18/07/2024
ყურადღება, ცხადდება კონკურსი:
,,ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი"
🔴 აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს
📃 ,,ილია თანამედროვე პოეზიაში"
🔖✍️📃კონკურსის ფარგლებში ავტორების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ილია ჭავჭავაძის შესახებ/თემაზე სპეციალურად საკონკურსოდ შექმნილი ან ჯერაც გამოუქვეყნებელი ლექსი.
➡️კონკურსის მიზანი:
📍 ილიას ფენომენის/არსისა და იდეის აქტუალიზაცია სალიტერატურო და საჯარო სივრცეში;
📍 ილიას შესახებ საჯარო დისკურსის ხელშეწყობა და მედიუმად ლიტერატურის გამოყენება;
📍 ილია ჭავჭავაძის პერსონის და მოღვაწეობის გააზრება და გადააზრება პოლიტკონიუნქტურის გარეშე, თანამედროვე კონტექსტში, ერთიანი ეროვნული და ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე.
📍 ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნა და პოპუპარიზაცია.
⭕️➡️ კონკურსის პირობები:
✅მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან/დაწერონ და გამოაგზავნონ ილიას შესახებ/თემაზე, მისი მოღვაწოების/საქმიანობის თემაზე, ან ილიას ნაწარმოებების ინსპირაციით ერთი (ან რამდენიმე) ლექსი
(ერთ ავტორს უფლება აქვს სურვილის და შექმნის შემთხვევაში გამოაგზავნოს ერთზე მეტი ნამუშევარი);
✅ კონკურსში მონაწილეობისათვის არაა შეზღუდული ლექსის ფორმა. ის შეიძლება იყოს ბოლორითმოვანი, კონვენციური, ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, თეთრი ლექსი და სხვა;
✅ საკონკურსოდ გამოგზავნილი ლექსი სასურველია შექმნილი იყოს ექსკლუზიურად კონკურსისთვის, ან უკვე დაწერილი ნიმუში არ უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული;
ასევე, კონკურსი დასრულებამდე ის არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან გამოქვეყნებული წიგნში, კრებულში, ჟურნალში, გაზეთში, ელ. ჟურნალში, ლიტ.საიტზე, სოც.ქსელში და სხვა. საწინააღმდეგოს აღმოჩენის შემთხვევაში ნაწარმოები და ავტორი მოიხსნება კონკურსიდან;
✅ კონკურსის გამარჯვებულ 3 საუკეთესო პოეტურ ნამუშევარს შეარჩევს ლიტერატურისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული 5-კაციანი ჟიური. ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი;
✅ დამატებით ერთი გამარჯვებული ნომინაციაში მკითხველის სიმპათია გამოვლინდება სოციალური ქსელში მიღებული უმაღლესი შეფასების, დადებითი რეაგირებების (მოწონებების) მიხედვით;
✅ კონკურსის მიმდინარეობისას ყველა საკონკურსო ლექსი გამოქვეყნდება ორგანიზატორის სოც-ქსელის ოფიციალურ გვერდზე;
✅ კონკურსში გამარჯვებული თითოეული ავტორი დაჯილდოვდება ლაურეატის სიგელით და ფულადი პრემით -1250 ლარი;
✅ კონკურსის ,,ილია პოეზიაში" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ქ. თბილისში, 2024 წლის 12 სექტემბერს.
⭕️➡️კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
☑️ ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს;
☑️ კონკურსის მონაწილე სავალდებულოა იყოს საქართველოს მოქალაქე;
☑️ კონკურსის მონაწილე სავალდებულოა იყოს სრულწლოვანი;
☑️ კონკურსის მონაწილეს აუცილებელია გამოქვეყნებული ჰქონდეს ბეჭდური ან ონლაინ სახით კრებულში, ლიტერატურულ პრესასა თუ ნებისმეირი სხვა სახის პერიოდიკაში, ან ნებისმიერ ლიტერატურულ ონლაინ პლატფორმაზე რამდენიმე ლექსი.
📌📧 საკონკურსო მასალები მიიღება 2024 წლის
4 ივლისიდან - 30 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულად,
ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ „კონკურსი-ილია".
📲ელექტრონული ვერსიის სახით (Word-ის ან PDF ფაილი) საკონკურსო ნამუშევართან ერთად უნდა გამოაგზავნოთ: ☑️ავტორის მოკლე ავტობიოგრაფია (CV), ☑️პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ☑️ ფოტოსურათი (1 ცალი), ☑️საკონტაქტო ნომერი.
ℹ️ კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
+995 595090982, +995 577033501
ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის საშუალებით.
©️ ინიციატივის ავტორი და ორგანიზატორი:
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“
პარტნიორი: საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“
ოფიციალური მხარდამჭერი:
ქ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური