რადიო თრიალეთი • Radio Trialeti

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • რადიო თრიალეთი • Radio Trialeti
16/10/2025

შესანიშნავი ლუდა დუნდუა ,,თრიალეთის”
ეთერში💕💕

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები ვაჟა ფშაველაზე: ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევე...
16/10/2025

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები ვაჟა ფშაველაზე:

ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი, ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ.

ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აურებელი ლექსი იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული, ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულები ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე.

ის ცხოვრობდა ერთ ჩემ ამხანაგ გოცირიძესთან, მაგრამ დიდხანს ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და გასცილდნენ.

თბილისში რომ ჩამოვედი, მას ვერა ვხედავდი, მაგრამ ერთი მისი საქმე წამოიჭრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტში და მაშინ შევიტყე, რომ მანგლისის მახლობლად, თონეთში ყოფილიყო მასწავლებლად.

თონეთელებიდან ასეთი საჩივარი ჩამოვიდა: ცუდად იქცევა, მუშტი-კვრით გვიმასპინძლდება და ხანჯლითაც გვემუქრებაო.

იქ გაგზავნეს გამოძიებისათვის წერა-კითხვის საზოგადოების საქმის მწარმოებელი იაკობ მანსვეტაშვილი და იმან მოიტანა ამბავი, რომ ვაჟას ჩხუბი მოსვლია ერთ რუსის ოფიცერთან, ისინი ერთმანეთს შეხებიან ხელით. ბოლოს და ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ ვაჟა-ფშაველამ მიატოვა იქ სამსახური.

შემდეგ მას ვხვდებოდი იშვიათად წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში და ვეცნობოდი მის ლექსებს და მოთხრობებს, რომელნიც „ივერიაში“ იბეჭდებოდა. მაშინ მას უკვე სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც დიდსა და ორიგინალურ პოეტს. ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: „რუსთველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო“.

„ხუთშაბათობის სხდომაზე“, რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას.

შემდეგ, როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით აგრეთვე სახალხო პოეზიის ნიმუშების შეკრებასა და გამოქვეყნებას. გვინდოდა შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოდ მთიელთა და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების ცხოვრების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას:

„ამას შენზე უკეთესად ვერავინ ვერ შეგვიდგენს, გასამრჯელოს მოგართმევთ, შეგვიკრიბე ასეთი მასალა. ჩვენ გვაინტერესებს ვიცოდეთ ფშავ-ხევსურების ცხოვრების პირობები, მათი ზნე-ჩვულებანი, მისწრაფებანო და ხასიათები“.

ვაჟა-ფშაველა დამპირდა და რამოდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა „ფშაველი და მისი წუთისოფელი“, რომელიც დაბეჭდილია, „ძველი საქართველოს მე-2 ტომში. ეს ნაწარმოები ნამდვილი პოეტური მოთხრობაა, რომელსაც თან ახლავს ფშავური ლექსები და ანდაზები. ხევსურების შესახებ ასეთი მოთხრობის დაწერა საუბედუროდ მას აღარ დასცალდა.

შვილების აღზრდაში დახმარებას მთხოვდა და 1902 წელს მისი შვილი ლევანი პანსიონში მივაღებინე კომიტეტის საზოგადოების ხარჯზე. გარდაცვალების შემდეგაც მის ორივე შვილს სტიპენდიები დავუნიშნეთ და სასწავლებლად გავგზავნეთ.

როდესაც იგი დასნეულდა, მოვათავსეთ სათავადაზნაურო გიმნაზიის საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ახლა ჩვენი უნივერსიტეტია. აქ მე მასთნ ხშირად დავდიოდი და რაც შემეძლო ყველაფერში ვეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, უდროოდ გამოეცალა წუთისოფელს.

დავეხმაროთ მეგობრებო 16 წლის სანდროს🙏    სანდრო ნაფეტვარიძეს ჩემს 16 წლის ძმას თქვენი დახმარება სჭირდება, ის ახლა კომაში...
13/10/2025

დავეხმაროთ მეგობრებო 16 წლის სანდროს🙏

სანდრო ნაფეტვარიძეს ჩემს 16 წლის ძმას თქვენი დახმარება სჭირდება, ის ახლა კომაშია, სიცოცხლისთვის იბრძვის, კრიტიკულად მძიმეა მისი მდგომარეობა.

