მეხუთე არხი/Channel Five

მეხუთე არხი/Channel Five Tv Channel

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღს 1950-იანი წლებიდან მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აღნიშნავს. ეს არ...
01/06/2025

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

თარიღს 1950-იანი წლებიდან მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აღნიშნავს.
ეს არის დღე, რომელიც ბავშვების წინაშე არსებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ბავშვების დაცვასა და კეთილდღეობის აუცილებლობის აღიარებას ეძღვნება.

პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1925 წლის 1-ელ ივნისს ჟენევაში აღნიშნეს.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.🇬🇪 თარიღი 1918 წელს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის...
25/05/2025

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.🇬🇪
თარიღი 1918 წელს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებას უკავშირდება.

ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარეს.

შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, თუმცა, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ არასრული სამი წელი იარსება.

1921 წელს წითელი არმია შემოიჭრა, რასაც ქვეყნის ანექსია მოჰყვა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.

დამოუკიდებლობაწართმეული ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მართლმადიდებელი სამყარო, დღეს იესრო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სიც...
20/04/2025

მართლმადიდებელი სამყარო, დღეს იესრო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული.

აღდგომას სრულდება 49 დღიანი მარხვაც.
მართლამდიდებლები აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ერთმანეთს შემდეგნაირად ესალმებიან:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!

მეხუთე არხი, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან.1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, მშვიდობიანი საპროტექტო აქცია...
09/04/2025

36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, მშვიდობიანი საპროტექტო აქცია გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან დაარბიეს.

სასტიკ დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის ნივთიერებით მოიწამლა.

ტრაგედიიდან 2 წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

თარიღი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთროულად ტრაგედიის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

#9აპრილი #დიდებაგმირებს #საქართველო

34 წლის წინ,  1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ  მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის ა...
31/03/2025

34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

რეფერენდუმი, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა და ერთადერთ სარეფერენდუმო კითხვას : „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“- ამომრჩეველთა 99.08%-მა დადებითი პასუხი გასცა.

მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკუთარი პოზიცია გამოხატა ახლა უკვე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ.

5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები. 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

31 მარტი ამასთანავე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი, არის დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება ქალთა ბრძოლა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ...
07/03/2025

ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი, არის დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება ქალთა ბრძოლა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების მოსაპოვებლად.

ამ დღის დაარსება უკავშირდება მუშა ქალების ბრძოლას შრომითი უფლებებისათვის.

1909 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად აღნიშნეს ქალთა ეროვნული დღე. 1910 წელს კი კლარა ცეტკინის ინიციატივით სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე კოპენჰაგენში დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.

1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დღესასწაულად.
8უ მარტს საქართველო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად აღნიშნავს, თარიღი საქართველოში უქმე დღეა.

3 მარტს საქართველო დედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაული, 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადა...
02/03/2025

3 მარტს საქართველო დედის დღეს აღნიშნავს.

დღესასწაული, 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, უზენაესმა საბჭომ დაადგინა.

დედის დღე მსოფლიოს 50 ზე მეტ ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, მაგრამ ძირითადად გაზაფხულზე აღინიშნება.

18/01/2025

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს.

ნათ­ლის­ღე­ბა თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულთა შო­რის ერთ-ერ­თია. ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულსაც უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და.

ნათლისღებას დაწესდა ნათ­ლო­ბა. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­ცა იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში შესვლისას.

სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მიერ, იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში მოხ­და, მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და. ზე­ცი­დან კი გაისმა ხმა : "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ".

დღესასწაულთან და­კავ­ში­რე­ბით ყველა მოქმედ ტაძ­არ­ში წირ­ვა-ლოც­ვა აღევლინება და წყლის კურთხევა ხდება.

💫 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს  ხორციელად შობას აღნიშნავს.ქრისტეს შობა თორმეტ ს...
06/01/2025

💫 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხორციელად შობას აღნიშნავს.

ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია, ამ დღეს ეკლესია-მონასტრებში საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინება და მორწმუნეთათვის, საშობაო, 40 დღიანი მარხვა სრულდება.

შობის ღამეს უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა ფანჯრებში ანთებული სანთლებით ხვდება, როგორც მაცხოვრის დაბადების სიმბოლოს. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა.

„ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ“ -წმ. ირინეოს ლიონელი.

გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!

🎄 #მეხუთეარხი გილოცავთ ახალ, 2025 წელს!
31/12/2024

🎄 #მეხუთეარხი გილოცავთ ახალ, 2025 წელს!

მართლმადიდებელი სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.წმიდა გიორგი  ს...
23/11/2024

მართლმადიდებელი სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. სწორედ ამიტომი მის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესია-ტაძრების უმეტესობა.

ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. დიდმოწამე გამოსახულია აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბზეც.

გადმოცემის თანხმად, წმ. გიორგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა. დიოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება და ამიტომ მისი წამება გადაწყვიტა.
იმპერატორის ბრძანებით წმინდა გიორგის, მრავალგზის წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – ბორბალზე წამების დღეს.

ულამაზესია ბათუმი!❤️📸 RedPoint • რედპოინტი
21/10/2024

ულამაზესია ბათუმი!❤️

📸 RedPoint • რედპოინტი

Address

Batumi

Telephone

+995574440000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეხუთე არხი/Channel Five posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მეხუთე არხი/Channel Five:

Share

Category