გაზეთი ბოლნისი

გაზეთი ბოლნისი Bolnisi Newspaper

გაზეთი „ბოლნისი" გამოდის 1935 წლიდან,ის ბოლნისში მცხოვრებმა გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს და მას შემდეგ სახელმწიფოს მუდმივი ხელშეწყობით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას. გაზეთის ბეჭდური ვერსია წლების განმავლობაში იყო ყოველკვირეული, შემდეგ თვეში ორჯერ იბეჭდებოდა, ამჟამად კი გამოდის თვეში ერთხელ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, ტირაჟით 400, მასში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორ

იაზე მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ასევე რუბრიკები, ამბები წარმატებულ, ხელოვან, სპორტსმენ, უცნობ და ცნობილ ბოლნისელებზე. თავისი ისტორიიდან გამომდინარე გაზეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. გაზეთის არქივი ინახება ეროვნული მუზეუმის საცავში.

,,გაზეთი ბოლნისი“ არ ჩამორჩა თანამედროვე გამოწვევებს და 2014 წლიდან თანამშრომელთა სრული ჩართულობით, ფუნქციორება დაიწყო ინტერნეტ პორტალმა – gazetibolnisi.ge, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, საიტზე შუქდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომხდარი ახალი ამბები და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. მუშაობს გაზეთის youtube არხი, სადაც თავსდება ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო მასალები.

ქალაქ ბოლნისში ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედნის შესასვლელი კარი დააზიანესმიუხედავად იმისა, რომ ქალაქში აღნიშნული ი...
09/10/2025

ქალაქ ბოლნისში ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედნის შესასვლელი კარი დააზიანეს

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობიდან მცირე დრო გავიდა, სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტი. კერძოდ, გიორგი სააკაძის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო სტადიონის შესასვლელი კარი გატეხილია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ვანდალურ ქმედებას და მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო კულტურა და მოუფრთხილდეთ საჯარო სივრცეში განთავსებულ ინფრასტრუქტურას.

ზამურ ჭითანავა: გამარჯვება მხოლოდ ერთი დღის ემოცია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც გუნდი ყოველდღიურად იღებს ...
09/10/2025

ზამურ ჭითანავა: გამარჯვება მხოლოდ ერთი დღის ემოცია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც გუნდი ყოველდღიურად იღებს და ასრულებს.

დღეს ბოლნისის არჩეული მერი ზამურ ჭითანავა, ახალგაზრდებთან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი მირიანაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნაში მონაწილეობდა.

როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, გამარჯვება მხოლოდ ერთი დღის ემოცია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც გუნდი ყოველდღიურად იღებს და ასრულებს.

„ბოლნისი უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და კიდევ უფრო ლამაზი. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომა და ერთიანობა,“ -აღნიშნა ბოლნისის არჩეულმა მერმა ზამურ ჭითანავამ.

აღნიშნული ღონისძიება მუნიციპალიტეტის სისუფთავისა და მიმზიდველი იერსახის შენარჩუნებისკენ არის მიმართული.

ხანდაზმულთა საერთაშორისო  დღე მოხუცებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის წარმომადგენლებმა მიულოცე...
08/10/2025

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მოხუცებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის წარმომადგენლებმა მიულოცეს. სიკეთის აქციაში კაზრეთის მეორე და ბოლნისის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთვნენ. მოხალისებმა დაბა კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრის და ბოლნისის მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს ხანდაზმულთა დღე მიულოცეს, ტკბილეული გადასცეს და ერთი დღე გაულამაზეს. პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით.

