ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია

  • Home
  • Georgia
  • Kareli
  • ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია

ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია საპატრიარქოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სკოლამდელი სააღმზრდელო საფეხურით

ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია

დაარსდა - 2001 წელს რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა- კურთხევით.
რექტორი - არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი); (პირველი რექტორი – ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე))

დღეს ჩვენი რექტორის დაბადების დღეა! 🎉უკვე 21 წელია მამა სტეფანე თითოეულ გიმნაზიელზე ორმაგად ზრუნავს - როგორც ხელმძღვანელ...
20/09/2025

დღეს ჩვენი რექტორის დაბადების დღეა! 🎉
უკვე 21 წელია მამა სტეფანე თითოეულ გიმნაზიელზე ორმაგად ზრუნავს - როგორც ხელმძღვანელი და როგორც სულიერი მოძღვარი. მუდამ ცდილობს ხელი შეუწყოს მასწავლებლებს განვითარებაში და მათთან ერთად ქარელელ ბავშვებს შეუქმნას გარემო, სადაც ჩამოყალიბდებიან სწორი ღირებულებების მქონე პიროვნებებად.
მისთვის ნამდვილი სიხარული და უდიდესი ჯილდოა ბავშვების ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები.
მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების სახელით ვულოცავთ იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და ღვთის შეწევნას, რათა კიდევ ბევრი მადლიანი საქმე აღასრულოს თავის მსახურებაში.🌿✨✨

Giorgi Giorgigiorgi

photo by Giorgi Baqradze

#ქარელისგიმნაზია
#გიმნაზიისრექტორი
#დაბადებისდღისმილოცვა
#მრავალჟამიერი
#მოსწავლეები
ლოლა სანდოძე
ლალი სამადაშვილი
@მხურვალე გულშემატკივრები

ძვირფასო მეგობრებო,ორშაბათს, 15 სექტემბერს, გიმნაზიაში გაიმართება ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიება.🕘 დილის 9:00 სა...
13/09/2025

ძვირფასო მეგობრებო,
ორშაბათს, 15 სექტემბერს, გიმნაზიაში გაიმართება ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიება.

🕘 დილის 9:00 საათზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა და პარაკლისი.
🙏 წირვის შემდეგ გიმნაზიის დამფუძნებელი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, დალოცავს ჩვენს მოსწავლეებსა და პერსონალს.
🎉 ასევე გიმნაზიაში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.

📍 ველოდებით ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და გიმნაზიის ყველა გულშემატკივარს.
ერთად აღვნიშნოთ ახალი სასწავლო წლის დასაწყისი და ახალი იმედებით შევუდგეთ წარმატებისაკენ მიმავალ გზას!

Giorgi Giorgigiorgi
ლოლა სანდოძე
@გამომწერები
#გიმნაზია2025 #გახსნისცერემონია #სიხარული #მეგობრები #ახალიდასაწყისი

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია!💜ჩვენო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას, პირველი მნიშვნელოვან...
27/08/2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია!

💜ჩვენო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას, პირველი მნიშვნელოვანი სირთულის დაძლევას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადანაცვლებას.

განსაკუთრებით გვახარებს, რომ:

✅2-მა მოსწავლემ მოიპოვა 70%-იანი გრანტი;

✅5-მა მოსწავლემ მიიღო 50%-იანი გრანტი;

✅5 მოსწავლე ჩაირიცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და საპატრიარქოსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიიღებს 40%-იან გრანტს.

ვამაყობთ თითოეული თქვენგანით, გვჯერა, რომ თქვენი შრომა, ცოდნა და მონდომება დიდ წარმატებებს მოგიტანთ და ღირსეულად მოემსახურებით ჩვენს სამშობლოსა და დედა ეკლესიას.

გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას! 🎉💜

Giorgi Giorgigiorgi
ლოლა სანდოძე
Mtvarisa Shermadini
Nata Marghishvili
Anna Koshkadze
Daliko Mchedlishvili
Sandro Qobesashvili
Nino Shengelia
Mariam Marjanidze
Qeti Klimchuki
Giorgi Kurtanidze
გიორგი დოლიაშვილი
Stefane Shiukashvili
Nikoloz Mtsariashvili
Nakhutsrishvili
Dea Roinishvili
თორნიკე გოგიჩაშვილი
#გილოცავთ #ეროვნულიგამოცდები2025 #სტუდენტურიცხოვრება #მემიყვარსგიმნაზია

✨ კვირა დღე ჩვენი გიმნაზიის აღსაზრდელებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა! ✨პატარებმა მამა სტეფანეს საჩუქარი გამოიყენეს და...
01/07/2025

✨ კვირა დღე ჩვენი გიმნაზიის აღსაზრდელებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა! ✨
პატარებმა მამა სტეფანეს საჩუქარი გამოიყენეს და East Point • ისთ ფოინთი-ს ესტუმრნენ. მათ Cavea Cinemas კინოთეატრში უყურეს ახალ, საინტერესო მულტფილმს „ელიო“ 🎬, შემდეგ კი გასართობ ცენტრ Focus Mokus • ფოკუს მოკუს-ში გადაინაცვლეს, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს. 🤸‍♂️🎉
შინ დაბრუნებულები კი უბედნიერესები და შთაბეჭდილებებით სავსეები იყვნენ. ❤️ მამა სტეფანეს მიერ დამკვიდრებული ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია ჩვენმა აღსაზრდელებმა უზომოდ შეიყვარეს და თავიანთი პატარა, გულწრფელი გულებით დიდ მადლიერებას გამოხატავენ. 🙏
მადლობა გიმნაზიის რექტორს ბავშვების გახარებისა და ამ ლამაზი დღის ორგანიზებისთვის!
#გიმნაზია #ბედნიერიბავშვები #კვირადღე #მადლიერება #ისთფოინთი #კავეა #ფოკუსმოკუსი #მამასტეფანე #ელიო #გიმნაზიისბაღი
Giorgi Giorgigiorgi
ნინო ცხოვრებაშვილი
N**i Gelashvili
Maia Lomitashvili
Nanuka Khvedelidze

