Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Akhaltsikhe
  • Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო

Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო Peter and St.

კავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, აბესაძის 4ა. 0105, თბილისი, საქართველო

Apostolic Administration of the Latin Catholics of the Caucasus, 4a Abesadze St. 0105, Tbilisi, Georgia [email protected]

©1994-2022

მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარი
Catholic Cathedral of the Assumption of the Holy Virgin Mary
კვირა – 12:00 საათზე
ორშაბათი–პარასკევი 18:00 საათი
Holy Mass in Ge

orgian
Sunday – 12:00
Monday – 18:00

წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძარი
კვირა – 10:00 – ინგლისურად
11:30 – ქართულად
17:00 – ლათინურად
ორშაბათი – შაბათი – 09:00 საათი
St. Paul Church - Javakhishvili str.55
Sunday – in English – 10:00
In Georgian – 11:30
In Latin – 17:00
Monday – Saturday - 09:00 (Georgian)

ბათუმი – კვირა – 17:00 საათი (ქართულად)
Batumi – Sunday – 17:00 (Georgian)
ქუთაისი
კვირა – 11:00 საათი
ორშაბათი – შაბათი – 08:00 საათი
Kutaisi
Sunday – 11:00
Monday-Saturday – 08:00

ახალციხე
კვირა – 11:00 საათი
ორშაბათი–შაბათი – 08:00
Akhaltsikhe
Sunday – 11:00
Monday – Satuday -08:00
ვალე
კვირა – 12:00 საათი
ორშაბთი–პარასკევი – 10:00 საათი
Vale
Sunday – 12:00
Monday – Friday – 10:00
არალი
კვირა – 13:30 საათი
ორშაბთი–შაბათი – 10:00 საათი
Arali
Sunday – 13:30
Monday – Saturday – 10:00
ხიზაბავრა – კვირა – 11:00
Khizabavra – Sunday – 11:00

🌟💫 შობის მოლოდინში, დაე გაძლიერდეს ჩვენი რწმენა სიკეთის ძალაში ✨და ჩვენი ყოველდღიური საქმე იმედის ნაპერწკალის გაღვივება ...
12/12/2025

🌟💫 შობის მოლოდინში, დაე გაძლიერდეს ჩვენი რწმენა სიკეთის ძალაში ✨და ჩვენი ყოველდღიური საქმე იმედის ნაპერწკალის გაღვივება იყოს 🔆.
🤍 საქართველოს კარიტასი

✨ ადვენტი — სინათლისა და შობის მოლოდინი ✨🌟🕯️💛

ადვენტი არის სინათლის, შობისა და განახლების მშვიდი მოლოდინის დრო.
ის გვასწავლის შევნიშნოთ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ელიან:
🔐 უსაფრთხოებას
🎗️ ღირსებას
🔥 სითბოს
🤝 ყურადღებას

საქართველოს კარიტასი 🌿 ამ მოლოდინს ყოველდღე ხვდება — იქ, სადაც ცხოვრების რთულ მომენტებში იმედი ✨ და გაურკვევლობა 🌫️ ერთად არსებობენ.

როგორც ადვენტის სანთლები 🕯️🕯️ ერთი მეორეს აძლიერებს, ასევე იზრდება ჩვენი მსახურებაც:
👂 მოსმენით
🤲 დახმარებით
🏡 ნდობის მოპოვებით

🤍 ჩვენი თანამშრომლები და მოხალისეები ის ადამიანები არიან, რომლებიც ირჩევენ სითბოს, თანაგრძნობას და გვერდში დგომას 💛, ისინი ყველას ახსენებენ, რომ მარტო არავინ არის 🤗.

🌟💫 შობის მოლოდინში, დაე გაძლიერდეს ჩვენი რწმენა სიკეთის ძალაში ✨და ჩვენი ყოველდღიური საქმე იმედის ნაპერწკალის გაღვივება იყოს 🔆.

🤍 საქართველოს კარიტასი

12/12/2025

❓ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, 1531 წლის 12 დეკემბერს, ინდიელთა ტომის წარმომადგენელს, ხუან დიეგოს წმიდა მარიამი გამოეცხადა?

