Newspaper Adjaraps

Newspaper Adjaraps მედიაჯგუფი აჭარა P.S. -ის ოფიციალური გვე

საჯარო განცხადებაბიზნესმენისა და მეცენატის — Galip Öztürk — შესახებდღეს, როდესაც საზოგადოებაში ხშირად მხოლოდ ნეგატიურ თე...
12/05/2026

საჯარო განცხადება
ბიზნესმენისა და მეცენატის — Galip Öztürk — შესახებ

დღეს, როდესაც საზოგადოებაში ხშირად მხოლოდ ნეგატიურ თემებზე საუბრობენ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ითქვას იმ ადამიანების შესახებაც, რომლებიც წლების განმავლობაში რეალურად აკეთებენ კეთილ საქმეს, ეხმარებიან ხალხს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს დებენ საქართველოს განვითარებაში.

კიდევ ერთხელ და მრავალჯერად გავიმეორებ — ბიზნესმენი და მეცენატი Galip Öztürk არის როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს მოქალაქე. ბატონი გალიფი არის ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ზოგიერთ იმ ადამიანზე მეტადაც კი, ვინც მხოლოდ სიტყვებით ამტკიცებს ქართველობას.

წლების განმავლობაში მის კომპანიებში ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდა. ასობით ოჯახს მიეცა შესაძლებლობა ღირსეულად ეშრომა, ერჩინა საკუთარი შვილები და ჰქონოდა სტაბილური შემოსავალი. ადგილობრივების დასაქმების მიმართულებით მისი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია და ამას ყოველდღიურად ხედავენ ადამიანები, რომლებიც მისი კომპანიების მხარდაჭერით ცხოვრობენ და მუშაობენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ადამიანობა, ქველმოქმედება და დამოკიდებულება ხალხის მიმართ. ბატონ გალიფს არაერთხელ გაუწევია ფინანსური დახმარება მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებისთვის, ონკოლოგიური და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ბავშვებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხშირად ეს დახმარებები ხდებოდა ყოველგვარი აფიშირების გარეშე — გულით, ადამიანურად და ჩუმად.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ Galip Öztürk პირველ რიგში არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ოჯახი, შვილები, მეგობრები და ადამიანური ურთიერთობები. მრავალშვილიანი ადამიანი, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს განსაკუთრებულ პატივს სცემს, ვერ იქნება გულგრილი საზოგადოების და ხალხის მიმართ. მისთვის საქართველო მხოლოდ ქვეყანა არ არის — ის საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლის და ეს დამოკიდებულება მის ყოველდღიურ საქმიანობასა და დამოკიდებულებაში ნათლად ჩანს.

ასევე, სხვადასხვა მძიმე პერიოდში, მან მორალური და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც საზოგადოება უნდა ხედავდეს, აფასებდეს და პატივს სცემდეს.

მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ, მედიამ და ჩემმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ ამ ადამიანის დადებითი საქმიანობის შესახებ. როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება გაჭირვებულებს, გვერდში უდგას ხალხს და პატივს სცემს საქართველოს — ამის დაფასება აუცილებელია.

დღეს მსურს საჯაროდ, გულწრფელად და ადამიანურად ვუთხრა მადლობა Galip Öztürk-ს და მის გუნდს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაერთხელ გამოუჩენიათ.

სიკეთე, ქველმოქმედება, ადამიანობა და ერთმანეთის პატივისცემა ყოველთვის უნდა ფასდებოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია
„საქართველო — კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“

03/05/2026

  მე გახლავართ აფხაზეთიდან დვნილი ოჯახის წევრი, მოგეხსენებათ დევნილობაში მცხოვები ადამიანის ბედი, რომელიც მუდმ....

🎬 სპორტულ - ტურისტული პროგამა „სტარტი“ავტორი და წამყვანი ჯემალ არობელიძეთემა: „ქობულეთში ახლადშექმნილი ტურისტული ასოციაც...
01/04/2026

🎬 სპორტულ - ტურისტული პროგამა „სტარტი“
ავტორი და წამყვანი ჯემალ არობელიძე
თემა: „ქობულეთში ახლადშექმნილი ტურისტული ასოციაცია, მიზნები და ამოცანები“
სტუმარი: ასოციაციის პრეზიდენტი რეაზ სტამბოლიშვილი

სპორტულ - ტურისტული პროგამა „სტარტი“ავტორი და წამყვანი ჯემალ არობელიძეთემა: „ქობულეთში ახლადშექმნილი ტურისტუ.....

დიდება უფალს!
17/03/2026

დიდება უფალს!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ის 1977 წლის 25 დეკემბერს აირჩიეს. მისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში მოქმედი ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა რამდენიმე ათეულიდან 1000-მდე გაიზარდა, ხოლო ეპარქიების რიცხვი 15-დან 47-მდე შეიცვალა. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია. ილია II აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მონაწილეობდა ქვეყნისთვის საკვანძო მოვლენებში.

დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო.

14/02/2026

  „თურაშაული ვაშლის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო,“ გლეხურად, მაგრამ მარტივად და უბრალოდ, ყველასათვის გასაგები ....

Address

David Agmashenebeli Street
Batumi
13

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Newspaper Adjaraps posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Newspaper Adjaraps:

Share