩნდა მტკიცებულება, რომელსაც არავინ ელოდა.
თავიდან – ტყის სიღრმეში მოძრაობაზე მორეაგირე ცხოველთა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა საოცარი კადრი: ბიჭუნა მოძრაობდა ფერმკრთალი და დაღლილი, მგლების ჯგუფით გარემოცული.“ რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქის გარეუბანში უსაფრთხოების ქუჩის კამერამ ეს დაადასტურა: იგივე ბიჭუნა ნელა მიუყვებოდა გზას, და გარშემო მარტივად ამოსაცნობი, მგლების სილუეტები მიჰყვებოდნენ.
როცა მაშველებმა ის საბოლოოდ იპოვეს, ცოცხალი იყო. ცახცახებდა, სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ ნამდვილად ცოცხალი იყო.
„საავადმყოფოში ექიმები გაოცებულნი იყვნენ, როგორ შეძლო ბიჭუნამ ჰიპოთერმიის (გადაციებასთან დაკავშირებული) თავიდან არიდება.“ როცა ჰკითხეს, როგორ გადარჩა, მისმა პასუხმა ისინი უბრალოდ გააოგნა:
„ვიფიქრე, რომ მოვკვდებოდი,“ — ჩუმად თქვა მან. — „მაგრამ შემდეგ მგლები მოვიდნენ.“
მან ახსნა, რომ ღამით მგლები გარს ეხვეოდნენ, თბილი სხეულებით ეხუტებოდნენ რათა სიცივისგან დაეცვათ. დღისით კი მას წინ მიუძღოდნენ — თითქოს უჩვენებდნენ გზას, როგორ გამოეყვანა თავი ხეების ლაბირინთიდან ცივილიზაციისკენ.
„ახლა ძაღლი აღარ მჭირდება,“ — თქვა მან სუსტი ღიმილით, როცა სახლში დაბრუნდა. — „ახლა მე ის უკვე თორმეტი მყავს.“

ერთხელ, თბილისში
10/09/2025

ერთხელ, თბილისში

"მის თბილისი-2025" "სუხიშვილების" მოცეკვავე ნატალია ბოჭორიშვილი გახდა.აბა, შეფასებები
10/09/2025

"მის თბილისი-2025" "სუხიშვილების" მოცეკვავე ნატალია ბოჭორიშვილი გახდა.
აბა, შეფასებები

09/09/2025

ვიდეო: ეროვნული ნაკრები

თუ ქრისტიანი ხართ და სახარებისეული სიბრძნის განმარტებები, ანალიტიკა გაინტერესებთ, ანტონ სუროჟელის ქადაგების ეს ფრაგმენტე...
07/09/2025

თუ ქრისტიანი ხართ და სახარებისეული სიბრძნის განმარტებები, ანალიტიკა გაინტერესებთ, ანტონ სუროჟელის ქადაგების ეს ფრაგმენტები შეგძრავთ, ამიტომ, ბოლომდე წაიკითხეთ:

"ჰპოვა ისინი მძინარენი..."

"...ქრისტეს ირგვლივ შემოკრებილ მოწაფეებს - რა ესმით მათ? კიდევ ერთხელ წაიკითხეთ საიდუმლო სერობის აღწერა და თქვენ დაინახავთ, რომ ისინი გაოცებულნი არიან, მათ თითქოს მუდმივად ავიწყდებათ, თუ რა ხდებოდა თავდაპირველად, - ყველაფერი ავიწყდებათ! ისიც ავიწყდებათ, რაც ქრისტემ მათ თავის მომავალ ბედზე უთხრა: მათ არაფერი ესმით...

მოწაფეები გარს ეხვევიან ქრისტეს თავისი გაოცებით, შეკითხვებით; ისინი გაუთავებლად კამათობენ, ვინ სად დაჯდეს. მათ ავიწყდებათ, რა უთხრა ქრისტემ იაკობს და იოანეს - მზად ხართ ჩემი სასმისი ბოლომდე შესვათ? მხოლოდ მაშინ იქნებით ჩემთან ერთად...