ვინც იცნობს იცის, როგორი მშრომელი ბიჭია, მუშაობდა კურიერად.

გთხოვთ გვერდით დაგვიდექით და დაგვეხმარეთ თანხის შეგროვებაში საზღვარეთ გადასაყვანათ და მისი სიცოცხლის გადასარჩენათ.

სანდრო ავარიაში მოხდა 21 სექტემბერს და მიიღო თავისტვინის ძლიერი დაზიანება, მას აქვს ხერხემალი, ნერვული სისტემა, ძვლის ტვინი დაზიანებული ასევე უამრავი მოტეხილობები და სხვა მრავალი დაზიანება.

ჩვენთვის ახლა ყოველი თეთრი ძვირფასია, ყველას წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

საქ:
თიბ:

"როცა ხუთი წლის ვიყავი, დედა ყოველთვის მიმეორებდა, რომ მთავარია, ცხოვრებაში ბედნიერი იყო.როდესაც სკოლაში მივედი, შემეკით...
13/10/2025

"როცა ხუთი წლის ვიყავი, დედა ყოველთვის მიმეორებდა, რომ მთავარია, ცხოვრებაში ბედნიერი იყო.
როდესაც სკოლაში მივედი, შემეკითხნენ, ვინ მინდოდა გავმხდარიყავი, როცა გავიზრდებოდი, და მე დავწერე: „ბედნიერი“.
მათ მითხრეს: „შენ ვერ გაიგე დავალება.“
მე ვუპასუხე: „ეს თქვენ ვერ გაიგეთ ცხოვრება.“
ჯონ ლენონი.

13/10/2025

#დილამშვიდობისა
რადიო თრიალეთი • Radio Trialeti
წვიმიან ამინდს, განსაკუთრებით უხდება მუსკა🎧

გელა გათენაძე ,,თრიალეთის" ეთერში❣️

"ყველაფერს ეშველება… ხელოვნებაც ამას ემსახურება, რომ ცოტა უკეთესები გავხდეთ… ყოველი შემოქმედის უმთავრესი დანიშნულებაა, ა...
13/10/2025

"ყველაფერს ეშველება… ხელოვნებაც ამას ემსახურება, რომ ცოტა უკეთესები გავხდეთ… ყოველი შემოქმედის უმთავრესი დანიშნულებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე არის…"
გურამ დოჩანაშვილი

13/10/2025
გალაკტიონს 3 "ცოლი" ჰყავდა     პირველ ცოლზე ოლღა ოკუჯავაზე 25 წლის გალაკტიონი 1916 წლის 23 აგვისტოს დაქორწინდა. ოლღა მეო...
12/10/2025

გალაკტიონს 3 "ცოლი" ჰყავდა

პირველ ცოლზე ოლღა ოკუჯავაზე 25 წლის გალაკტიონი 1916 წლის 23 აგვისტოს დაქორწინდა. ოლღა მეორედ გადაასახლეს და 1941 წლის 11 სექტემბერს დახვრიტეს, მაშინ გალაკტიონი 50 წლის გახლდათ.

გალაკტიონის მეორე, არაოფიციალური ცოლი(საყვარელი) იყო ესტონელი მკვლევარი ოლღა დარიუსი, რომელსაც გალაკტიონი მეუღლეს უწოდებდა და ერთად ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი. დარიუსი ერთ-ერთ წერილში გალაკტიონზე ამბობს: "გალაკტიონში ორი პიროვნებაა: ერთი კეთილი, გულისხმიერი, სინათლეს რომ მაფრქვევს და სიცოცხლის წყურვილს მიმძაფრებს, მეორე კი - ავი, ბოროტი, რომელიც მჩაგრავს და მაწამებს".
გალაკტიონი გადასახლებაში მყოფი ოლღა ოკუჯავასთვის წერილებს დარიუსს აწერინებდა და აგზავნინებდა.

