ვოის სტრიმი/Voice Stream

ვოის სტრიმი/Voice Stream ვოის სტრიმი არის პლატფორმა სამოქალაქო ჟურნალისტებისთვის. ამბების, პრობლემებისა თუ მოვლენების დამოუკიდებელი მოქალაქე ჟურნალისტების საშუალებით გასაშუქებლად.

13/12/2025

⭕️გაიცანით ბოლნისში მცხოვრები, უნიჭიერესი ხელოვანი — ქალბატონი თამილა ჩიქოვანი .

⭕️იგი ქმნის ულამაზეს ხელნაკეთ აქსესუარებსა და ნაქარგებს, რომლებიც გამოირჩევა სტილითა და ინდივიდუალური ხელწერით.

⭕️ქალბატონი თამილა ბოლნისის მეწარმე ქალთა კლუბის აქტიური წევრია.
იხილეთ მისი ფეისბუქის გვერდი- Matatuna's Embroidery
#მეწარმექალი
#ხელნაკეთინაქარგები
#ქალთაკლუბი

⭕️სიამაყით გაცნობებთ, რომ ელენე რუსეკცაია ბერტა ფონ ზუტნერის ჯილდოს ლაურეტია, რომელიც მშვიდობის მშენებლობაში ქალების როლ...
12/12/2025

⭕️სიამაყით გაცნობებთ, რომ ელენე რუსეკცაია ბერტა ფონ ზუტნერის ჯილდოს ლაურეტია, რომელიც მშვიდობის მშენებლობაში ქალების როლის აღიარებას ემსახურება. პრემიის ისტორიის ამ გამორჩეულ ეპიზოდში, როცა მან საერთაშორისო ასპარეზზე, ჰააგაში გადაინაცვლა, ეს გამარჯვება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

🏆პრემიის მიზანი იმ ადამიანების დაფასებაა, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან, რაც დასაწყისშივე, 2000-იანი წლებიდან, იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ელენეს პრიორიტეტი.

✨ბერტა ფონ ზუტნერის პრემიაზე წარდგენა გახლავთ აღიარება არა მხოლოდ ელენესთვის, არამედ ყველა იმ ქალისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად აშენებენ მშვიდობას.

მადლობა🧡

✨We are proud to announce that Elene Ruseckaya has become a laureate of the Bertha von Suttner Award, which recognizes the vital role of women in peacebuilding. In this remarkable moment in the award’s history, as it expands internationally and is now presented in The Hague, her achievement carries even greater significance.

🏆The purpose of the award is to honor individuals who work tirelessly for peace and security in the South Caucasus, a mission that has been at the core of the Women’s Information Center and of Elene’s work since the early 2000s.

✨Being nominated for the Bertha von Suttner Award is not only a recognition of Elene’s contribution, but of all the women who build peace alongside us.

Thank you 🧡

Women's Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი

⭕️„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს.  ძალიან მ...
12/12/2025

⭕️„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფო ლიდერი. ასევე, აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანამშრომლობის განვითარების თემებზე" | თქვა კობახიძემ აშხაბადში სიტყვით გამოსვლის შემდეგ

⭕️დღეს თურქმენეთში, აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას ესწრებოდა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც.

⭕️ "ჩემი ოცნებაა ყველა ქართველ ახალგაზრდას ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე ა...
12/12/2025

⭕️ "ჩემი ოცნებაა ყველა ქართველ ახალგაზრდას ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე ახალგაზრდებს აქვთ. თქვენი ცოდნა, თქვენი განათლება, თქვენი გამბედაობა და თქვენი ევროპული გამოცდილება გზამკვლევია საქართველოს ისტორიის შემდეგი თავების დასაწერად" განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

🇬🇪🇪🇺 ევროკავშირისა და საქართველოს შორის პარტნიორობა 30 წელს ითვლის. ამ დროის მანძილზე სხვა უამრავ მხარდაჭერასთან ერთად გვინდა გამოვყოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ათასობით სტუდენტმა, მკვლევარმა და პროფესიონალმა, სწავლა ან პროფესიული გამოცდილება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში განაგრძო.

European Union in Georgia

⭕️მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მის მიერ წარმოებაში არსებული 6 ადმინისტრაციული საქმე შეაჩერა, რასაც იმით ხსნის, რომ ივანიშვ...
12/12/2025

⭕️მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მის მიერ წარმოებაში არსებული 6 ადმინისტრაციული საქმე შეაჩერა, რასაც იმით ხსნის, რომ ივანიშვილის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და არის კონსტიტუციის შეუსაბამო.

