აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა/
Ajara Chamber of Commerce and Industry

Ajara Chamber of Commerce and Industry (ACCI) is one of the largest influential business organizations in Georgia, ACCI is the primary connection between business and the public authorities. It continually demonstrates impact on public policy and decision-making to the benefit of businesses in Ajara Region.

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვ...
17/12/2025

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს, საკონსულოს წარმომადგენელს ნაჰბუბა ნამაზოვას და სოკარის რეგიონალურ მენეჯერს საფარ ალიზადას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე საკითხები და 2026 წლისთვის დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებები.

🔷მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ბიზნესკავშირების გაძლიერებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

🔷შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.ურთიერთობების განვითარებას.

17/12/2025
🔷2025 წლის 10 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წარმატებით გამართა ღონისძიება — „შეხვ...
11/12/2025

🔷2025 წლის 10 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წარმატებით გამართა ღონისძიება — „შეხვედრა ბიზნესთან 2025“.
🔷ღონისძიება გახსნეს პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, რომლებმაც შეხვედრის მნიშვნელობაზე, ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებასა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.
🔷პირველი სესია დაეთმო პალატის განახლებულ სერვისებსა და განვითარების სტრატეგიას. მონაწილეებს წარედგინათ 2025 წლის საქმიანობის შეჯამება, ასევე წარმოდგენილი იყო 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ინიციატივებს ბიზნესსექტორის მხარდაჭერისა და რეგიონული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
🔷ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა საჯარო–კერძო დიალოგი თემაზე „რეგიონის ბიზნესის გამოწვევები და შესაძლებლობები“. პალატის თავმჯდომარესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: ედნარ ნატარიძე — აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დენის სალუქვაძე — აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი, თინათინ ზოიძე — აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლელა გურგენაძე — შემოსავლების სამსახურის ბათუმის სერვისცენტრის ხელმძღვანელი. მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული ბიზნესგარემოს მიმდინარე მდგომარეობა, სექტორული გამოწვევების გადაჭრის გზები, სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული ინსტრუმენტები და კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი.
🔷მესამე სესია წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერკლასით — „თანამედროვე მენეჯმენტი და ლიდერობა“, სადაც მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები ეფექტიანი მენეჯმენტისა და ლიდერობის თანამედროვე მიდგომებზე.
🔷ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პალატის მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში, თანამშრომლობის გაძლიერებაში და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაში.

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თურქეთის რესპუბლიკის 16 სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგა...
08/12/2025

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თურქეთის რესპუბლიკის 16 სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა.
🔷შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმართულებები, ბიზნეს პარტნიორობის გაფართოების გზები.
შეთანხმდა, რომ მომავალშიც გაგრძელდება კომუნიკაცია საერთო ინტერესების მქონე პროექტების ხელშეწყობის მიზნით.
🔷პალატა აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის სამეწარმეო წრეების უფრო მჭიდრო ურთიერთობას და ახალი საბაზრო შესაძლებლობების შექმნას.

🔷სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა!
02/12/2025

🔷სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა!

📌 მიიღეთ პრაქტიკული რჩევები და გაეცანით წარმატებული მენეჯმენტისა და ლიდერობის თანამედროვე მიდგომებს!💼 დასწრება თავისუფალ...
17/11/2025

📌 მიიღეთ პრაქტიკული რჩევები და გაეცანით წარმატებული მენეჯმენტისა და ლიდერობის თანამედროვე მიდგომებს!
💼 დასწრება თავისუფალია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.
ℹ️ თუ გსურთ გახდეთ პალატის წევრი და წევრობის სტატუსით დაესწროთ შეხვედრას, შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა და დაგიკავშირდებით.
🔗 რეგისტრაციის ბმული:

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეჯამება, ახალი ხედვები და პარტნიორობა მომავლისთვის 📅 10 დეკემბერი, 2025 📍 სასტ...

🔷აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2025 წლის  10 დეკემბერს გამართავს  ღონისძიებას - „შეხვედრა ბიზ...
17/11/2025

🔷აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2025 წლის 10 დეკემბერს გამართავს ღონისძიებას - „შეხვედრა ბიზნესთან 2025“, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის ბიზნესსექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენელთა გაერთიანებას ერთიან პლატფორმაზე — გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
🔷ღონისძიება ფოკუსირებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიღწევების შეჯამებაზე, ახალი ხედვების წარმოჩენასა და სამომავლო პარტნიორული კავშირების გაღრმავებაზე. მისი მიზანია დაინტერესებულ მხარეებს აჩვენოს პალატის საქმიანობის შედეგები, გააცნოს სერვისები და განვითარების სტრატეგია, ასევე ხელი შეუწყოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
🔷ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 150 წარმომადგენელი ბიზნესისა და საჯარო სექტორიდან, რაც უზრუნველყოფს ფართო ჩართულობასა და მრავალმხრივ ხედვებს რეგიონული ეკონომიკის განვითარების საკითხებზე.
🔷რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/nUgFdiCzUX8GXDzP6

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვივნენ არდეშენის სავაჭრო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ისმაილ ქუიუმჯუ  ...
14/11/2025

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვივნენ არდეშენის სავაჭრო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ისმაილ ქუიუმჯუ და საბჭოს წევრები.
🔷შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მხარეებმა განიხილეს აჭარის საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.
🔷პალატა აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის.

🔷აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით  2025 წლის...
10/11/2025

🔷აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით 2025 წლის 7 ნოემბერს ტრადიციულად ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
🔷ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების გაძლიერება, პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური აქტიურობის წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონის ბიზნესგარემოს მდგრად განვითარებას.
🔷წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იყო თანამედროვე ბიზნეს გამოწვევებზე, ესენია - მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიები, ინოვაციური მიდგომები ბიზნესში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საწარმოო პროცესებში და სხვა.
🔷ეს თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალ მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.
🔷ფორუმმა აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი მეწარმე ქალები გააერთიანა და მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
🔷ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სპორტის სამინისტროებიდან.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აგრძელებს ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაში მათ ხელშეწყობას.

ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი 2025📅 7 ნოემბერი | სასტუმრო “შერატონი”, ბათუმიაჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ქალ...
04/11/2025

ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი 2025
📅 7 ნოემბერი | სასტუმრო “შერატონი”, ბათუმი

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გიწვევთ ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმზე თემით:
„შექმენი მომავალი — მარკეტინგის, გაყიდვების და AI-ის ძალა ბიზნესში“.
ფორუმის მიზანია ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების გაძლიერება, მათი პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური აქტიურობის წახალისება. მონაწილეებს ელოდებათ პროფესიონალი სპიკერები, პრაქტიკული სესიები, B2B შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის.
რეგისტრაცია ღიაა 5 ნოემბრის ჩათვლით
დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/G9Y6r4UnXFpUV5Td6
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: +995 599075116

🔷აჭარისა და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 🔷დოკუმენტს ხელი მოაწერეს აჭ...
29/10/2025

🔷აჭარისა და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

🔷დოკუმენტს ხელი მოაწერეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბორისენკომ.

🔷მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას მეწარმეთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განვითარებისთვის.
პარტნიორობა მოიცავს ინფორმაციასა და გამოცდილების გაზიარებას, ბიზნეს-დელეგაციების გაცვლას, გამოფენებსა და ფორუმებში მონაწილეობას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სამეწარმეო განათლებისა და ინოვაციების წახალისებას.

🔷აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნესკავშირების გამყარებას და ორ რეგიონს შორის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

Address

26 A. Melashvili Str
Batumi
6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry:

Share