გილოცავთ ამაღლებას უფლისა ღმერთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. 🌿
29/05/2025

გილოცავთ ამაღლებას უფლისა ღმერთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. 🌿

✅ჩვენი მოსწავლეების მორიგი წარმატება!!! ამჯერად კასპის ტექნოპარკის მიერ ჩატარებულ ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს ნელიკო კო...
24/05/2025

✅ჩვენი მოსწავლეების მორიგი წარმატება!!! ამჯერად კასპის ტექნოპარკის მიერ ჩატარებულ ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს ნელიკო კობახიძემ და გურანდა კურტანიძემ, გოგონები STEAM GIRLS ჟიურის რჩეულები გახდნენ და შთამბეჭდავი პრეზენტაციისათვის დაჯილდოვდნენ. ❣🌞❣

Giorgi Giorgigiorgi
ლოლა სანდოძე
ნანა კო

Tech Park Georgia
Tech Park-კასპი

„აღმოჩენიდან ლიტერატურამდე“ – არქეოლოგიის მოგზაურობა დროსა და სივრცეში20 მარტს ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა და...
05/05/2025

„აღმოჩენიდან ლიტერატურამდე“ – არქეოლოგიის მოგზაურობა დროსა და სივრცეში

20 მარტს ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლის, არქეოლოგიის დოქტორ დიმიტრი ჟვანიას ონლაინ ლექციას თემაზე „აღმოჩენიდან ლიტერატურამდე“.

ლექციის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საქართველოში აღმოჩენილ ქვის, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს, მათი აღმოჩენის ისტორიებს და იმას, როგორ გადიან ეს უნიკალური არტეფაქტები გზას აღმოჩენიდან სამეცნიერო ნაშრომებსა და სახელმძღვანელოებამდე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ჩვენი გიმნაზიის მოტივირებული და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებიც.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს რუსუდან გოგინაშვილის, მოსწავლეთა დაინტერესებისა და მონაწილეობის ხელშეწყობისთვის.

#ქარელისგიმნაზია
#არქეოლოგია
#აღმოჩენიდანლიტერატურამდე
#მეცნიერებასაზღვრებისგარეშე
#გზაგანათლებამდე
#ჩვენიმოსწავლეები
#ინტელექტუალურითავგადასავალი

Address

ვარძელაშვილის 87
Kareli
4500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია:

Share

ჩვენ შესახებ

ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია დაარსდა - 2001 წელს რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა- კურთხევით. რექტორი - არქ. სტეფანე (კორინთელი); (პირველი რექტორი – ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)) პერსონალი - 60 თანამშრომელი, აქედან 36 მასწავლებელი (7 კათედრა) – მათ შორის 18 უფროსის სტატუსით. მოსწავლეთა რაოდენობა – 205 აღსაზრდელთა რაოდენობა -25 სტუმრები – სასულიერო პირები, ელჩები, მწერლები, პოეტები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები; ექსკურსიები - 2005წ. - ტაო-კლარჯეთი; 2006წ. - კაბადოკია, სტამბული, აუდიენცია მსოფლიო პატრიარქთან; 2007წ. - ბულგარეთი, პეტრიწონის მონასტერი, ოქროს სანაპირო; ყოველ წელს - საქართველოს ეკლესია-მონასტრები. მიღწევები - 2007 წლის „ყველაზე ჭკვიანი“ - გიმნაზიის მოსწავლე ნიკა ხოფერია; 2009 წელს კონკურსში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბილიას” მე-2 ადგილი; გამარჯვებები სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებზე, გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში, ფოლკლორულ ფესტივალებზე; 2011 წელს კონსტიტუციური სამართალწარმოების რეგიონალური ოლიმპიადის გამარჯვებულები; 2013 და 2015 წლებში რაიონის ჩემპიონები ინტელექტუალურ თამაშებში ,,რა? სად? როდის?” საშობაო ფესტივალ ,,გენეთლიის” შემეცნებითი კონფერენციის ორგზის გამარჯვებულები; საქართველოს-, რეგიონალურ- და რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე გამარჯვებულები კიკბოქსინგში, ჭადრაკსა და ძიუდოში; მედალოსნები (წარჩინებული კურსდამთავრებულები) – 2009-2010 სასწავლო წელი - 4 ოქრი; 4 ვერცხლი; 2010-2011 სასწავლო წელი - 4 ოქრი; 4 ვერცხლი; 2012-2013 სასწავლო წელი - 3 ოქრი; 1 ვერცხლი; 2013-2014 სასწავლო წელი - 2 ოქრი; 2014-2015 სასწავლო წელი - 3 ვერცხლი; 2015-2016 სასწავლო წელი - 5 ოქრო, 1 ვერცხლი; მეგობრები – 2015 წლიდან ქარელის გიმნაზიაზე გარკვეული შეფობა აიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას (10 კომპუტერი, პროექტორი ეკრანით, ინდივიდუალური სასკოლო მერხები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია), არამედ შემეცნებით და სასწავლო აქტივობებსაც როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. ამ თვალსაზრისით, გიმნაზიის 20 წარჩინებული მოსწავლე მიწვეული იყო ორდღიან სემინარზე ,,ქართული კულტურა და მეღვინეობა”.