ვლადიმერ ხუჭუამ ასევე გაანცხადა, რომ ამ რეპრესიულ კანონებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება არაკეთილსინდისიერია და ეწინააღმდეგება მის პროფესიულ თუ პირად ღირებულებებს.
_______
წყარო: Protest24

⭕️"უკომენტაროდ და უსირცხვილოდ" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აშხაბადში გამართულ ფ...
12/12/2025

⭕️"უკომენტაროდ და უსირცხვილოდ" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აშხაბადში გამართულ ფორუმზე, სხვებთან ერთად ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის და ვლადიმირ პუტინის დასწრებას.

⭕️ცნობისთვის, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით "ნეიტრალიტეტის დღეს" - 12 დეკემბერს - თურქმენეთში "მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის" ფორუმი გაიმართა, რომელსაც, სხვებთან ერთად, ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ვლადიმირ პუტინიც დაესწრნენ.

⭕️ცერემონიის ფარგლებში თურქმენეთში ჩასულმა ლიდერებმა "ნეიტრალიტეტის მონუმენტთან" ყვავილებიც მიიტანეს

⭕️[30 წლის რომ ვიყავი, სოფელში კაცებმა ჩამქოლეს, იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვა, ცხვარში წასულ ქმარს ღალატობსო. მეორე დღეს სახ...
12/12/2025

⭕️[30 წლის რომ ვიყავი, სოფელში კაცებმა ჩამქოლეს, იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვა, ცხვარში წასულ ქმარს ღალატობსო. მეორე დღეს სახლში ჩამომრჩხვალი მიპოვეს - მე 30 წლის ხანუმი ვარ.

⭕️ლექციას რომ ვკითხულობდი, უნივერსიტეტის დერეფანში, სტუდენტების თვალწინ, ყოფილმა ქმარმა იარაღი მესროლა - მე 35 წლის მაკა ვარ.

⭕️მე და დედა ბავშვს ვასეირნებდით, როდესაც ჩემმა ყოფილმა ქმარმა სანადირო თოფიდან გვესროლა და ორივე ადგილზე მოგვკლა - მე 21 წლის მარიამი ვარ.

⭕️ეს მოგონილი ამბები არ არის, ეს ნამდვილი ქალების ნამდვილი ისტორიებია, ბევრად უფრო შემზარავი, ვიდრე რომელიმე მწერალი აღწერდა საკუთარ ტექსტში. მაგრამ ეს ბრუტალური ისტორიები მოწმენდილ ცაზე არ ჩნდება, ეს იმ პატრიარქალური საზოგადოების შედეგია, რომელშიც დღეს ჩვენ ცხოვრება გვიწევს და რომელიც ვერა და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ქალი შეიძლება იყოს თავისუფალი!

⭕️რას ვერ გვპატიობს საზოგადოება? რატომ გვკარნახობს, როგორები უნდა ვიყოთ, რა უნდა გვეცვას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა ვაკეთოთ ცხოვრებაში, რატომ ვერ ეგუება ქალის წარმატებას და რატომ ცდილობს წარმატებული ქალის დაკნინებას, რატომ არ გვისმენს, რატომ არ ესმის ჩვენი ხმა - ჩვენ ხომ უკვე დიდი ხანია ვყვირით! ] -

🖌️ - თქვა სოფიო შამანიდმა მოხსენებაში საქართველოს ქალთა კონგრესზე. ფრაგმენტი ყველაზე კარგი გამოძახილია იმისა, რომ ყოველთვის გვახსოვდეს: სიახლეების მყვირალა სათაურებისა და ფემიციდის სტატისტიკაში მოყვანილი რიცხვების მიღმა, რეალური ადამიანები დგანან ნამდვილი ისტორიებით.

#ფემიციდი გენდერული მოტივით ქალების განზრახ მკვლელობა გენდერული ძალადობის, დისკრიმინაციისა და გენდერული უთანასწორობის ყველაზე ექსტრემალური გამოვლინებაა. მკვლელობებს საფუძვლად შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ედოს, რომლებიც, თავის მხრივ, ხშირად განპირობებულია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული გენდერული როლებით, ქალების დისკრიმინაციით, საზოგადოებაში მამაკაცებსა და ქალებს შორის ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებით. ტერმინი პირველად გამოიყენა დიანა ჰ. რასელმა 1976 წელს ქალთა წინააღმდეგ დანაშაულის პირველ საერთაშორისო ტრიბუნალზე. მოგვიანებით, feminicidio-ს კონცეფცია შეიმუშავა მექსიკელმა ანთროპოლოგმა და ფემინისტმა მარსელა ლაგარდმა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფემიციდს/ფემინიციდს იყენებს თავის დოკუმენტებში 2010-იანი წლების დასაწყისიდან, ქალების გენდერული მკვლელობების აღსაწერად.

Women's Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი

11/12/2025

📲ციფრულ სივრცეში ჩადენილი ძალადობა ყოველ დღიურად ფართო მასშტაბებს იძენს.