მთელი ნაამბობი ასე ჟღერს, თითქოს მათ ქრისტეს ნათქვამი ასე აღიქვეს: "მე მოვკვდები, თქვენ კი იცოცხლებთ". და საშინელებაა ამ ამბის კითხვა, ის მართლაც ისე ჟღერს, თითქოს ისინი ამბობენ: რას იზამ, რადგან ასეა - მოკვდი, ჩვენ კი ვიცოცხლებთ...

განა ქრისტეს, სახარების ჩვენეული აღქმისთვის ეს ასე უცხოა? განა ღმერთში ჩვენც თავშესაფარს არ ვეძებთ?
შემდეგ - იუდა: იუდა სასიკვდილოდ იმეტებს და გასცემს ქრისტეს. როგორი შეძრწუნებით ვფიქრობთ იუდას ღალატზე. მაგრამ განა ჩვენ არასდროს ვღალატობთ ქრისტეს? მით უმეტეს, ქრისტეს შესახებ ჩვენ ვიცით ის, რაც იუდამ არ იცოდა!

უფრო მოგვიანებით - პეტრე: მან ქრისტე სამჯერ უარყო; მან, ვინც საიდუმლო სერობაზე თქვა, რომ ქრისტეს მაშინაც კი არ უარყოფს, მასთან ერთად სიკვდილზე წასვლაც რომ მოუხდეს, - სამჯერ უარყო.

ჩვენ კი? ხშირად გვყოფნის გამბედაობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დასცინიან სახარებას, ქრისტეს, ღმერთს, - ხშირად ხდება, რომ ვდგებით და მათ ხმამაღლა ვეუბნებით: თუ თქვენ მისი ჯვარზე გაკვრა გსურთ - მეც მასთან ერთად გამაკარით! თუ თქვენ მისი უარყოფა გსურთ, გინდათ დასცინოთ, სახეში ურტყათ - მეც დამარტყით! მე მისი მოწაფე ვარ! მე მას არ ვუღალატებ!

გახსოვთ გეთსამანიის ბაღი? ქრისტე სიკვდილისთვის ემზადებოდა, მან თან წაიყვანა თავისი ყველაზე ახლობელი სამი მოწაფე, რომ ისინი, უბრალოდ, იქ ყოფილიყვნენ, არ დაეტოვებინათ მარტო - მომავალი და გაუსაძლისი, მაგრამ ნებით მიღებული სიკვდილის წინაშე. მათ დაიძინეს. სახარება სევდიანი სიტყვებით გვამცნობს: "ჰპოვა ისინი მძინარენი."

სამჯერ მივიდა მათთან ქრისტე - და მათ ეძინათ. არა იმიტომ, რომ გვიანი იყო, არამედ, ალბათ, იმიტომ, რომ სული დაიღალა იმ საშინელების მოლოდინში, რაც მოდიოდა... რამდენჯერ გვძინებია სულიერი ძილით, მიუხედავად იმისა, რომ მეგობარს, ნაცნობს, ადამიანთა ჯგუფს უჭირდა? რამდენჯერ წავსულვართ დასაძინებლად ან გასართობად? როგორ ვეხმაურებით ქრისტეს ვნებებს, ქრისტეს ჯვარცმას?

ჩვენს ნაცნობ, ახლობელ ადამიანს, ჩვენს გადასარჩენად თავისი ნებით სიკვდილის გზა რომ აერჩია, ჩვენს გამო დაეხვრიტათ, ჩამოეხრჩოთ ან ჯვარზე გაეკრათ - როგორი დამოკიდებულება გვექნებოდა მისდამი? განა არ ვიფიქრებდით, რომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ცხოვრებით გავამართლოთ მისი სიკვდილი? ვართ კი ასეთი მადლიერების და ვალდებულების გრძნობით განმსჭვალული ქრისტეს მიმართ?
..ჩვენ ადვილად ვდგებით ლოცვისთვის, ჩვენ ვითხოვთ ღმერთისგან: იმიტომ, რომ მის წინაშე დავდექით, ის უნდა დადგეს ჩვენს წინაშე და გამოგვეხმაუროს! ჩვენ ვჩივით, ჩვენ ლოცვისთვის დავდექით და ჩვენ არ შეგვეხო არც მადლი და არც განათლება - სად იყო ღმერთი? როგორ გაბედა, მე მას ვუხმობდი, ის კი არ გამომხმაურებია? ან: განა ის არ დაგვპირდა შეესრულებინა მორწმუნეთა ლოცვები? - მე მას დავუჯერე, მან კი არ შეასრულა, ეს რა ღმერთია?... განა ჩვენ ასე არ ვლაპარაკობთ? შეიძლება სულ ასე თავხედურად - არა, მაგრამ განა ასეთი არ არის ჩვენი გრძნობები?