🎥 ეს ადგილები თბილისის საკათედრო ტაძრის მრევლის წევრმა, თინა კოკოჩაშვილმა მოინახულა. გთავაზობთ მის მიერ გადაღებულ ვიდეოს. მადლობა მას

🌺 12 დეკემბერი – გვადალუპეს ნეტარი ქალწული მარიამი▪ გამოცხადებები 1531 წლის 12 დეკემბრამდე გაგრძელდა, ღვთისმშობელი ხუანს...
12/12/2025

🌺 12 დეკემბერი – გვადალუპეს ნეტარი ქალწული მარიამი

▪ გამოცხადებები 1531 წლის 12 დეკემბრამდე გაგრძელდა, ღვთისმშობელი ხუანს ეუბნებოდა, რომ მისი სურვილი უმალვე უნდა ყოფილიყო შესრულებული. ხუან დიეგომ ეპისკოპოსის დასარწმუნებლად მარიამს ნიშანი სთხოვა.

🔗 ვრცლად – https://www.catholic.ge/post/გვადელუპას-ღვთისმშობელი

  ფოტო არქივი: catholic.ge, 2023
12/12/2025


ფოტო არქივი: catholic.ge, 2023

🎨 ქართველი კათოლიკე მხატვარი ფელიქს ვარლამიშვილი, იგივე "ვარლა"  – "ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და...
11/12/2025

🎨 ქართველი კათოლიკე მხატვარი ფელიქს ვარლამიშვილი, იგივე "ვარლა" – "ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი"...
––––––––––––––––––––

📍 | დაიბადა ქუთაისში 1903 წელს ფინანსისტ გრიგოლ ვარლამიშვილისა და როზა ფალიაშვილის ოჯახში. დედის ნაადრევად გარდაცვალების გამო, ახალციხეში დეიდასთან იზრდებოდა.

1912 წელს ქუთაისის სასწავლებელში შევიდა, 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1922 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში გადავიდა. აკადემიაში მისი პედაგოგები იყვნენ: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, ოსკარ შმერლინგი, ბორის ფოგელი, იოსებ შარლემანი. ფელიქს ვარლამიშვილის სტუდენტობისდროინდელმა ნამუშევრებმა როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში მაშინვე მიიქციეს საზოგადოების ყურადღება.

20-იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა თბილისსა და ქუთაისში. 1927 წელს გამოიცა იუეთიმ გურჯის კრებული, რომლის ილუსტრაციები ახალგაზრდა მხატვარს ეკუთვნოდა.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დაარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. 1928 წელს აკადემიის თანაკურსელ ლუკა ხითარიშვილთან ერთად ცოდნის გასაღრმავებლად, საზღვარგარეთ გაემგზავრა. რამდენიმე თვე სტამბოლში გაატარა. 1929 წელს პარიზში ჩავიდა და მონპარნასზე დასახლდა.

პარიზში რამდენიმე წელი სიეჟელის ატელიეში მუშაობდა, სადაც ქმნიდა დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს. 1933 წელს მისი ნახატები პირველად გამოიფინა პარიზში "სპერანცას" გალერეაში. 1934 წელს ცოლად შეირთო წარმოშობით დანიელი მხატვარი ქალი – ზირე ბინდერი.

ფელიქს ვარლამიშვილმა უცხოეთში მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე წლები განვლო. მიუხედავად ამისა მას არ დაუკარგავს თვითმყოფადობა და მის მხატვრულ შემოქმედებას ქართული თემატიკა ედო საფუძვლად. 1945 წლიდან ფელიქს ვარლა "ფრანგი მხატვარი" "შემოდგომის სალონის" საზოგადოების წევრი ხდება.

1948 წელს ცოლ–ქმარი არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ფელიქს ვარლას თავდაპირველად დეკორატიულ დარგში დაუწყია მუშაობა. ძირითადად ხატავდა პანოებს ხალიჩებისათვის, იმავდროულად მუშაობდა სურათების შექმნაზე. 1950 წელს ბუენოს–აირესში მოეწყო მისი გამოფენა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ბუენოს–აირესში ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ "მამულში" გამოქვეყნდა წერილი "ბ–ნ ფელიქს ვარლამიშვილის სამხატვრო გამოფენა". მიუხედავად წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა, ფელიქს ვარლა 1952 წელს პარიზში დაბრუნდა და მონპარნასზე, დაგერის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: პარიზის – 1933, 1947, 1959, 1976 წწ. ბუენოს–აირესის 1950, 1951 წწ. სან–ფრანცისკოს – 1959, 1960, 1961 წწ. დეტროიტის – 1963 წ. გამოფენები. აგრეთვე ნიუ–იორკის, ლოს–ანჟელესის, დალასის, ჰიუსტონის, ტოკიოს, ოსაკას, იოკოჰამას, ბრიუსელის, მონტე–კარლოს, თეირანის გამოფენები. ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრები ბევრი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.