გალაკტიონის მესამე ცოლი გახლდათ ნინო კვირიკაძე. ნინო გალაკტიონმა ჯერ კიდევ 1916 წელს გაიცნო, ძალიან მოსწონებია, მაგრამ ნინო 1918 წელს ცოლად გაჰყვა დავით ებანოიძეს, გენერალი დავითი 1937 წელს დახვრიტეს და ნინო კვირიკაძე დაქვრივდა, გენერლისგან დარჩა ორი შვილი - ბიჭი და გოგო. ამ ფაქტიდან 4 წელში გალაკტიონსაც დაუხვრიტეს პირველი ცოლი. ოლღას გარდაცვალებიდან 2 წელიწადში, 1943 წელს გალაკტიონმა ცოლად შეირთო ნინო კვირიკაძე. მათ ერთად 16 წელი იცხოვრეს. ნინო კვირიკაძე სახელმწიფოს ხარჯებით დაკრძალეს, როგორც გალაკტიონის ოფიციალური მეუღლე.

გალაკტიონი მესამე ცოლის - ნინო კვირიკაძის შესახებ:

,,ნაშუადღევიდან ნერვებს მიშლიდა ჩემი კნეინა(ნინო). ჩემს თავზე ვკვირობ, როგორ ვახერხებ მაინც რაიმეს გაკეთებას.
ტრამვაიში ჩხუბი ამიტეხა იმის გამო, თუ როგორ გაბედა ვიღაცამ ურიგოდ ჩვენს წინ დადგომა.. შემნახველ სალაროსთან ახმაურდა იმის გამო, თუ რატომ პირდაპირ არ წავალთო, უნივერმაღში იმის გამო, რომ გამყიდველმა შეცდომით ლიმონათის მაგიერ ლუდი გახსნა: შეფუცხუნდა და სულ გაიქცა მაღაზიიდან, მერე გზაში დამეწია და აყვირდა: ასე, ბატონო, ამიერიდან შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის წავალო... და გაიქცა სადღაცა.
მე მწერალთა კავშირისაკენ წავედი, გავიხედე: აკი, ისევ მობრუნებულა, და ისევ ჩხუბი ამიტეხა: ამიერიდან შენ შენთვის და მე ჩემთვისო, და ისევ გაიქცა.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დამეწია, როცა ჩემს მთარგმნელს გიორგი ცაგარელს ვესაუბრებოდი. მან სიტყვა ჩაურთო ჩემს შესახებ: ეჰ, თქვენ რა იცით, როგორი სუსტი და უგუნებოა გალაკტიონიო.
მწერალთა კავშირში ვიღაც ქალი დამელაპარაკა. ახლა ამან გადარია: როგორ გელაპარაკებოდა, ვინ იყო, ყველაფერი შენი ბრალიაო.
კინოში რომ წავიყვანე, ვიღაც სომეხს ისე უდგა, თითქო ეს-ესაა იდაყვით შეეხებაო, ლოჟაში რომ ვიჯექით, ისე უნამუსოდ დაჯდა, გეგონებოდა, სიბნელეში მის უკან მჯდომ კაცთან რომანის გამართვას ეპირებაო.
მე ავდექი და ლოჟიდან გამოვედი. კნეინაც თან გამომყვა. ერთ ნაბიჯზე არ მტოვებს, რომ მარტო დავრჩე და ერთ წუთს არ უშვებს, რაიმე უსიამოვნება რომ არ მომაყენოს.
პირდაპირ აუტანელია. მერე როგორ დროს!
მიშლის ხელს ყოვლად ცინიკურად, აღვირახსნილად. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ამნაირად ცხოვრება შეუძლებელია. რაიმე უნდა ვიღონო"...

გალაკტიონის დღიურიდან. 1948 წ.

გალაკტიონის გერის ნუნუ ებანოიძის მოგონებებიდან:

"გალაკტიონ ტაბიძე და დედაჩემი – ნინო კვირიკაძე, პირველად ერთმანეთს 1916 წელს შეხვდნენ. მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც გალაკტიონიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ბიძაჩემთან (დედის ძმა) მეგობრობდა და ხშირად ხვდებოდა მას, დედას არ იცნობდა. მათი პირველი შეხვედრა ბაღდათში სწორედ ამ აღწერის დროს მოხდა. ნინოს დანახვისთანავე ფეხზე წამოჭრილა: „ეს ძვირფასი მტრედი ვინ მოფრენილაო“. ასე გაიცნეს ერთმანეთი დედამ და გალაკტიონმა. მათი შეხვედრა მოგვიანებითაც მოხდა. დედა ოციოდე წლის იქნებოდა და ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. ერთხელ, როცა „ქრისტინეს“ წარმოდგენა მიდიოდა, მოულოდნელად ზემოდან წითელი ვარდები ჩამოცვენილა სცენაზე. ხალხი აირია და წარმოდგენა ჩაიშალა. გაოცებული დედა ვერ მიხვდა, ვინ იყო ამის მიზეზი. სწორედ ამ დროს სცენაზე გალაკტიონი აჭრილა და ხელები დაუკოცნია ნინოსთვის. თურმე, ორი ბიჭი დაუქირავებია და ჭერში ჩამოკიდებული საქანელადან კალათით მიტანილ ვარდებს ისროდნენ. ამის შესახებ რაიონული გაზეთი წერდა: „დასაგმობია ხულიგნური გამოხტომა გალაკტიონ ტაბიძისა, რომელიც სცენაზე აუვარდა მსახიობ ქალს ნინო კვირიკაძეს და წარმოდგენა ჩაშალა“. იმ წლებში გალაკტიონი ქუთაისში ძალზე პოპულარული იყო. განსაკუთრებით ანებივრებდნენ ქალები. ახალგაზრდობაც ხშირად იკრიბებოდა თურმე ხანისწყლის პირას. მღეროდნენ, საუბრობდნენ. გალაკტიონი ამ გართობების სული და გული ყოფილა. ძალზე უყვარდა სიმღერა. თავადაც შესანიშნავი ბარიტონი იყო. აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს მას დედაჩემის თხოვნით წაუკითხავს „მთაწმინდის მთვარე“. შემდეგ ისე მოხდა, რომ მათი გზები გაიყარა. დედა თბილისში ჩამოვიდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. პროფესიით იურისტი გახლდათ, აქ ადვოკატად მუშაობდა. 1918 წელს ნინო კვირიკაძე მამაჩემის, დავით ებანოიძის მეუღლე გახდა. მამა, სამწუხაროდ 1937 წელს დახვრიტეს. ასევე, რეპრესიებს შეეწირა გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავაც და აი, 27 წლის შემდეგ ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს..."

📸გალაკტიონი მესამე ცოლთან და გერებთან ერთად.

წყარო:თ. ჭახნაკია

“დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.”მიხეილ ჯავახიშვილი.
08/10/2025

“დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.”

მიხეილ ჯავახიშვილი.

🌪 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ...
08/10/2025

🌪 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).

ლია ელიავას!,,დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა;მხოლოდ ის ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა —ხატების სევდას, ფრესკ...
08/10/2025

ლია ელიავას!

,,დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა;
მხოლოდ ის ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა —
ხატების სევდას, ფრესკების სევდას,
რომელსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა".
პეტრე გრუზინსკი
(1965 წელი).

8 ოქტომბერი, ლია ელიავას ხსოვნის დღეა….✔️ დაიბადა 1934 წლის 28 მაისს თბილისში, ქართველი რევოლუციონერისა და საბჭოთა პარტი...
08/10/2025

8 ოქტომბერი, ლია ელიავას ხსოვნის დღეა….

✔️ დაიბადა 1934 წლის 28 მაისს თბილისში, ქართველი რევოლუციონერისა და საბჭოთა პარტიული მუშაკის, შალვა ელიავას ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებდენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.
ლია ელიავა გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Address

ჭავჭავაძის # 45
Gori

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რადიო თრიალეთი • Radio Trialeti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რადიო თრიალეთი • Radio Trialeti:

Share

Category