ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality

ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality Khashuri Municipality is a municipality of Georgia, in the region of Shida Kartli. Khashuri is a town, the administrative centre of Khashuri Municipality.

ხაშურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ხაშური.

სულ წარმატებების გზებზე გევლოთ, ერის საამაყო ქალბატონებო! 💙
14/10/2025

სულ წარმატებების გზებზე გევლოთ, ერის საამაყო ქალბატონებო! 💙

🔵 რამდენიმე გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონი, რომლებიც ხშირად ქართული საზოგადოებისთვის „ქართული პოლიტიკის დედოფლებად“ იწოდებიან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავენ.

🔷 მათი მიზანი, როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერით საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გამყარებაა და რა თქმა უნდა, დიპსტეიტის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ბოლო წლებში მათი რიტორიკის მთავარ ელემენტად იქცა.

#სატირა #სარკაზმი #ალეგორია

წარმატებები! 💙
12/10/2025

წარმატებები! 💙

🔷️ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით ქვეყანაში დეკარტის, ჰეგელის და კანტის აკადემიები გაიხსნება.

🔸️ ამგვარად, ქვეყანას არაერთი გამორჩეული და პროფესიონალი ავტომექანიკოსი შეემატება და აღარ ვიქნებით დამოკიდებული ევროპულ და ამერიკულ ავტოწარმოებაზე, არამედ მომავალში საკუთარი გვექნება და ეს იქნება ავტომექანიკის ოქროს ხანა ჩვენს ქვეყანაში.

#სატირა #სარკაზმი #ალეგორია

12/10/2025

💙💙💙

,,სწავლის დეზერტირი, აკადემიურად ჩამორჩენილი, დისციპლინის სისტემატიურად დამრღვევი, მთელ ლექციას იგი ანდომებს სარკეში ცქე...
11/10/2025

,,სწავლის დეზერტირი, აკადემიურად ჩამორჩენილი, დისციპლინის სისტემატიურად დამრღვევი, მთელ ლექციას იგი ანდომებს სარკეში ცქერას თმის ვარცხნას, ხელებზე მანიკურების კეთებას, მკლავებზე ჩიტებისა და სურათების ხატვას ფანქრით და სხვა.

ჯგუფის სამკუთხედი ბევრჯერ შეეცადა მიქაბერიძის გამოსწორებას, მაგრამ მას გამოსწორება: არ დაეტყო". მადლობა სამკუთხედს! 💙

🔶️ როგორ ისჯებოდა ახალგაზრდების ,,დაუმორჩილებლობა" ბოლშევიკების მიერ?

📰 "გაუსწორებელი სტუდენტი ქალი
მ ი ქ ა ბ ე რ ი ძ ე

🤵‍♀️სტუდენტი მიქაბერიძე ირიცხება ეკ. ფაკულტეტის მე-4 კურსზე. რას წარმოადგენს იგი ჯგუფში?

💅 იგი არის სწავლის დეზერტირი, აკადემიურად ჩამორჩენილი, დისციპლინის სისტემატიურად დამრღვევი, მთელ ლექციას იგი ანდომებს სარკეში ცქერას თმის ვარცხნას, ხელებზე მანიკურების კეთებას, მკლავებზე ჩიტებისა და სურათების ხატვას ფანქრით და სხვა.

🔹️ მიქაბერიძე ამით არ კმაყოფილდება – იგი ლექციის დროს ეშმაკობს და არღვევს დისციპლინას, ლექტორებს ხშირად აწყვეტინებს ლექციების კითხვას, ასე, მაგ. ლექცია შეაწყვეტინა რამდენიმე წუთით ეკონომიურ აზროვნების ისტორიის ლექტორს.

🔸️ ჯგუფის სამკუთხედი ბევრჯერ შეეცადა მიქაბერიძის გამოსწორებას, მაგრამ მას გამოსწორება: არ დაეტყო. მიქაბერიძის მსგავსი ტიპები არ უნდა ირიცხებოდენ პროლეტარულ სტუდენტთა რიგებში, ის არცხვენს სტუდენტთა სახელს.