1986 წლის 6 თებერვალს ფელიქს ვარლამიშვილი პარიზში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

მხატვრის ერთგულმა მეუღლემ, ზირე ბინდერმა აღასრულა ფელიქს ვარლამიშვილის ანდერძი და მისი ათი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა. 1987 წელს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენა.

2019 წ. (23 იანვარი– 24 თებერვალი) დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყო ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა. გამოფენაზე ფართო საზოგადოებისათვის პირველად იქნა წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული ავტორის 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი. გამოფენის გახსნაზე გაიმართა ფელიქს ვარლამიშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია.

თბილისში არის ფელიქს ვარლამიშვილის სახელობის ქუჩა.
––––––

📍 | 2025 წლის დეკემბერში, მხატვარს ფელიქს ვარლამიშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

––––––
სურათები აღებულია გვერდიდან – Felix Varla

ინტერვიუ პაპის ლეგატთან, 1919 წელი▪︎ კითხვა: შეგიძლიათ, თქვენო უმღვდელოესობავ გვითხრათ, რა შეხედულობის არის  #ევროპა საქ...
11/12/2025

ინტერვიუ პაპის ლეგატთან, 1919 წელი

▪︎ კითხვა: შეგიძლიათ, თქვენო უმღვდელოესობავ გვითხრათ, რა შეხედულობის არის #ევროპა საქართველოზე?

პასუხი: #ევროპა დიდის სიმპატიით უცქერის ახალ რესპუბლიკებს ამიერ კავკასიაში დაარსებულებს. განსაკუთრებით საქართველოს; საფრანგეთი გაკვირვებაშია რომ ამ მოკლე ხნის განმავლობაში, საქართველომ ყველა დარგში მოაგვარა დემოკრატიული რესპუბლიკა, თვით იტალიელები ამავე აზრის არიან, იგი მომხრეა აღიაროს დამოუკიდებლობა და დაადასტუროს დამოუკიდებლობის აქტი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა უძნელდება და ვერ გაუბედია, ვინაიდგან მოკავშირეებთან ერთგვარი დამოკიდებულება აქვს. საფრანგეთის გაზეთები უფრო გულით გამოთქვამენ საქართველოსადმი სიმპატიას ჩემის აზრით, პირველი დამადასტურებელი საქართველოს დამოუკიდებლობის იქნება საფრანგეთი.

▪︎ კითხვა: როგორ გგონიათ დამოუკიდებლობის ცნობა ევროპის მიერ როდის მოხდება?

პასუხი: თუ კავკასიის რესპუბლიკებმა არ შეჰქმნეს მტკიცე კავშირი, ამ რესპუბლიკების ცნობა ძნელია. ვინაიდგან, ევროპას არ უნდა კავკასიაში მეორე ბალკანეთი აღმოაჩინოს. ევროპა არ ისურვებს, რომ კავკასიის ერები მუდამ ბრძოლაში იყვნენ.

▪︎ კითხვა: ნუთუ რომის პაპი სიმპატიით უყურებს საქართველოს დამოუკიდებლობას?

პასუხი: დიახ, პაპი ყურადღებით ეპყრობა საქართველოს და მე გამომგზავნა რათა დაახლოებით გამეცნო საქართველო, მისი მთავრობა. იმედი მაქვს რომ პაპი დიდ გავლენას იქონიებს ევროპის სახელმწიფოებთან.

▪︎ კითხვა: როგორი შთაბეჭდილება გაქვთ საქართველოზე და ქართველებზე?

პასუხი: საქართველოს მშვენიერობაზე და მის ბუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხოლო ქართველები ჩემის აზრით ემსგავსებიან ფრანგებს, ამ ორ ერს ერთნაირი სტუმართ მოყვარეობა აქვსთ, თვით ლაპარაკშიც ქართველებს პირდაპირი თქმა აქვსთ, როგორც ფრანგებს. ამით ქართველები მოსაწონი ერია. ჩემის აზრით, ქართველი ინტელიგენცია არ ჩამოუვარდება ევროპიელებს.

