10/06/2025
✔ ,,ხელთუპყარი /უქნარა/ ქალი არ ვარ, მთელი ცხოვრება ვშრომობდი, მაგრამ ვერ ამოვისუნთქე. ამათაც დამაჭირეს წიხლი''
✔ ,,გადადებული მყავდა შვილი. სწორედ მაშინ მომიხსნეს დახმარება. სხვისთვის 50 ლარი თუ არაფერია, ჩემთვის არის!''
🎥 დოდო ბაცანკალაშვილი კასპთან ახლოს, ,,კარიერის დასახლებაში'' ცხოვრობს. აქ ,,კასპიცემენტის'' თანამშრომლები 1980-იანი წლებში დაასახლეს. დოდოს მეუღლე და შვილი დაღუპული ჰყავს და ცხოვრობს მარტო
👉 ამბობს, რომ სოციალურ სააგენტოს 4-ჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. აინტერესებს, რატომ ჩაგრავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
📌 ,,ქართლის ამბები'' დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ინტერვიუს თანხმობის მისაღებად წერილობითი მიმართვაა საჭირო. წერილობით მიმართვას გავუგზავნით კასპის მერიასაც.