🖌️„რა არის ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობა? — ქალებისა და გოგონების დევნის ციფრული განზომილება“

💻🚫ციფრულ სივრცეში ქალები და მოზარდი გოგონები განსაკუთრებით დაუცველები არიან,
💻🚫ხშირად ბავშვები და მოზარდები 24/7 იყენებენ ინტერნეტს;
💻🚫მოზარდებს განსაკუთრებით უჭირთ ზიანის დროულად ამოცნობა.

❗️❗️„ციფრული ძალადობა რეალურ ტკივილს იწვევს“

👇უყურე საინფორმაციო ვიდეოს, გაუზიარე სხვებს და გახსოვდეს!

☎️შენ შეგიძლია მიიღო დახმარება სრულიად კონფიდენციალურად ცხელ ხაზზე დარეკვით:

☎️116 006 — საზოგადოებრივი ცენტრი ქალთა მიმართ ძალადობაზე
☎️112 — გადაუდებელი დახმარების ცენტრი, კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები (სოციალური მომსახურების სააგენტო)

📱შეეხმიანე სამოქალაქო ორგანიზაციებს:

👉„საფარს“
👉„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის“ (GYLA)
👉„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“
👉„ქალთა საინფორმაციო ცენტრს“
👉„მარნეული დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“
👉საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობას რეგიონებში.

👉ეს ორგანიზაციები დაგეხმარებიან, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ძალადობის შემთხვევაში.“
#ისაუბრე.
#არგაჩუმდე.
#დაიცავისაკუთარითავიდასხვები.

🎥ვიდეო რგოლი მომზადდა, ბუთქემფის ,,ციფრულ სფეროში ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გაშუქება” ფარგლებში. ბუთქემფი ორგანიზებულია DataFest Tbilisi-ს მიერ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

#ციფრულიუსაფრთხოება

⭕️ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ თავდაცვითი ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილონ რუ...
11/12/2025

⭕️ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ თავდაცვითი ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ წარმოებული ომი, რომელიც შესაძლოა „ჩვენი ბებია-ბაბუების დროის ომის მასშტაბის“ აღმოჩნდეს

⭕️ბერლინში გამოსვლისას რუტემ განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსის ძალიან ბევრ მოკავშირეს არ აღიქვამს ევროპაში რუსეთის საფრთხის აქტუალურობას და რომ მათ სწრაფად უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და წარმოება, რათა თავიდან აიცილონ წინა თაობების მიერ ნანახი მასშტაბის ომი

⭕️ „ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე. და უკვე ვართ საფრთხეში. გასულ წელს, როცა ნატოს გენმდივანი გავხდი, ჩემი გაფრთხილება იყო - რაც უკრაინის თავს ხდება, შეიძლება დაემართოთ ალიანსის ქვეყნებსაც-მეთქი; რომ ომის ყაიდის აზროვნებაზე უნდა გადავსულიყავით.“

⭕️ „წელს მივიღეთ დიდი გადაწყვეტილებები ნატოს გასაძლიერებლად. ჰააგის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ ყოველწლიურად მშპ-ს 5%-ის ინვესტირებაზე თავდაცვაში 2035 წლისთვის. შევთანხმდით მთელი ალიანსის მასშტაბით თავდაცვითი წარმოების გაზრდაზე. შევთანხმდით უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.“

⭕️ „თუმცა, ახლა არ არის საკუთარი თავისთვის მილოცვების დრო. ვშიშობ, ძალიან ბევრი ჩუმად არის და თვითკმაყოფილია. ძალიან ბევრი ვერ გრძნობს გადაუდებელ აუცილებლობას. და ძალიან ბევრი თვლის, რომ დრო ჩვენს მხარესაა. არ არის! ახლაა მოქმედების დრო. სწრაფად უნდა გაიზარდოს ალიანსის თავდაცვის ხარჯები და წარმოება. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეთ, რაც საჭიროა, რომ დაგვიცვან. უკრაინას ახლა უნდა ჰქონდეს, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად.“

⭕️ბულგარეთის მთავრობა გადადგა. ეს გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ორკვირიან მასშტაბურ საპროტესტო აქციებ...
11/12/2025

⭕️ბულგარეთის მთავრობა გადადგა. ეს გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ორკვირიან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მოჰყვა

⭕️აქციები თავდაპირველად 2026 წლის სამთავრობო საბიუჯეტო გეგმებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ წარმოშვა, თუმცა მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და როსენ ჟელიაზკოვის (GERB) მთავრობის, ასევე DPS-ის ლიდერის, სანქცირებული ოლიგარქის, დელიან პეევსკისა და GERB-ის ლიდერის, ბოიკო ბორისოვის წინააღმდეგ მიემართა

წყარო: რადიო თავისუფლება

Address

Bolnisi
1100

Telephone

+995599630424

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვოის სტრიმი/Voice Stream posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ვოის სტრიმი/Voice Stream:

Share

Category