16/08/2025
ქვემო გურიის ( ქობულეთის) თავადაზნაურები
ქველი ჩხატარაშვილის ნაშრომში “გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები“, ავტორი უთითებს ქვემო გურიის თავად-აზნაურთა გვარების არასრულ ჩამონათვალს, ესენია:
"ხინოს თემში: ცეცხლაძე და ქათამიძე (ქათამიძეებს XIX ს-ში გამოეყო შტო - კაიკაციშვილი);
ქობულეთის თემში: თავადები: თავდგირიძე (XVII ს-ში სამცხიდან მოსული) და გუგუნავა (XVI ს-ში ერისთავად მჯდომი), მაჭუტაძე, მახაძე, კობალაძე, ართომელაძე (ეს ოთხი გვარი XVII ს-ში უკვე დამცრობილია); აზნაურები – მანელიშვილი, ცივაძე, გოგიტიძე, შაქარაშვილი, ჯაში, ჭყონია (XIX ს-ში ლანჩხუთიდან გადასული), წილოსანი, გიორგაძე, კომახიძე, პაპუნაიშვილი, თამაზაიშვილი, გოგოლიშვილი, ბოლქვაძე, ქარცივაძე, ბერიძე, ჯიჯავაძე (ჩიჯავაძე), ნაკაიძე, წუწუნავა, შარაშიძე (აჭარის სოფ. ალიქოღლებიდან გადმოსული). ადრინდელი (XVI-XVII სს.) დოკუმენტებით ამავე მხარის აზნაურები იყვნენ: ფარხანაძე, იაშვილი (იმერეთიდან), მელიმონაძე, ქობულია (ერთი ცნობით იგივე, ფარიჯანიანი; ეს გვარი იყო საჯავახოშიაც). შესაძლოა, რომ აზნაურები იყვნენ თურქეთის ბატონობის დროს აღებად წოდებულნი: ინაიშვილი, დავითელაშვილი, ბაჟუნაიშვილი...
ჩაქვის თემში: ბეჟანიშვილი (პირმსახურიძე), თურქეთის ბატონობის დროს აჭარის სოფელ ზენდიდიდან გადმოსახლებული, ბეგი (გურიის თავადი, ცხადია, არ ყოფილა), კირისილოღლი (ახვლედიანი), ჩიჯავაძე (ჩელებაღისშვილი), ხალვაში...
ბათომისა და კახაბერის თემებში: აზნაურები: ცინცაძე, ბიბინეიშვილი, ქიქავა, ლომყრუიშვილი, ბატატუნაშვილი, ზვამბაია (აფხაზეთიდან), შარაბიძე, სურმანიძე (აჭარის სოფელ ძენწმანიდან). სია არასრულია.”
- ქველი ჩატარაშივილი “გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები“ (1993)
- ნახატი - ქობულეთელი ჰუსეინ-ბეი და ახალგარზდა ისაიმ-ბეი - ილუსტრაცია 1854 წლის ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალიდან (L' illustration: journal universel)
📸: კახა ჩავლეიშვილი