29/02/2024
#ნერგეეთისთვის
ნერგეეთის 7 თებერვლის ტრაგედიის შემდეგ 13 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე. მათი უმრავლესობა ამჟამად მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფილი ქირით ცხოვრობს. თუმცა, მარტივი წარმოსადგენია, ამხელა ტრაგედიის გადატანის და მშობლიური სახლიდან ხელცარიელი გამოსვლის შემდეგ ამ ოჯახებს რამდენად სჭირდებათ გვერდში დგომა.
ამიტომაც, ბაღდათში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით, სოლიდარობის კამპანიის წამოწყება გადავწყვიტეთ. თუ სურვილი გაქვთ, ჩვენთან ერთად დაუდგეთ გვერდით ამ ოჯახებს, შეგიძლიათ თუნდაც 1 ლარი ჩარიცხოთ აღნიშნულ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ახალგაზრდული ჰორიზონტი
თბს ბანკი
მიმღები: ლილი ფულარიანი
დანიშნულება: ნერგეეთისთვის
კამპანიაში ჩართვა შეგიძლიათ უკლებლივ ყველას.
ბაღდათის აქტიური მოქალაქეები.