ჩემი ხარაგაული

ჩემი ხარაგაული მედია ორგანიზაცია ,,ჩემი ხარაგაული"

ყოველკვირეული დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთი “ჩემი ხარაგაული” გამოდის 1998 წ. მარტიდან. რეგისტრირებულია ხარაგაულის რ/სასამართლოში. რეგისტრ. #47/5-ბ12.
გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” რედაქციის მისამართია: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. #59.

გაზეთი “ჩემი ხარაგაული” არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და პირის ინტერესებს და მთლიანად ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. იგი ემსახურება ქვეყანაშ

ი დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების დანერგვას.

გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი – ლაურა გოგოლაძე,
რედაქტორის მოადგილე – ნინო კაპანაძე,
გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” რედაქტორი ლაურა გოგოლაძე და რედაქტორის მოადგილე ნინო კაპანაძე არიან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის დამფუძნებლები.
გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ვებგვერდის ადმინისტრატორია შოთა ლომიძე.

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭე...
19/09/2025

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).

🔶ხარაგაულის მერობის „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატი ინგა მაღრაძე და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილ...
18/09/2025

🔶ხარაგაულის მერობის „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატი ინგა მაღრაძე და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხარაგაულის დამეწყრილ სოფლებში იმყოფებოდნენ.

⭕„ხარაგაულში დამეწყრილ ზონაში წვიმების სეზონს შიშით ელიან. დამეწყრილ სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში 70-მდე ოჯახმა უკვე დატოვა სახლ-კარი.

⭕ის რამდენიმე ოჯახი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრში აგრძელებს ცხოვრებას, უკვე მეოთხე თვეა ელის დასკვნას, შეიძლება თუ არა ცხოვრების გაგრძელება ტერიტორიაზე.

⭕ნაპრალები მიწაში უფრო და უფრო დიდდება. სოფლების მცხოვრებნი შემოდგომის ნობათის გადარჩენას ცდილობენ და არ იციან როგორ უნდა დახვდნენ ზამთარს.

⭕მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა, საჭიროების დროს ადგილზე ამოსვლა დიდი პრობლემაა სასწრაფო დახმარების და სახანძრო ბრიგადებისთვის“, - აღნიშნულია „ძლიერი საქართველო-ლელოსგან“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვრცლად „ჩემი ხარაგაულის“ ვებგვერდზე წაიკითხეთ.
ბმული იხილეთ კომენტარში.

🔶დღეს, 18 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა....
18/09/2025

🔶დღეს, 18 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა. ამ ინფორმაციას თავად კანდიდატი ავრცელებს, სოციალური ქსელით.

👉„ქართული ოცნების“ გუნდი ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებ ამომრჩევლებს, რამდენიმე კვირაა, ხვდება.

⭕️„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო არცერთ შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

⭕️ჩვენი თხოვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული შტაბის უფროსმა წინასაარჩევნო შეხვედრების დრო და ადგილი არ გვაცნობა.

💬„დღეს დაბა ხარაგაულის კინოთეატრში შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისგან სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში, - ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი, რომელიც ჩვენთან ერთად მიესალმა ხარაგაულელებს.

💬საუბრისას მიმოვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები, მოკლედ შევეხეთ იმ მიღწევებსა და მასშტაბურ პროექტებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა ბოლო წლებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ხარაგაულში უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახა.

💬მომავალი ოთხი წლისთვის ჩვენ უკვე გვაქვს მზად სამოქმედო გეგმა, სადაც პრიორიტეტად განისაზღვრა დაბა ხარაგაულის გალამაზება, მისი იერსახის განახლება და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება. ეს იქნება ნაბიჯი უფრო განვითარებული, კომფორტული და სიცოცხლით სავსე ხარაგაულისკენ.

💬ჩვენ გვჯერა, რომ ხარაგაულის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადებს ნდობას, რათა მომავალში ერთად გავაგრძელოთ წარმატებული საქმეების კეთება, მშვიდობიანი, ძლიერი და განვითარებული რეგიონისთვის.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანებზე. რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ საჭიროებებს და რეალური ნაბიჯებით ვპასუხობთ მათ მოთხოვნებს.

დღესვე, მოსახლეობას წარვუდგინე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბესიკ კვირიკაშვილი, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.

💬სწორედ ასეთ პროფესიონალ, განათლებულ და სუფთა წარსულის მქონე ადამიანებზე დგას „ქართული ოცნების“ გუნდი.

💬მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ხარაგაულს!
გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ - ურყევად და უპირობოდ!“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილისგან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

17/09/2025

ფოტო: ვახო ქარელი / მედია „აპრილი“ „ჩემი ხარაგაული“ ერთ-ერთია იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემას შორის, რომელიც კ.....