08/10/2025

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ბოლნისის ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. ორგანული კანონის თანახმად, რა პროცედურები მიმდინარეობს ამჟამად, რა ვადებში შეაჯამებს ბოლნისის ოლქი შედეგებს, როდის ჩატარდება საკრებულოს პირველი სხდომა, რამდენი ხმა მოიპოვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს პროპორციული სისტემით რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა? ამ და სხვა დეტალებზე საუბრობს ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე, დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლამ ღონისძიებით აღნიშნა.  XII კლასელებმა და მათმა ხელმძღვან...
06/10/2025

მასწავლებლის საერთაშორისო დღე, დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლამ ღონისძიებით აღნიშნა. XII კლასელებმა და მათმა ხელმძღვანელმა ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს პედაგოგებს,მიულოცეს პროფესოიული დღე და ერთი დღით მოირგეს პედაგოგის როლი.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სხვადასხვა სიურპრიზებით, სახალისო და საინტერესო აქტივობებით იზეიმეს მასწავლებლის საერთაშორისო დღე.

ტეხასში, ქანთრი მუსიკის ფესტივალზე,ბოლნისელი შოთა ადამაშვილის   ისტორიული გამარჯვებააშშ-ში, ქანთრი მუსიკის სამშობლოში - ...
06/10/2025

ტეხასში, ქანთრი მუსიკის ფესტივალზე,ბოლნისელი შოთა ადამაშვილის ისტორიული გამარჯვება

აშშ-ში, ქანთრი მუსიკის სამშობლოში - ტეხასში, ქანთრი მუსიკის ფესტივალზე, ისტორიაში პირველად, საქართველოს დროშა ფრიალებდა. ბოლნისელმა მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა ორი ჯილდო „წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა“ და „Texas Spirnit-ის წლის საუკეთესო შემსრულებელი“ მოიპოვა. ქანთრისა და ფოლკის ქართველმა შემსრულებელმა თავისი შემოქმედებითი ნიჭით Texas Sounds International Country Music Awards-ის ჟიური მოხიბლა.
ფესტივალი 2-5 ოქტომბერს გაიმართა და მასში 16 ქვეყნის 24 მუსიკოსი მონაწილეობდა.
როგორც ცნობილია, ტეხასის ფესტივალი არის პლატფორმა, სადაც მხოლოდ ნამდვილი ტალანტი და სცენური ქარიზმა ფასდება. Texas Sounds International Country Music Awards გამოირჩევა იმით, რომ გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ირჩევს კონკურსის დროს ცოცხალი შესრულების საფუძველზე, აფასებენ უნარს, ნიჭს და სცენურ პრეზენტაციას

დავით შერაზადიშვილი: შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და განვით...
06/10/2025

დავით შერაზადიშვილი: შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება რჩება უმთავრეს ფასეულობებად.

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი გუნდს გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ამ შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება რჩება უმთავრეს ფასეულობებად.“ -აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა

დავით შერაზადიშვილი განსაკუთრებულად ულოცავს საკუთარ სადელეგატო ოლქში არჩეულ მერებს, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის უპირობო ნდობა მოიპოვეს:

• ბოლნისი – ზამურ ჭითანავა (96.65%) – „მჯერა, ბატონი ზამური ახალი ენერგიითა და ხედვით განაგრძობს ბოლნისის განვითარებას.“
• დმანისი – კობა მურადაშვილი (100%) – „ბატონმა კობამ მეორედ მოიპოვა დმანისელების ნდობა და დარწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს წარმატებით გააგრძელებს.“
• თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური (100%) – „ბატონი მიხეილი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.“
• წალკა – ილია საბაძე (100%) – „ბატონი ილია წალკელების არაერთგზის რჩეულია და კვლავ ღირსეულად იმუშავებს მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის.“ - წერს სოციალურ ქსელში

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს ...
06/10/2025

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს.

️აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.
️ასევე განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:
️დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
დიპლომატიური პასპორტი;
სამსახურებრივი პასპორტი;
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.
️ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
️დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით: https://sda.gov.ge/.
პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა დაგეგმილია 2025 წლის 3 ნოემბრიდან.-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.მასწავლებელთა საერთაშორისო დღ...
05/10/2025

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.
იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი.

“მადლობა თითოეულ ბოლნისელს იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელიც ამ არჩევნებში გამომიცხადეთ”, – ამის შესახებ ზამურ ჭითანავა სოც...
05/10/2025

“მადლობა თითოეულ ბოლნისელს იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელიც ამ არჩევნებში გამომიცხადეთ”, – ამის შესახებ ზამურ ჭითანავა სოციალურ ქსელში წერს.
“თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის არა მხოლოდ გამარჯვებაა, არამედ ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა თითოეული ბოლნისელის წინაშე”, – წერს ჭითანავა.
რთულია გადმოვცე ის ემოცია, რაც ამ დღეებში გაანვიცადე. ეს იყო პერიოდი, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ძლიერია ჩვენი ხალხი, როცა ერთ მიზანს აერთიანებს-მშვიდობას, განვითარებას და მომავლის რწმენას.
გპირდებით, რომ ბოლნისის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ.ჩემი თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ თქვენ არასდროს გაგიცრუოთ იმედი და ბოლნისი წინსვლისა და სტაბილური განვითარების გზაზე კიდევ უფრო დამაჯერებლად იდგეს.
ეს გამარჯვება ჩვენი ერთიანობის შედეგია,ჩვენი შრომის, თანადგომისა და „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდის ერთსულოვნების შედეგი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის და თითოეულ მხარდამჭერს იმ ენერგიისთვის, რომელმაც ჩვენ წარმატებამდე მიგვიყვანა.
გმადლობთ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობ.
მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, ბოლნისისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის! “Bu seçkilərdə mənə göstərdiyiniz böyük etimada görə hər bir bolnisiləyə təşəkkür edirəm,” – bunu Zəmur Çitanava sosial şəbəkədə yazır.
“Dəstəyiniz mənim üçün təkcə qələbə deyil, həm də hər bir bolnisilənin qarşısında böyük bir şərəf və məsuliyyətdir,” – deyə Çitanava yazır.

“Bu günlərdə keçirdiyim hissləri sözlə ifadə etmək çətindir. Bu dövr bir daha göstərdi ki, xalqımız bir məqsəd – sülh, inkişaf və gələcəyə inam naminə birləşəndə necə güclü olur.
Sizə söz verirəm ki, Bolnisinin rifahı üçün bütün gücümü əsirgəməyəcəyəm. Atacağım hər addım ona yönələcək ki, sizin etimadınızı heç vaxt doğrultmadan qoymayım və Bolnisi inkişafın və sabit tərəqqinin yolunda daha da inamla irəliləsin.
Bu qələbə bizim birliyimizin, zəhmətimizin, həmrəyliyimizin və “Gürcü Arzusu”nun güclü komandasının yekdil səylərinin nəticəsidir. Xüsusi təşəkkürümü komandamıza fədakar əməyinə və hər bir tərəfdarımıza bizi uğura aparan o enerjiyə görə bildirirəm.
Etimadınıza, dəstəyinizə və hər birinizdən hiss etdiyim səmimi istiliyə görə təşəkkür edirəm.
Məni hər zaman yanınızda bilin – Bolnisi üçün, bizim ortaq gələcəyimiz üçün!”

გილოცავთ! ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება . მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და ნდობისთვის.-წერია პარტია ,,ქართული ...
04/10/2025

გილოცავთ! ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება . მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და ნდობისთვის.-წერია პარტია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე

04/10/2025

ბოლნისის №23 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში გაიმართა. ოლქის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე კანონმდებლობის სრული დაცვით გაიხსნა და 20:00 დაიხურა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით საარჩევნო პროცესის მსვლელობისას დარღვევები არ დაფიქსირებულა. მოქალაქეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. ამ დროისთვის №23 საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.

Address

ს. ს. ორბელიანის ქუჩა N106
Bolnisi
1100

Opening Hours

09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გაზეთი ბოლნისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გაზეთი ბოლნისი:

Share