სტუდენტთა ჯგუფი"

📰 გაზეთი ,,ბოლშევიკური კადრებისათვის", 1935 წელი

რას გაგონებთ? 🫣

მისასალმებელია. წარმატებები!💙
10/10/2025

მისასალმებელია. წარმატებები!💙

🟧 ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ქართველ მზარეულებს სუპის მომზადებაში კვალიფიკაციის ამაღლება მოუწევთ

🔷️ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოს კულინარიულ სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში შევა ახალი სასწავლო მოდული, რომელიც მზარეულთა კვალიფიკაციის ამაღლებას შეეხება სუპების მომზადების მიმართულებით.

🔸️ ინიციატივის მიზანია ქართული საზოგადო კვების ხარისხის გაუმჯობესება და ქვეყნის მასშტაბით კულინარიული სტანდარტების ერთიან დონეზე აყვანა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას, მათ შორის, კლასიკური ევროპული და აზიური სუპების ტექნოლოგიების შესწავლას, ასევე ქართული ტრადიციული სუპების თანამედროვე ინტერპრეტაციას.

🔹️ მთავრობის ცნობით, აღნიშნული მოდული სავალდებულო გახდება პროფესიული განათლების იმ პროგრამებისთვის, რომლებიც კვების მიმართულებით მუშაობენ. ინიციატივა განხორციელდება განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომლობით.

🔸️ პირველი საპილოტე კურსები 2026 წლის დასაწყისში იგეგმება.

#სატირა #სარკაზმი #ალეგორია

საუკეთესო ინიციატივა! მადლობა ბატონ პრემიერს! 💙
08/10/2025

საუკეთესო ინიციატივა! მადლობა ბატონ პრემიერს! 💙

🟨 პრემიერმინისტრის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა პრემიერის რეზიდენცია ხაშურში გადმოიტანონ.

🔸 ️გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ხაშურის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე რამდენჯერმე მომართეს მოქალაქეებმა, ხოლო 30 სექტემბერს თავად ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

📝 ,,ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლებში ხაშურის განვითარებას''.

🔸️ ერთ-ერთი ვერსიით, მთავრობაში ფიქრობენ, რომ მსგავსმა სიმბოლურმა ნაბიჯმა შეიძლება რეალურად შეუწყოს ხელი ხაშურზე ყურადღების გადატანას. იდეას იწონებს კიმბერლი ლოუც, რომელმაც მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა:

📝 ,,თუ რეზიდენცია იქ განთავსდება, გზებს გააკეთებენ, განათებას დააბრუნებენ და ტროტუარებსაც მიხედავენ — სხვანაირად არ გამოდის".

🔸️ იდეამ სოციალურ ქსელებში უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

#სატირა #სარკაზმი #ალეგორია

გილოცავთ! 💙
07/10/2025

გილოცავთ! 💙

💟 „გილოცავთ, ჩვენო ქართველებო!“,
,✍️ ,ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ალბათ ფიქრობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

#სატირა #სარკაზმი #ალეგორია

06/10/2025

🔵 2029, 2033, 2037, 2041, 2045, 2049 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ხაშურის მერობისთვის, კვლავ ვალერი გელაშვილი იბრძოლებს!

ყველაფერი დაკარგული არ არის! 💙

06/10/2025

კაი სუპსა სად შევჭანთ?

Address

Khashuri Municipality
Khashuri
5700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality:

Share

ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ გორის მაზრაშია, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხაშური.

ხაშურის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით და დასავლეთით ისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტით, დასავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ხაშურის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფართობია 585,2 კმ².

ხაშურის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს; თუმცა, რთული რელიეფის გამო ზონალობის მიხედვით ჰავა მნიშვნელოვნად იცვლება. მთისწინეთსა და ვაკე ნაწილში ზამთარი ცივი და ნოტიო იცის, ხოლო ზაფხული თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6°ჩ-ია, ნალექების რაოდენობა წელიწადში 700 მმ. მთიან ზონაში ჰავაგაცილებით ცივია. თრიალეთის ქედის კალთები მშრალი ჰავით გამოირჩევა, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 600 მმ-მდეა; ლიხის ქედზე კი ნალექების წლიური მოცულობა 1 840 მმ-ია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 18 მლნ. ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. 1990-იან წლებამდე კი შემოსავლებს უზრუნველყოფდა მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგრეთვე რკინიგზა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: ბიზნეს გარემოს შექმნა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და საკურორტო ტურიზმის განვითარება. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება და სოციალური პაკეტი (პენსია, დახმარებები).