17/09/2025
16/09/2025

📚ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 21 საშუალო სკოლის წლევანდელი 136 კურსდამთავრებულიდან 75 სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 19-მა ახალგაზრდამ მოიპოვა.

🎉გაიცანით რამდენიმე წარმატებული ხარაგაულელი პირველკურსელი, მათი სამომავლო გეგმები, მიზნები და სურვილები.

🎊ვულოცავთ ახალგაზრდებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

👉ვრცლად „ჩემი ხარაგაულის“ ვებგვერდზე წაიკითხეთ.
ბმული პირველ კომენტარშია.

⛈18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებე...
16/09/2025

⛈18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება.

🌊ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

⛈მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

🛫ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 16 სექტემბერს...
16/09/2025

🛫ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 16 სექტემბერს, გაემგზავრა.

📖აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული ბერიკა ებანოიძე ESDES School of Business and Management-ში Impact Finance and Fintech Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

👉გამგზავრების წინ ბერიკას განწყობისა და მოლოდინების გაზიარება ვთხოვეთ.

💬„ამ შედეგის მისაღწევად, რამდენიმე წელია, ვმუშაობ, – ამბობს ბერიკა ებანოიძე, – მიხარია და ბედნიერი ვარ, ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინში.

საფრანგეთის განათლების სისტემა მომწონს და ამიტომაც გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება სწორედ ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი გამართლდება.

📖საფრანგეთის პოლიტიკა სტუდენტების მიმართ ისეთი მორგებული და კომფორტულია, ვიმედოვნებ, არაფერი გამიჭირდება და კარგად ვადაპტირდები ცხოვრების ახალ სტილთან.

ეს სამაგისტრო პროგრამა ხუთბლოკიანია და დაახლოებით 1,5 წელი გაგრძელდება, რასაც შემდეგ სტაჟირება მოჰყვება“.

👉ვრცლად „ჩემი ხარაგაულის“ ვებგვერდზე წაიკითხეთ.
ბმული პირველ კომენტარშია.

🔶გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გრანტებ...
16/09/2025

🔶გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გრანტების გასაცემად განაცხადების მიღებას იწყებს.

🔶ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებული საგრანტო კონკურსი პროექტის, „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, ფარგლებში ტარდება.

🔶კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესებს, რომლებიც თავიანთი პროდუქტის ევროპის ბაზრებზე ექსპორტირების დაწყებას ან გაფართოებას გეგმავენ. განაცხადები მიიღება UNDP-ის სპეციალურ პორტალზე. საგრანტო კონკურსზე დამატებითი ინფორმაციის მიღება მეილის საშუალებითაა შესაძლებელი.

🔶განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 ოქტომბერი.

👉ვრცლად „ჩემი ხარაგაულის“ ვებგვერდზე. ბმული პირველ კომენტარშია.

15/09/2025
🎉🎉🎉დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი - 2025-2026 სასწავლო წელი დაიწყო.ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26...
15/09/2025

🎉🎉🎉დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი - 2025-2026 სასწავლო წელი დაიწყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში სწავლას სულ 2004 მოსწავლე შეუდგა, საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით. მათგან 134 პირველკლასელია.

მიმდინარე სასწავლო წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე მეტი - 17 პირველკლასელი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში ისწავლის. თითო-თითო პირველკლასელია ლეღვანის, სარგვეშის, ლაშის, უბისისა და ბაზალეთის საჯარო სკოლებში.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში ისწავლიან ლაშის სკოლის მოსწავლეები ლაშის თემის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში - განვითარებული მეწყერის გამო. ლაშის საჯარო სკოლაში 20 მოსწავლეა.

🎊🎊🎊ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლებში საზეიმოდ აღინიშნა.

🎉🎉🎉„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
მაღალ აკადემიურ შედეგებს, გამოწვევების დაძლევასა და წარმატებებს გისურვებთ.

Address

სოლომონ მეფის #59
Kharagauli
5600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩემი ხარაგაული posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category

ჩემი ხარაგაული

ყოველკვირეული დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ გამოდის 1998 წ. მარტიდან. რეგისტრირებულია ხარაგაულის რ/სასამართლოში. რეგისტრ. #47/5-ბ12. გაზეთი არის რვაგვერდიანი, A3 ფორმატის. ვრცელდება ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის მისამართია: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. #59. გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და პირის ინტერესებს და მთლიანად ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. იგი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების დანერგვას. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი – ლაურა გოგოლაძე, რედაქტორის მოადგილე – ნინო კაპანაძე, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე და რედაქტორის მოადგილე ნინო კაპანაძე არიან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის დამფუძნებლები. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ვებგვერდის ადმინისტრატორია შოთა ლომიძე.