შემდეგ: მრავლისმეტყველი იგავი უძღები შვილის შესახებ, მამის უარყოფის შესახებ. მან მამას უთხრა: ბერიკაცო, შენ ძალიან გაგიტკბა ცხოვრება! მე არ შემიძლია იმ დროს ველოდო, როცა მოკვდები, რომ ვისარგებლო იმ ქონებით, რომელიც შენი შრომით დააგროვე და რომელსაც მემკვიდრეობით მე მივიღებ! შევთანხმდეთ: შენ ჩემთვის აღარ არსებობ, მოკვდი - და მომეცი შენი შრომის ნაყოფი... ადგა და აიღო, მერე კი წავიდა, ყველაფერი გაფლანგა ისეთივე ადამიანებთან, როგორიც თვითონ იყო, და როცა აღარაფერი დარჩა, მათ უთხრეს: შენ აღარ არსებობ! შენ მოკვდი, შენ აღარ ხარ...- და მიატოვეს. დარჩა მარტოდმარტო მშიერ-მწყურვალი და ყველასგან მიტოვებული; მაშინ გაახსენდა, რომ მამა ჰყავს.

განა ჩვენ იმ ახალგაზრდას არ ვგავართ? განა ჩვენ ასევე არ ვიქცევით? განა ჩვენ ღმერთს მუდმივად არ ვეუბნებით: მომე, მომე! მე შენგან ვითხოვ... და მაშინ ღმერთი გვპასუხობს: მე შენ მოგეცი, მე შენ მოგეცი ჩემი სიცოცხლის და ჯვარცმის, ჯოჯოხეთში ჩასვლის ფასად... ჩვენ ვეუბნებით: კეთილი! მაშ ახლა მე ყველაფრის აღება შემიძლია... ჩვენ ასე თავხედურად არ ვლაპარაკობთ, არა! მაგრამ ჩვენ ასე თავხედურად ვცხოვრობთ, ჩვენ ასე თავხედურად ვფიქრობთ. ჩვენ მოთაფლული სიტყვებით იგივე მწარე ტყუილს ვლაპარაკობთ.

უძღებმა შვილმა მოინანია და დაბრუნდა მამასთან. მან იცოდა, რომ არ იყო ღირსი, კვლავ შვილის სახელი ეტარებინა - იქნებ მამამ ის მიწის მუშად, მონად აიყვანოს... როცა ვინანიებთ, ჩვენ ასე არ მივდივართ; ჩვენ მივდივართ დარწმუნებულნი, რომ გვაპატიებენ, რომ ჩვენ ისევ შვილები ვართ, რომ ჩვენ მხოლოდ სინანული უნდა გამოვთქვათ და ღმერთი გვაპატიებს... სიცრუეა!

ტყუილუბრალოდ პატიებას ვერავინ მიიღებს; ღმერთი გვაპატიებს - დიახ, მაგრამ რა ხეირია, თუ ჩვენი ცხოვრება ამით არანაირად არ შეიცვალა? გახსოვთ, რა უთხრა წმინდა სერაფიმე საროველმა ერთ-ერთ თავის მოწაფეს:

"თუ შენ ილოცებ, ღმერთი გაპატიებს; მაგრამ გახსოვდეს, რის ფასად მოიპოვა მან უფლება, გაპატიოს! ყოველთვის, როცა შენ სცოდავ და პატიებას ითხოვ, ეს მისი ახალი ჯვარცმაა შენთვის, მხოლოდ შენთვის..."

Address

თბილისი

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kaatinga posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kaatinga:

Share