იმერვიზია

იმერვიზია სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია

12/12/2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და დასუფთავების სერვისცენტრმა ქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. უკვე იგრძნობა დღესასწაულის სითბო და ახალი წლის სასიამოვნო მოლოდინი✨

12/12/2025

ახალგაზრდული ღია პირველობა მძლეოსნობაში, რომელიც თბილისში გაიმართა, წარმატებული აღმოჩნდა ჭიათურის 27-ე სასპორტო სკოლის აღსაზრდელებისთვის

11/12/2025

📚ჭიათურის მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

08/12/2025

🎅🏼 „სანტას წერილები“
თოჯინების სპექტაკლი, რომელიც ახალი წლის მოლოდინს და მაგიურ განწყობას უხდება.
ჯერ სამაგიდო რეპეტიციაა, ნამდვილი დღესასწაული წინაა და ის ჭიათურის კულტურის ცენტრში გელოდებათ … ✨🎄

08/12/2025

ქართული ლიგა ჭიათურაში- ფინალი ჭიათურის კულტურის ცენტრში

05/12/2025

,,სასიამოვნოა როდესაც ვხედავთ, როგორ მშვიდად და უსაფრთხოდ მოძრაობს ხალხი განათებულ ქუჩებში.ესაა ჩვენი გუნდის მუშაობის ნამდვილი შედეგი"- კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრის გარე განათების განყოფილების უფროსი ტარიელ კაციტაძე

03/12/2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, 27-ე სასპორტო სკოლის და უსინათლოთა კავშირის ჭიათურის ფილიალის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

03/12/2025

ახალი გამამდიდრებელი ქარხნის თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მიმდინარეობს.
ტრენინგების პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მოხდეს ტექნოლოგიური პროცესების მართვის კულტურის გაზრდა, თანამშრომლებმა აიმაღლონ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა, განიმტკიცონ ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა და შედეგად გაიზარდოს ახალი გამამდიდრებელი ქარხნის ოპერაციული ეფექტიანობა და სრულყოფილი წარმადობა. ტრენინგს სასტუმრო „ჭიათურელი“ მასპინძლობს

02/12/2025

პირველი ნაბიჯები დიდ გზაზე! ახალი თაობა 27-ე სპორტული სკოლის, თენგიზ ჯაოშვილის სახელობის კრივის დარბაზში.აქ 60 მოსწავლეს ყოველდღიურად 6 მწვრთნელი ავარჯიშებს. მათ აღზრდილებს შორის არიან: ლაშა გაგნიძე, ნოდარ დარბაიძე, სანდრო პაპიძე, გოგა ბრეგვაძე...

01/12/2025

🚶‍♀️ მიწისქვეშა გადასასვლელები ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური მუდმივად ახორციელებს ტექნიკურ მონიტორინგს, რემონტს, სისუფთავის დაცვას.
🔧 უახლოეს მომავალში, დაგეგმილია მიწისქვეშა გადასასვლელების განახლება,რათა მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული იყოს.

28/11/2025

მუნიციპალური სამსახურის მუშაობა გუნდურ პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული და ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქზე- ამბობს ვახტანგ ასანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და დასუფთავების სერვის ცენტრის თანამშრომელი.

20/11/2025

✅კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ჭიათურის წმინდა ანდრიაპირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-11 კლასის ერთობლივი კონფერენცია ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, გიორგი ჩიტაიას 135 წლის იუბილეს მიეძღვნა

Address

Ninoshvili Street N7
Chiat'ura
5500

Telephone

+995479256111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იმერვიზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to იმერვიზია:

Share

ტელეკომპანია ,,იმერვიზია’’ - რაც გაინტერესებს და გეხება.

ვებ-გვერდი: www.imervizia.tv Facebook: www.facebook.com/imervizia YouTube: www.youtube.com/user/imervizia04