რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization

  • Home
  • Georgia
  • Ambrolauri
  • რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization

რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization რაჭის სათემო ორგანიზაცია

მაშინ როცა მოსახლეობის ინფორმირების გარეშე, 105 ათასი ჰექტარი ტყის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით რაჭაში პროტესტი ...
16/06/2024

მაშინ როცა მოსახლეობის ინფორმირების გარეშე, 105 ათასი ჰექტარი ტყის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით რაჭაში პროტესტი მიმდინარეობდა, ბალდელები ჩამოდიოდნენ და სოლიდარობას გამოხატავდნენ პროტესტის მონაწილეების მიმართ.

სოფელ ბალდაშიც მათი საარსებო გარემო, მდინარე და უნიკალური კანიონი 40 წლით ისე გაასხვისეს, რომ მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. სოფელში 9 თვეა უწყვეტი, საკარვე პროტესტი მიმდინარეობს და ითხოვენ უკანონო ხელშეკრულების გაუქმებას, რის გამოც არაერთხელ გახდნენ თავდასხმის მსხვერპლი. რამდენიმე დღის წინ, კანიონის მცველს 7 ჭრილობა მიაყენა სწორედ იმ კომპანიის თანამშრომელმა, რომელიც კანიონს დაეპატრონა.

რაჭის სათემო ორგანიზაცია სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ბალდელებს და გამძლეობას უსურვებს ამ რთულ და უთანასწორო ბრძოლაში.

29 ივნისს, მარტვილში აქციაა დაანონსებული.

09/05/2024
ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რ...
10/04/2024

ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს.

„ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს:

🔵ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს;
🔵შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
🔵მეცნიერებს;
🔵მშრომელებსა და ახალგაზრდებს;
🔵სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
🔵ფერმერებს;
🔵დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს.

ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას,ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას.

ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროვებთ.

განცხადებაზე ხელმომწერი 400-ზე მეტი ორგანიზაციის სია იხილეთ ვრცლად :

ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა .....

1989 წლის 9 აპრილის ღამეს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შედეგად 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაზიანებების შემდ...
09/04/2024

1989 წლის 9 აპრილის ღამეს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შედეგად 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაზიანებების შემდგომ დაღუპულთა რიცხვი 21 მდე გაიზარდა.

სამედიცინო მკურნალობა 275 მა ადამიანმა გაიარა, საერთო ჯამში დაზარალებულ ადამიანთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა.

ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ამ მშვიდობიანი მოქალაქეების ბრძოლა , დამოუკიდებლობისთვის.
ისინი ებრძოდნენ რუსულ რეჟიმს, ისინი ებრძოდნენ ყველაფერს რუსულს, ისინი ითხივდნენ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას.

დიდება 9 აპრილის გმირებს.
მადლობა თავისუფლებისთვის!
#არარუსულკანონს

08/04/2024
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში,  პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს...
22/03/2024

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თაფლის ნიმუშები შეიძინეს და ლაბორატორიას ჩააბარეს.

🔬 სულ 36 ნიმუში შემოწმდა, 18 ნიმუში ქლორამფენიკოლის (იგივე ლევომიცეტინის) შემცველობაზე, ხოლო 18 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე (8 პრეპარატი).
აქედან 4 ნიმუში ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში შეძენილი თაფლი იყო.

საბედნიეროდ, ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა.

👉 შემოწმებული ნიმუშების სია და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6820

მივიღებთ რჩვებს , თქვენ როგორ დაალაგებდით პრიორიტეტების მიხედვით , ამ 5 მიმართულებას?
18/01/2024

მივიღებთ რჩვებს , თქვენ როგორ დაალაგებდით პრიორიტეტების მიხედვით , ამ 5 მიმართულებას?

🌲 თუ გული შეგტკივათ რაჭაზე და მიგაჩნიათ, რომ:✅ ადამიანებმა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იცხოვრონ;✅ რაჭის სოციალურ-ეკონომიკ...
26/12/2023

🌲 თუ გული შეგტკივათ რაჭაზე და მიგაჩნიათ, რომ:

✅ ადამიანებმა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იცხოვრონ;
✅ რაჭის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება უნდა დაეფუძნოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას;
✅ ეროვნული პარკებისა და სხვა დაცული ტერიტორიების დაარსებისა და მართვისას აღიარებული და გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი თემების უფლებები, ტრადიციულ ტერიტორიებზე მათი უფლებების ჩათვლით.

✍️ მაშინ შემოუერთდით საბუკოს მანიფესტს რაჭის მდგრადი განვითარებისთვის 👇 https://rb.gy/nr2y40

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს 🎉📣 განაცხადების მიღების ვადა კონკურსისთვის „მედია თანასწორობისთვის 2023“ გახანგრძლივდა! გა...
10/10/2023

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს 🎉

📣 განაცხადების მიღების ვადა კონკურსისთვის „მედია თანასწორობისთვის 2023“ გახანგრძლივდა! განაცხადების შემოტანა შეგიძლიათ 31 ოქტომბრამდე.

🔹 გამოგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და გახდით თანასწორობის ჩემპიონი!

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს ➡ https://www.wecf.ge/aplication-form/

👉 მეტი ინფორმაციისთვის კონკურსის შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.wecf.ge/media-awards/

გისურვებთ წარმატებებს!

#მედიათანასწორობისთვის2023

#მედიათანასწორობისთვის

#ქალებისძალაინკლუზიისთვის

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს 🎉

📣 განაცხადების მიღების ვადა კონკურსისთვის „მედია თანასწორობისთვის 2023“ გახანგრძლივდა! განაცხადების შემოტანა შეგიძლიათ 31 ოქტომბრამდე.

🔹 გამოგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და გახდით თანასწორობის ჩემპიონი!

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს ➡ https://www.wecf.ge/aplication-form/

👉 მეტი ინფორმაციისთვის კონკურსის შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.wecf.ge/media-awards/

გისურვებთ წარმატებებს!

კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანასური მხარდაჭერით.

#მედიათანასწორობისთვის2023

#მედიათანასწორობისთვის

#ქალებისძალაინკლუზიისთვის

10/08/2023

რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა • Yar
თანადგომას გიცხადებთ კოლეგებო.
გამაგრდით , უნდა გაუძლოთ და მეგის მიერ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ.

ეს იქნება ძალიან რთული, მხნეობას გისურვებთ.

05/08/2023

შოვის სტიქიასთან დაკავშირებით :

ვართ ყოველდღიურ რეჟიმში სტიქიის ეპიცენტრის მისადგომებთან, იმ ხალხის მხარდასაჭერად ვინც ამ დრომდე თავდაუზოგავად შრომობს , დღისით თუ ღამით.

ვრჩებით სასწაულის იმედად , რომ ამ დრომდე დაკარგულად მიჩნეულ ადამიანები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და ახლობლებს.

Address

Ambrolauri
0400

Telephone

+995595636491

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization:

Share