▪︎ კითხვა: რას ფიქრობთ ეკლესიის შესახებ?

პასუხი: მართლ მადიდებლებში შევნიშნე, რომ ისინი ფანატიკოსები არ არიან ისე როგორც ბერძნები და ბულგარელები.

და ქართველობა უფრო უახლოვდება ევროპის განვითარებას, და წინ სვლას ვიდრე სხვა ერები.
დიდის სიხარულით აღვნიშნე რომ ქართველი კათოლიკენი ლათინურ ტიპიკონის მოყვარულნი არიან, და მას პატივის ცემით იხსენიებენ. ქართველი კათოლიკების საკითხი, მალე გადაწყდება, ჩემის აზრით ქართველებს ორი ტიპიკონი ექნებათ! ლათინური და ქართული, ეყოლებათ ორი მღვდელმთავარი. დიდ ქალაქებში დარჩება ლათინური ტიპიკონი, როგორც დღემდე, ხოლო მესხეთ-ჯავახეთის ქართველი კათოლიკები სომხურიდან ქართულ ტიპიკონზედ გადმოვლიან, როგორც სურვილი გამოაცხადეს.

ს. გოზალიშვილი.

„ჩვენი ქვეყანა“. №220. 08. 12. 1919.

  ფოტო: ბეთლემი, ქრისტეს შობის ადგილი, 2025
11/12/2025


ფოტო: ბეთლემი, ქრისტეს შობის ადგილი, 2025

11/12/2025

🔶 მარიამის ზოგიერთი ტიტულის განმარტება დოკუმენტში - Mater populi fidelis

 ქართველი კათოლიკე მღვდელი, მამა აკაკი ჭელიძე პაპს ხელზე ეამბორება.თურქეთი, პაპთან შეხვედრა,29.11.2025
10/12/2025



ქართველი კათოლიკე მღვდელი, მამა აკაკი ჭელიძე პაპს ხელზე ეამბორება.
თურქეთი, პაპთან შეხვედრა,
29.11.2025

🇮🇹  წმიდა მარიამის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულთან და მოახლოებულ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ...
10/12/2025

🇮🇹 წმიდა მარიამის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულთან და მოახლოებულ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ვატიკანის ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი და კათოლიკე თემის წარმომადგენლები, იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 👇

🗨️ "თითქმის 250 წლის განმავლობაში, მარიამს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩვენი დიდი ამერიკის ისტორიაში. ⏺︎ მის პატივსაცემად,...
10/12/2025

🗨️ "თითქმის 250 წლის განმავლობაში, მარიამს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩვენი დიდი ამერიკის ისტორიაში.

⏺︎ მის პატივსაცემად, ჩვენი კათოლიკე მოქალაქეებისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს, ვიხსენებთ წმიდა სიტყვებს, რომლებმაც დახმარება, ნუგეში და მხარდაჭერა აღმოუჩინა გაჭირვებაში მყოფი ამერიკელი მორწმუნეების თაობებს".

ყოვლადწმინდა მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპრეცედენტო განცხადებ...

  ფოტო: წმ. პეტერსა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარი, 2025
10/12/2025


ფოტო: წმ. პეტერსა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარი, 2025

Address

Orbeliani, 10
Akhaltsikhe
0800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო:

Share

Our Story

კათოლიკე ეკლესია მთელ მსოფლიოს განეკუთვნება, ის საყოველთაოა. ჩვენს მედიას არ შეუძლია ამის უარყოფა. ამიტომ, გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მოვლენათა მიმოხილვას, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ჩვენს საერთო კათოლიკე ეკლესიაში. გაგაცნობთ როგორც წმიდა საყდრის მიერ გადმოცემულ ოფიციალურ ინფორმაციას, ისე იმ ახალ ამბებს, რომლებიც ღიმილს მოგგვრით ან, შესაძლოა, აგატიროთ კიდეც.

ჩვენი მიზანი არაა, სრულად გაუწყოთ კათოლიკურ გარემოში კვირის ან თვის განმავლობაში მომხდარ მოვლენათა შესახებ. გვინდა, ჩვენს მკითხველებს მივცეთ შესაძლებლობა, შეიტყონ იმის შესახებ, რაც ნაკლებად ან საერთოდ არ იყო გაშუქებული ქართულენოვან პრესაში. ასევე, ისიც, რაც, უბრალოდ, მნიშვნელოვანია რომ იცოდნენ.