დღის ვაიბი

დღის ვაიბი ახალი ამბების გვერდი ჭიათურა - მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე.

🟠 ,,მოდარაჯე ძაღლები", სპექტაკლი ახალ სივრცეში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ⬇️
06/10/2025

🟠 ,,მოდარაჯე ძაღლები", სპექტაკლი ახალ სივრცეში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ⬇️

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
წარმოგიდგენთ სპექტაკლს
🎭 „მოდარაჯე ძაღლები“ (WATCHDOGS)
🖋 ავტორი – ლუჩიან ბალეანუ
დამდგმელი რეჟისორი - ანდრო ენუქიძე
თარგმანი-დავით ნიკოლაძე
მხატვარი-ლელა ფერაძე
ტექნიკური რეჟისორი - მარინა პაპუშვილი
თეატრის დირექტორი- დავით ნიკოლაძე
🎭 მონაწილეობენ:
გია კენჭოშვილი,
კოტე კახიშვილი, სოფო ლეთოდიანი, ამირან ნასყიდაშვილი.
წარმოდგენა გაიმართება ახალ ექსპერიმენტულ სივრცეში
„თეატრი მესამე სართულზე“, ნინოშვილის ქ. №11
🕰 დაწყების დრო:
7 ოქტომბერი – 17:00
8 ოქტომბერი – 18:30
9 ოქტომბერი – 18:00
⏱ ხანგრძლივობა: 90 წუთი
☎ ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ : 595 94 76 51

18/09/2025
30/08/2025

❓რატომ ატარებს ჭიათურის თეატრი აკაკი წერეთლის სახელს?

✔️ ქალაქის და თეატრის ერთდროული დაბადება

XIX საუკუნის მიწურულს მანგანუმის საბადოების ინტენსიურმა ათვისებამ საფუძველი ჩაუყარა ახალი ქალაქის, „ჭიათურის“ ჩამოყალიბებას, რომელიც მალევე სამთო მრეწველობის მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად იქცა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკაკი წერეთელს ეკავა. იგი იმ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწე და სახალხო პოეტი იყო. მის სიტყვას პოლიტიკური მნიშვნელობა და მორალური ავტორიტეტი გააჩნდა. მისი ინიციატივა და პირადი გავლენა ერთდროულად ემსახურებოდა სამთო მრეწველობის ორგანიზებას, ქალაქის განვითარებას და კულტურული ცხოვრების საფუძვლების ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ისტორიულ გარემოში, ქალაქის დაბადებასთან ერთად, 1894 წელს დაარსდა ჭიათურის თეატრი, კულტურის კერა, რომელმაც ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებას მყარი საფუძველი ჩაუყარა.

✔️ „პატარა კახი“- პირველი ისტორიული დადგმა

1901 წელს ჭიათურის თეატრმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა. ადგილობრივი მოყვარულთა დასის ძალისხმევით ამ წელს სცენაზე პირველად აკაკი წერეთლის პოემა „პატარა კახი“ დაიდგა. წარმოდგენას თავად ავტორიც ესწრებოდა. ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ქალაქის თეატრალური ცხოვრებისათვის, არამედ ეროვნული კულტურისთვისაც. „პატარა კახის“ დადგმამ თეატრს ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი მოუპოვა და მისი კულტურული როლი ადგილობრივიდან ეროვნულ დონემდე აამაღლა.

✔️ აკაკი წერეთლის სახელის მინიჭება

1932 წელს ჭიათურის თეატრს მიენიჭა პროფესიული სტატუსი, ხოლო 1949 წელს, ახალი შენობის აგებისა და გახსნის შემდეგ, აკაკი წერეთლის სახელი. თეატრის სახელში მისი ხსოვნის უკვდავყოფა გამოხატავდა როგორც ადგილობრივი საზოგადოების მადლიერებას, ისე ეროვნული კულტურისთვის გაწეული ღვაწლის აღიარებას.

რატომ ატარებს ჭიათურის თეატრი აკაკი წერეთლის სახელს?

✅ მისმა ავტორიტეტმა და ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა ქალაქისა და თეატრის ერთდროულ დაბადებას, ხოლო 1901 წელს პოემის „პატარა კახის“ დადგმამ, მისი თანდასწრებით, თეატრის როლი ადგილობრივიდან ეროვნულ დონემდე აიყვანა. ეს მოვლენა თეატრის პროფესიულ დასად ჩამოყალიბების წინაპირობა გახდა. აკაკის სახელი იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, რომ ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა, მაგრამ სწორედ ჭიათურა აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მისი სიტყვა და საქმე ქალაქისა და თეატრის შექმნის საფუძვლად, ხოლო მისი სახელი თეატრის განუყოფელ ნაწილად იქცა.

