გაზეთი შირაქი

გაზეთი შირაქი ყოველკვირეული პერიოდული გამოცემა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამოდის 1937 წლიდან

გაზეთი ,,შირაქი“ წარმოადგენს დირექტორის, რედაქტორის, კორესპონდენტებისა და ადმინისტრაციის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ყოველკვირეულ პერიოდულ გამოცემას, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამოდის 1937 წლიდან.

დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს, 8 ნოემბერს, დედოფლისწყაროში ამ წმინდანის სახელობის ახალი ტაძარი ეკურთხა - კურთხევა ...
13/11/2025

დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს, 8 ნოემბერს, დედოფლისწყაროში ამ წმინდანის სახელობის ახალი ტაძარი ეკურთხა - კურთხევა ჩვენი ეპარქიის დროებითმა მმართველმა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ აღასრულა.

დახლოებით ორი წელია დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის რეზიდენციის ეზოში ახალი ტაძრის მშენებლობა დასრულდა.

ოზაანის „ამაღლების“ უნიკალური ტაძრის აღდგენა დაიწყო. მონასტერი 2023 წლიდან დაკეტილია, რადგან წირვის დროს ჭერიდან აგურები...
04/09/2025

ოზაანის „ამაღლების“ უნიკალური ტაძრის აღდგენა დაიწყო. მონასტერი 2023 წლიდან დაკეტილია, რადგან წირვის დროს ჭერიდან აგურები ჩამოცვივდა.
IX საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის გამაგრების პროექტი 18 თვეს გაგრძელდება და 737 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „იბექსი“ აწარმოებს.
ექსპერტიზის დასკვნები და განსახორციელებელი სამუშაოების დეტალები ექსკლუზიურად ნახეთ გაზეთ „შირაქის“ 30 აგვისტოს ნომერში

დედოფლისწყაროში, ე.წ. „შავ მთაზე“ სამონასტრო კომპლექსის აღდგენა იწყება. დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლე...
02/06/2025

დედოფლისწყაროში, ე.წ. „შავ მთაზე“ სამონასტრო კომპლექსის აღდგენა იწყება. დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლების ინიციატივით და შემოწირულობებით საძირკვლის ნანგრევებზე მონასტრის აშენება იგეგმება. 1 ივნისს ადგილობრივი მოსახლეობა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის სასულიერო პირები შავ მთაზე შეიკრიბნენ და პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი ადგილი აკურთხეს.

რამდენიმე წლის წინ ადგილობრივების ინიციატივით აქ ჯვარი აღმართეს, ეკლესიის მშენებლობის იდეაც მრავალი წელია არსებობს.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მიჯნისყურესთან მდებარე შავ მთაზე ძველად მონასტერი მოქმედებდა. წყაროების მიხედვით ესაა IV-V საუკუნის ტაძარი, რომლის იატაკის და საძირკვლის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი.

ესაა ადგილი, სადაც სამშობლოში უკანასკნელი ღამე გაათენა, კახეთის დედოფალმა წმინდა დიდმოწამე ქეთევანმა. შავი მთა დედათა მონასტერის ნანგრევების ჩათვლით ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიას წარმოადგენს. არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოძიებული ამ მონასტრის ფრაგმენტები (ქვა ჯვრის ფრაგმენტი) დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

Address

Pirosmani Street #18
Dedoplistskaro
1600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გაზეთი შირაქი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გაზეთი შირაქი:

Share