
05/06/2025
📣 იმერეთში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების რეგიონალური კამპანია „ენერგო-სმარტი“ წარმატებით დასრულდა!
📌 ქუთაისი | 31 მაისი, 2025 — ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა“ (GESRP) ფარგლებში, ქუთაისში, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ გაიმართა ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების რეგიონალური კამპანიის, „ენერგო-სმარტი“-ს შემაჯამებელი ღონისძიება.
⚡️ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების 3 თვიანი კამპანია, რომელიც 2025 წლის 1 მარტს დაიწყო, ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის - „ენერგო-სმარტის“ მიერ განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის დანერგვას, მის წახალისებას, ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.
🎓 კამპანიაში, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, იმერეთის რეგიონიდან 6 სკოლა, 60-მდე მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგები იყვნენ ჩართული. კერძოდ, ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების შემდეგი სკოლები:
▪️ ქუთაისის №21-ე საჯარო სკოლა;
▪️ აფხაზეთის №5 საჯარო სკოლა;
▪️ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“;
▪️ თერჯოლის №1 საჯარო სკოლა;
▪️ კერძო სკოლა „მზეკაბანი“;
▪️ სოფ. სიქთარვის საჯარო სკოლა.
💡 შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ, კამპანიის განმავლობაში ენერგოეფექტურობის თემაზე შექმნილი პროდუქტები: თემატური პოსტერები, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მინი მოდელები და მაკეტები. ასევე, საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი, თემატური, საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში „ენერგო-სმარტი“.
🚀 საზეიმო ღონისძიებაზე, ტექნოლოგიური მინი-მოდელები, საინფორმაციო პოსტერები და ინტერაქტიული თამაში „ენერგო-სმარტი“ გადაეცა მონაწილე სკოლებს, როგორც სასწავლო რესურსი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის თემატიკის სისტემურ დანერგვას, სასკოლო პროგრამებსა და არაფორმალურ განათლებაში. ხოლო მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ, მოსწავლეებს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვისადმი დამოკიდებულება შეუცვალა, არამედ მისცა მათ რეალური შესაძლებლობა, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები საკუთარ სკოლებში, თემებში და მომავალ პროფესიებში.
🎗 კამპანიაში ჩართულ მოსწავლეებს ასევე გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები, ხოლო სკოლებს კი - საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც ენერგიის დაზოგვის პრაქტიკულ რეკომენდაციებს ასახავს.
👥 ღონისძიებაზე, კამპანიაში ჩართული მონაწილეების გარდა, ასევე მოწვეული იყო 100-მდე სტუმარი: საგანამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა.
✅ „ენერგო-სმარტის“ მიერ განხორციელებულმა კამპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდების პრაქტიკული ჩართულობა გრძელვადიანი გარემოსდაცვითი ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საფუძველია. ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ ერთჯერადი პროექტი - ის არის საფუძველი, რომელზეც მწვანე მომავალი შენდება. მომავალი, რომელიც იწყება სწორედ აქ - სკოლაში, საკლასო ოთახში, პირველ მოდელში, პირველ იდეაში!
--
🇪🇺 ევროკავშირის შესახებ:
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
👇 საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/
🔰 პროექტის შესახებ:
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირისა და Kreditanstalt für Wiederaufbau (KfW)-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech-ის ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს. MES-ი.
🇪🇺 MES #ენერგოსმარტი 💡 #ენერგოეფექტურობა ⚡️ #დაზოგეენერგია 🔌 #მწვანემომავალი ♻️