დედოფლისწყაროს ტელევიზია

დედოფლისწყაროს ტელევიზია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დედოფლისწყაროს ტელევიზია, TV Channel, Dedoplistskaro.

05/09/2025

სოფელ გამარჯვების შესასვლელში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 1966 წელს დაბადებული მამაკაცი.

სამარშრუტო ავტომობილი ჯიპს შეეჯახა. სატვირთო მარშრუტკაში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ჯიპში კი ოჯსხი და მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ.

თვითმხილველების განმარტებით. შეჯახების პროვოცირება გზაზე მიმავალმა საქონელმა მოახდინა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები დედოფლისწყაროს კლინიკაში მოათავსა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი კლინიკაში გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვები კი წნორის კლინიკაში გადაიყვანეს. დანარჩენ მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

გარდაცვლილი თბილისში ცხოვრობდა და არბოშიკელების სიძეა, სავარაუდოდ, სწორედ არბოშიკიდან ბრუნდებოდა.

მიკროავტობუსის მძღოლი მ.ს. პოლიციამ უკვე დააკავა.

02/08/2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს სამმართველოს სექტორ „საბათლოს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული ს.ა და 1997 წელს დაბადებული ვ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდების ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

01/08/2025
ზემო ქედში მარცვლეულის მკის დროს კომბაინი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ჩ...
17/07/2025

ზემო ქედში მარცვლეულის მკის დროს კომბაინი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლო

13/07/2025

დედოფლისწყარო ექიმ დიტო ყოჩიაშვილს დაემშვიდობა 😢

10/07/2025

მოსახლეობის საყურადღებოდ !!!
დღეს, 10 ივლისს, 21:00 საათის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის, ქალაქი დედოფლისწყარო, კოღოს საწინააღმდეგო საშუალებით შეიწამლება.

შეწამვლის სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება.

58 წლის ასაკში გარდაიცვალა ოტოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი. დიტო ექიმი 32 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროელების ჯანმრთ...
09/07/2025

58 წლის ასაკში გარდაიცვალა ოტოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი. დიტო ექიმი 32 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროელების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა. დედოფლისწყარომ დაკარგა დიდი პროფესიონალი, საუკეთესო თვისებებით შემკული, ყველასთვის საყვარელი ადამიანი.

ხანძარი იყო ქალაქ დედოფლისწყაროში, რკინიგზის სადგურზე. ცეცხლი ძველ ავზიან ვაგონს გაუჩნდა, რომელიც გაუქმებულ სარკინიგზო ხ...
01/07/2025

ხანძარი იყო ქალაქ დედოფლისწყაროში, რკინიგზის სადგურზე. ცეცხლი ძველ ავზიან ვაგონს გაუჩნდა, რომელიც გაუქმებულ სარკინიგზო ხაზზე იდგა. სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟმა ცეცხლის დროული ლოკალიზება შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

28/06/2025

ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა ზემო ქედში - მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა. გარდაცვლილია მანქანის მძღოლი, 61 წლის კაცი

23/06/2025

დედოფლისწყაროს პოლიციამ სოფელ ოზაანში 4 მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი 30 წლის ნ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იტყობინება.

კვირას, 22 ივნისს გვიან ღამით სოფელ ოზაანში მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობა მიაყენა. განსაკუთრებით მძიმეა 41 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ჯერ წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში მოათავსეს. მას დაზიანებული აქვს ორგანოები და სპეციალიზირებულ მკურნალობას გადის.

ორი პაციენტი შეიყვანეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც, სადაც მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. ორივე მათგანი უკვე გაწერეს.

წნორის კლინიკაში შესულ მეორე პაციენტს კი მხოლოდ ფეხის არეში ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა და მისი დაზიანებაც მსუბუქი ხარისხისაა. სტაციონარში დარჩენა არც მან ისურვა.

სოფელ ოზაანში ვერ აკონკრეტებენ რამ გამოიწვია კონფლიქტი და რა არის დანაშაულის ჩადენის მოტივი..

შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო გამოძიებას 117 მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.

19/04/2025

სტატიის ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი - . დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში მცხოვრები 24 წლის ბიჭი გურჯაანის საავადმყ.....

დედოფლისწყაროს დინამოს აკადემიის და საგარეჯოს გარეჯის აკადემიის 2013-2014 წლებში დაბადებულ მოსწავლეებს შორის ამხანაგური ...
14/04/2025

დედოფლისწყაროს დინამოს აკადემიის და საგარეჯოს გარეჯის აკადემიის 2013-2014 წლებში დაბადებულ მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდა. დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში მდებარე ახალ სტადიონზე გამართული თამაში დედოფლისწყაროელების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

მაისში დედოფლისწყარო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც კახეთის რეგიონის სპორტსმენები ითამაშებენ.

Address

Dedoplistskaro
1600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დედოფლისწყაროს ტელევიზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category