გამომცემლობა ოდა • Publishing ODA

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • გამომცემლობა ოდა • Publishing ODA

გამომცემლობა ოდა • Publishing ODA საგამომცემლო, სარეკლამო საქმიანობა ?

გიორგი კეკელიძის წერილი სოფიო ღლონტის მესამე  პოეტური კრებულისთვის ."იქნებ დაბრუნდეს კაცი" .იდუმალი სიცხადეიქნებ ეს დრო,...
01/12/2025

გიორგი კეკელიძის წერილი
სოფიო ღლონტის მესამე პოეტური კრებულისთვის .
"იქნებ დაბრუნდეს კაცი" .

იდუმალი სიცხადე

იქნებ ეს დრო, ბრეხტისა არ იყოს, ცუდია პოეზიისთვის? მაგრამ როდის

ყოფილა უკეთესი? მგონი არასდროს. ამიტომაც - პოეტად ყოფნა არის

რისკი, ერთდროულად სახიფათოც და ამავდროულად -

მიმზიდველი.ნამდვილ პოეტად - რაღა თქმა უნდა.

სოფიომ ეს გადაწყვიტა. გადაწყვიტა და შეძლო კიდეც. თან იმ ფორმით,

სადაც თითქოს ყველა ძალა მოისინჯა, ყველა სიმაღლე გაიდაბლობეს,

ყველა რითმა და რიტმი გაწრთვნეს. კონვენციური ლექსის.

სოფოს პოეზია ხან ფრთხილია და ნიუანსური. მეტაფორები, რომელსაც

თითქოს დარდის ღუმელში ალღობს, განზრახულ ყალიბს იღებს:

,,უნაფეხურო თოვლზე ფიფქიც ფრთხილობს და კრთება’’

კი, ადამიანის გარეშე თოვლი უკეთესია. საკუთარ თავზე უკეთესიც კი. ამ

ფრაზიდან ასე გამოდის.

მუსიკა, რომელსაც ამ ტექსტებში ვუსმენთ, ხან კარგავს სიფრთხილით

ნაკარნახევ ფეხაკრეფას ხმამაღალ ბახად იქცევა. რიტმი თითქოს

ნოტებზეა გაწერილი:

,,წვიმის წვეთები სარკმელზე თვლემენ,

ღამით რომ მოსწყდნენ სახლის სახურავს

და მე ვპოულობ ნუგეშისმცემელს

როდესაც გულის კარებს არ ვხურავ.’’

ანაც ეს:

,,ის რაც დამიმალეს თვალებმა და

ის რაც გამიმხილეს ამ თითებმა

ზღვის წყლებს მოუყვება ალემანდა,

და ეს მდინარე რომ ადიდდება’’

- ოსტატური, არაჭარბი ალიტერაციის განტოტვა ფრაზებში.

და თუ მეტაფორაა, ასეთი უნდა იყოს:

თენდება, ალიონს ვესწრები,

შუქ-ჩრდილით ივსება ეს ქუჩაც,

შენს სამოსს მაგონებს ზეწრები,

სახლებს რომ პროფილში მოუჩანს...’’

მართლაც დიდოსტატურია. ქალაქს - შენობებს და ადამიანებს ერთად რომ

დაგანახებს. ზეწრებს რომ იტყვის და ქარს შეამჩნევ - ეგეთი

იქ სადაც ვერლიბრს მიმართავს სოფო, არც იქ კარგავს კონვენციას -

ბგერების წყობა კანტატად ტეხავს ტკივილს:

,,რა გტკენს გულს, რა გავსებს და გაცარიელებს,

გფიტავს და გფიტავს, გფიტავს და გახრჩობს,

გახრჩობს, ვერამოვსებული სამშვინველი,

ღამეები ნათევი, გრძელი ...

მშიერი სული, დაუნაყრებელი გრძნობები,

ყმუის, ყმუის...

არგაცემული გრძნობები გტეხავს, გჭრის, გჭრის, გიჭირს,

სიცარიელე გკლავს და მტერი გიჭერს ,

გულწრფელობით სარგებლობს შენით

და ანკესზე წამოგებულს გღადრავს... ‘’

ავტორი ცდილობს იმაზე ილაპარაკოს, რაზეც ადამიანები სდუმან -

საკუთარ თავზე. ილაპარაკოს ჩარაზული ოთახებიდან და სასტიკი

სიზუსტით:

,,სარკიდან მიმზერ უღიმღამო სახით , თვალებით,

მოლანდება ხარ, საკუთარი ჩრდილი გაშინებს,

ახლა იმედი აღარა გაქვს ღვთის მოწყალების,

წყალს ვეღარ უსხამ სულგამომშრალ , მწყურვალ სამშვინველს

ეს სიზუსტეა პოეზია. ეს სიცხადე და ეს იდუმალება. იდამული სიცხადე -

თუ ასე გნებავთ. დანარჩენი ამ შესანიშნავ კრებულში უნდა ნახოთ

Რედაქტორი.

05/11/2025

Გამომცემლობა "ოდა" სოლიდარობას უცხადებს პაატა შამუგიას, რათქმაუნდა ზვიად რატიანს და სინდისის პატიმრებს.

Აჭარის მწერალთა სახლში,  Პოეტ Ინგა გოგუაძის წიგნის, "ვიცვლი სასთუმალს" წარდგენა გაიმართა. წიგნის გამოსცა გამომცემლობამ "...
16/10/2025

Აჭარის მწერალთა სახლში, Პოეტ Ინგა გოგუაძის წიგნის, "ვიცვლი სასთუმალს" წარდგენა გაიმართა. წიგნის გამოსცა გამომცემლობამ "ოდა". არაჩვეულებრივი საღამო იყო.ზღვა წარმატებას ვუსურვებ ავტორს.

20/09/2025

Როსტომ ჩხეიძე
ზარის ხმად უდაბნოში
(რეკვა შოთა ჩანტლაძის ორტომეულიდან)

თვალსაჩინო გამომცემლობის ბიოგრაფიასაც დაამშვენებდა შოთა ჩანტლაძის ორტომეულის დასტამბვა, და რაღა უნდა ითქვას ახალდაარსებულ „ოდაზე“, რომელიც ამ მრავალმხრივ მნიშვნელოვან პროექტს წამოიწყებდა და ამთავითვე განსაზღვრავდა თავისი საქმიანობის მთავარ გეზსა და ორიენტირს.

რაც შოთა ჩანტლაძეზე ესეები, ლიტერატურული პორტრეტები და მოგონებანი დაწერილიყო (ამ სერიას ტარიელ ჭანტურიას ესეი რომ გახსნიდა „დღეს ჩემი დაბადების დღეა“), ერთ წიგნს შეადგენს და მისი გამოცემაც ძალიან წაადგება ქართული ანდერგრაუნდის ისტორიის შესწავლა-გააზრებას.

სამაგიეროდ უკვე გამოცემულია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გამართული ლექსმცოდნეობის მეჩვიდმეტე სამეცნიერო სესიის მასალები ცალკე კრებულად, შოთა ჩანტლაძეს რომ მიეძღვნებოდა, თამარ ბარბაქაძის მეცნიერულ-ორგანიზატორული გარჯის ერთ-ერთი სახიერი ნაყოფი და კიდევ ერთი დასტური ქართული ლიტმცოდნეობის ევროპული რანგისა.

და აი ამ გამოცემას კვალდაკვალ უნდა მოჰყოლოდა შოთა ჩანტლაძის ორტომეულის პირველი წიგნი, რომელიც მოიცავს მის ლექსებსა და პოეტურ თარგმანებს:

ალექსანდრ პუშკინისა და თეოდორ ტიუტჩევის ცალკეულ ლირიკულ ნიმუშებსა და ფრაგმენტებს კარელურ-ფინური ეპოსიდან „კალევალა“.

პროექტს შეიმუშავებდა პოეტი და „ოდას“ ხელმძღვანელი სოფიო ღლონტი.

შეადგენდა და შესავალ ნარკვევს - „მე ვარ ზარის ხმა უდაბნოში...“ - დაურთავდა პოეტი და მთარგმნელი ალექსანდრე ჯინჭარაძე.

ცოტას მეც მივაშველებდი ხელს წიგნის შედგენა-მომზადებას, მაგრამ არსებითად ამ ორი ადამიანის მხრებზე გადავიდოდა.

გარეკანს რარიგ მოუხდებოდა მარიამ კალანდარიშვილის ნახატი.

და კიდეც გვაქვს ხელთ შოთა ჩანტლაძის სრული პოეტური კრებული, რომელშიც აისახებოდა თუ აირეკლებოდა ქართული ლირიკული აზროვნების ბევრგვარი ნაკადი, გარეგნულად ეკლექტურობის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს, შინაგანად კი მძაფრი და დაუოკებელი დუღილისა, დისჰარმონია თავისებურ ჰარმონიას რომ ჰქმნის ხოლმე.

მეორე ტომში გათვალისწინებულია:

ნოველები, მინიატურები, ჩანახატები, მოთხრობები, პირადი წერილები და თარგმანები:

„ირლანდიური საგები“ და ფრაგმენტები ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური რომანიდან „ესე იტყოდა ზარატუსტრა“.

ეს ტომიც უკვე გამზადებულია გამოსაცემად, ოღონდ მისი დროული გამომზეურება ბევრწილადაა დამოკიდებული იმაზე:

თუ რა სისწრაფითა და ტირაჟით გავრცელდება პირველი ტომი.

გვაიმედებს შოთა ჩანტლაძის პოპულარობა ლიტერატურისმოყვარულთა წრეებში, რომელთა ხელშიც უნდა მოხვდეს სრული ნაღვაწი ამ ანდერგრაუნდელისა, ვიქტორ რცხილაძე თბილისური ბოჰემის უგვირგვინო მეფედაც რომ მოიხსენიებდა, და ეს იმ კაცს, რომელსაც, როგორც უსაქმურს, თბილისიდან გასახლებას უპირებდა მილიციის გენერალი; და რომელიც არამარტო იტრიალებდა 1956 წლის 9 მარტის მღელვარებაში, არამედ ერთ-ერთი აღმოჩნდებოდა იმ მცირეთაგან, იმ დღეების ქრონიკას რომ შემოგვინახავდა - ნოველად ჩამოსხმულს.

თავს რომ მოიხსენიებდა:

ზარის ხმადაც უდაბნოში.

ამ ზარის ხმა, მისი განუწყვეტელი, გაუნელებელი რეკვა მოგვესმის შოთა ჩანტლაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის პირველი ტომიდანაც, ეს ხმა მეორე ტომმა რომ უნდა გააძლიეროს და გაამძაფროს არა გარდასული ხანის მოგონებად, არამედ მონაწილედ ჩვენი სალიტერატურო ცხოვრების მდინარებისაც და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის დუღილისაც.

04/05/2025

Გამომცემლობა "ოდა" სოლიდარობას უცხადებს სინდისის პატიმრებს.რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებს,მწერლებს. Ჩვენ არ ვირჩევთ დუმილს, რადგან ის მთავარ დამნაშავედ მიგვაჩნია. Ვფიქრობთ, რომ ჩამოთვლილთაგან , ნებისმიერი სფერო იმსახურებს თავისუფლებას. Ხელოვნება ამ მთავარი ღირებულების გარეშე ვერ და არ არსებობს. Სირცხვილად მივიჩნევთ Საბჭოთა მენტალობას და ნარატივებს, რასაც სამწუხაროდ ვაწყდებით ამ მთავრობის პირობებში.

04/05/2025

Address

Batumi
6100

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა ოდა • Publishing ODA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category