02/09/2025
🆕️"ვი-ჯი-ეს ნეთვორქ" - ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების მომწოდებელი კომპანია, რომელიც ზრუნავს მომხმარებელზე ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებით. ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს ინსტალატორის პოზიციაზე.
🔻ძირითადი მოვალეობები:
🔸️აბონენტთან ვიზიტი 🔸️კომპანიის დავალების შესაბამისად;
🔸️უკაბელო ინტერნეტის (ანტენის) ინსტალაცია და გამართვა;
🔸️ოპტიკური ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალაცია;
ტელევიზიის სერვისის მონტაჟი და კონფიგურაცია;
🔸️დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.
🔻საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
🔸️ტექნიკური განათლება ან მსგავს სფეროში გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
🔸️სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებთან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
🔸️ელემენტარული კომპიუტერული ცოდნა;
🔸️მართვის მოწმობა (B კატეგორია) ჩაითვლება უპირატესობად.
🔻პირადი თვისებები:
🔸️პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
🔸️გუნდური მუშაობის უნარი;
🔸️მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
🔸️ტექნიკური საკითხების სწრაფად ათვისების უნარი.
🔻ჩვენ გთავაზობთ
🔸️სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში;
🔸️სასწავლო და განვითარების შესაძლებლობას;
🔸️კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
🔸️მეგობრულ სამუშაო გარემოს.
📧გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]
📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 05 42 42
📍სამუშაო ადგილი: სამტრედია, რესპუბლიკის ქუჩა №74 (ძველი სასწრაფოს შენობა)