🔴 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარ...
28/08/2025

🔴 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია- ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

15/08/2025

საჩუქრად მიიღე ახალი ტელეფონი სელფისგან

16/06/2025

ერთ წელზე მეტია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჭიათურას ოთხი თანამედროვე ავტობუსი გადაეცა. ამით ჭიათურაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ახალი ეტაპი დაიწყო.
რა შეიცვალა?
ამ და სხვა სიახლის სანახავად შეეხეთ ბმულს და გამოიწერეთ ,,ჭიათურის სატრანსპორტო კომპანიის" გვერდი
https://www.facebook.com/share/19JkLJxY6u/?mibextid=wwXIfr

🥊 ჭიათურელმა ლაშა გაგნიძემ"სტრანჟას" საერთაშორისო ტურნირზე (67 კგ წონით კატეგორიაში) ბერძენი მეტოქე დაამარცხა და ბრძოლას...
26/02/2025

🥊 ჭიათურელმა ლაშა გაგნიძემ
"სტრანჟას" საერთაშორისო ტურნირზე (67 კგ წონით კატეგორიაში) ბერძენი მეტოქე დაამარცხა და ბრძოლას აგრძელებს

07/02/2025

🔬 იზრუნე ჯანმრთელობაზე – ისარგებლე საჩხერის სამედიცინო ცენტრის აქციით და გაიკეთე მნიშვნელოვანი მიკროელემენტების კვლევა!
შეამოწმე ექვსი მიკროელემენტის (Zn, Cu,Se,Mn,Pb,As) დონე ერთის ფასად!
✅ ერთთვიანი შეთავაზება – 100 ლარი, 360 ლარის ნაცვლად!
აი, მიკროელემენტები და მათი ზოგიერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედება ორგანიზმზე:
🔹 თუთია (Zn)
• დეფიციტი – მეტაბოლიზმის შენელება, დასუსტებული იმუნიტეტი, კანისა და თმის პრობლემები.
• ჭარბი შემცველობა – კუჭის ტკივილი, ფაღარათი, სპილენძის დისბალანსი.
🔹 სპილენძი (Cu)
• დეფიციტი – შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ქრონიკული დაღლილობა და იმუნური სისტემის დასუსტება.
• ჭარბი შემცველობა – შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღვიძლის ფუნქციის შესუსტება და გუნება-განწყობის ცვლილება.
🔹 მანგანუმი (Mn)
• დეფიციტი – შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის დეფიციტი, ძვლების სიმტკიცის შესუსტება და იმუნიტეტის დაქვეითება.
• ჭარბი შემცველობა
– ნერვული სისტემის გადატვირთვა და კოორდინაციის დარღვევა.
🔹 ტყვია (Pb)
• ნებისმიერი დონის შემცველობა შესაძლოა იყოს საზიანო.
• ჯანმრთელობის რისკები – შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე, გამოიწვიოს არტერიული წნევის ცვალებადობა, თირკმელების დაზიანება, გულის მუშაობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
🔹 დარიშხანი (As)
• ნებისმიერი დონის შემცველობა შესაძლოა იყოს საზიანო.
• ხანგრძლივი ზემოქმედება – ზრდის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და კანის
დაავადებების
განვითარების
რისკს.
• მცირე ინტოქსიკაცია – იწვევს კუჭ-ნაწლავისა და ნევროლოგიურ სიმპტომებს.
📞 აქციით სარგებლობისთვის დაუკავშირდით საჩხერის სამედიცინო ცენტრს: 0322 111 000 ან 591 70 30 90.
⏳ აქცია მოქმედებს სამი თებერვლიდან ერთი თვის განმავლობაში.

📚 იმისთვის რომ ჭიათურელმა გვანცა სხირტლაძემ ავტორების კონკურსში გამარჯვება შესძლოს, მხარდაჭერის მსურველებმა ხმა უნდა მივ...
05/02/2025

📚 იმისთვის რომ ჭიათურელმა გვანცა სხირტლაძემ ავტორების კონკურსში გამარჯვება შესძლოს, მხარდაჭერის მსურველებმა ხმა უნდა მივცეთ. მნიშვნელოვანია ყველა მოწონება და კომენტარი ფოტოზე, მაგრამ ახლა ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლა და ხმის მიცემაა საჭირო
https://www.palitral.ge/konkursi/354/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94?tour-id=72&fbclid=IwY2xjawIQe3pleHRuA2FlbQIxMAABHYu0LKuX9wKNhjLoTgp5xR80O0OjuJgYqNuVTdK912a_rtYqoC-YSvAafw_aem_cg2VHBPDjw0Pr-2ad8a7Ig

02/02/2025

🎼 ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი

31/01/2025

,,რაც გესმის და რაც იცი, ყოველთვის ის უნდა აკეთო'' ამბობს ხაბაზი მანუჩარ კეკენაძე

28/01/2025

გაიცანით, ჭიათურელი ჭრიჭინა- ნინო ცუცქირიძე❤️🎶🎙️🎶იუმორისტული მინიატურის მომზადების დროს მისმა ხმამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პროფესიონალური კამერებით დავიწყეთ გადაღება!

