
09/06/2025
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მუნიციპალიტეტის დეპუტატ აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძესთან და პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, ცხმორისის მეჩეთში ლოცვას დაესწრო და მომლოცველებს ყურბან-ბაირამი მიულოცა.
ყურბან- ბაირამი სიყვარულის, სიკეთის და ერთიანობის დღესასწაულია. ის მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.
ამ დღეს მორწმუნე მუსლიმები ღმერთს ცხოველს წირავენ.
ყურბან-ბაირამის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.