Address

Chavchavadzis 24
Chiat'ura
5500

Telephone

+995595253435

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დღის ვაიბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დღის ვაიბი:

Share

ქალაქის ისტორია

ჭიათურა - მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით). ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13%, იანვარი +2%, ივლისი +23%, აბსოლუტური მინიმუმი -20, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 ნალექები 1100 მმ. წელიწადში. Xby ads ქალაქ ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს.არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ. მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული, ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით. 2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% -ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია. 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს. ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1921 წლიდან ჭიათურაში აღინიშნება ქალაქის დღესასწაული „ჭიათურობა",რომელსაც ცნობილი ქართველები და ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქების წარმომაგდენლები ესწრებიან. 1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკას გამოგზავნილმა ჯარისკაცებმა ჩაახშეს აჯანყება და სასტიკად გაუსწორდნენ გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი. ქალაქის მოსახლეობა 1989 წლის მონაცემებით შეადგენდა 29 000, ამჟამად კი მისი მოსახლეობა 19, 587 კაცია (2008). Xby ads ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს მანგანუმის საბადო, რომელშიც დასაქმებულია 3 500 ადამიანი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში . ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს, ქალაქში არის აგრეთვე საშენი მასალის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები - სილიკატური აგურის ქარხანა, სამკერვალო და ბაიხის ჩაის პირველადი დამუშავების ფაბრიკები, პურის, ხორცის, რძის და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები და სხვა. ჭიათურაში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან. ჭიათურაში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია იმერვიზია, ჭიათურაში გამოდის გაზეთები: „საშევარდნო“, „მაღაროელი“ და „ჭიათურა“(დაარსდა 1924 წელს). ქალაქში არის კულტურის დაწესებულებები: აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, კინო-თეატრი,რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და კულტურის სასახლე. ჭიათურაში მოსწავლეთა კულტურულ აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრთან არებული "მსახიობთა სკოლა", ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ჩანგი", ხალხური ცეკვის ანსამბლები: "მერცხალი", "ფესვები" და "ანსამბლი-XXI", ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "იმერეთი",საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სკოლა "ნატვრისთვალი" სამეჯლისო-სპოტრული ცეკვების სტუდიები: "დანს-ფორუმი", "გრაცია" და "ელეგანტი". ქალაქში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ჭიათურის შესასვლელში დგას დიდების მემორიალი. ქალაქში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები, კავშირგაბმულობის განყოფილება, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, ასევე ჭიათურის სამთო მეტალურგიული სასწავლებელი. ქალაქში არის 9 საჯარო სკოლა და ერთი სკოლა პანსიონი, 1 კერძო სკოლა, 1 სასულიერო სკოლა, 1 გიმნაზია, 3 სასპორტო, 3 სამუსიკო და 2 სამხატვრო სკოლა, 13 საბავშვო ბაღი. ქალაქ ჭიათურის სკოლებში სწავლობს დაახლოებით 4000-მდე მოსწავლე, ასწავლის 500-მდე მასწავლებელი. Xby ads ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის დაწესებულებები: ქალაქის პოლიკლინიკა, სანატორიუმ-პროფილაქტორიუმი, ამბულატორია, ჭიათურა-საჩხერის რეგიონის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, 5 სტომატოლოგიური კაბინეტი, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონერვოლოგიური კლინიკა, მასაჟის ცენტრი, ტუბდისპანსერი, 3 ძველი და ერთი ახალი მრავალპოფილიანი საავადმყოფო ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა". მოქმედებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, საჩოგბურთო, კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის,ცურვის, კარატისა და მძლეოსნობის სკოლები. ქალაქს აქვს ცენტრალური სტადიონი გათვლილი 11 700 მაყურებელზე, ასევე სარეზერვო სტადიონი გათვლილი 2 500 მაყურებელზე. 1892 წელს ინგლესელებმა, ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა "Forward and Salinas"-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანა. გამოჩენილი ინგლისელი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი, რომელიც ჭიათურაში მოღვაწეობდა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი - აკაკი წერეთელი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა. ჭიათურაში დაიბადნენ: მარიკა ბარათაშვილი — პოეტი, დრამატურგი. გიორგი ჭოღოშვილი — მათემატიკოსი და პედაგოგი. იუზა ღვალაძე - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით კირკიტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, სამართალმცოდნე იეგუდიელი (მეუფე) - სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსი ცირა სუქნიძე - მის საქართველო 2009 აკაკი (კაკო) ბაქრაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი არჩილ გომიაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი მიხეილ ვაშაძე- თეატრისა და კინოს მსახიობი ანზორ კავსაძე - დირიჟორი, მომღერალ-მგალობები დავით გამრეკელი - მომღერალი, კომპოზიტორი ჭიათურაში მოღვაწეობდნენ: იან ჰომერი - საქართველოს ჩოგბურთის ფუძემდებელი, დამსახურებული მწვრთნელი კიტა აბაშიძე - კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე კავსაძე — ლოტბარი, მომღერალ-მგალობელი გრიგოლ ტყაბლაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი თამარ აბაშიძე - თეატრისა და კინოს მსახიობი ალექსანდრე წუწუნავა - მსახიობი, რეჟისორი, ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერიან შალიკაშვილი - დრამატურგი,ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე იმედაშვილი- მსახიობი, ტრაგიკოსი, ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი