Kutaisipost • ქუთაისიპოსტი

Kutaisipost • ქუთაისიპოსტი ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლია ენდო

საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ახალი ამბები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონიდან, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერვიუ, ბლოგები და ბევრი სხვა, მრავალფეროვანი რუბრიკები შეგიძლიათ იხილოთ www.kutaisipost.ge-ზე.

🟢აშშ-მა „მწვანე ბარათის“ (Green Card Lottery) გათამაშების პროგრამა შეაჩერა.🟢როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, კ...
19/12/2025

🟢აშშ-მა „მწვანე ბარათის“ (Green Card Lottery) გათამაშების პროგრამა შეაჩერა.

🟢როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, მან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, გასცა ბრძანება საემიგრაციო ვიზების პროგრამის (DV1) - „მწვანე ბარათის ლატარიის“, (Green Card Lottery) შეჩერების შესახებ.

🟢მისი განმარტებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.

🟢ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, „დაუყოვნებლივ“ მიემართა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისთვის, შეეჩერებინათ „კატასტროფული“ პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალდეს.

‼️დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის დაიკეტება: 📌22-23 დეკემბერს - პ...
19/12/2025

‼️დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის დაიკეტება:

📌22-23 დეკემბერს - პრომეთეს მღვიმე.

📌24 დეკემბერს - სათაფლია და ნავენახევის მღვიმე

19/12/2025

ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.

19/12/2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებუ...

18/12/2025

📚 შეიძინე წიგნი — მხარი დაუჭირე თავისუფალ მედიას!

💡 სინათლე არ უნდა ჩაქრეს — წიგნის საახალწლო ბაზრობის მონაწილეები დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად!

თავისუფალი სიტყვა და სიმართლე არის ის საძირკველი, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება. დღეს დამოუკიდებელ ონლაინმედიას, რომელიც მუდმივად აშუქებს ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს, საზოგადოების თანადგომა სჭირდება.

✨ თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობის მონაწილე გამომცემლობები უერთდებიან სოციალურ კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.

🗓️ 20 და 21 დეკემბერს, ბაზრობაზე გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხარდასაჭერად მიიმართება.

თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ კამპანიის ნაწილი! თუ გსურთ ინდივიდუალური წვლილის შეტანა, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეკვიზიტები:

🏦 თიბისი ბანკი: GE76TB7548536080100013
🏦 საქართველოს ბანკი: GE06BG0000000609779465
👤 მიმღები: ააიპ „ხალხის წყარო“

სიახლით ისარგებლებენ ჭიათურაში დასაქმებულებიც, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხოთ, თუმცა, მოგვიანებით, იმავე ან მსგავს სამუშ...
18/12/2025

სიახლით ისარგებლებენ ჭიათურაში დასაქმებულებიც, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხოთ, თუმცა, მოგვიანებით, იმავე ან მსგავს სამუშაოზე დასაქმდნენ, იმავე ან სხვა კომპანიაში👇

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავის...

18/12/2025

ქუთაისში, ყველა თაობისთვის საყვარელი კომპოზიტორისა და ავტორშემსრულებლის, ნატო გელაშვილის, ჭოხოებისა და ბენდის ...

⭕️საქართველოში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი მცხეთასთან იყო.💬 "დღეს, თბილისის დროით, 13:26 წუთზე...
18/12/2025

⭕️საქართველოში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი მცხეთასთან იყო.

💬 "დღეს, თბილისის დროით, 13:26 წუთზე, ქალაქ მცხეთიდან დასავლეთით 5 კმ-ში და სოფელ ძეგვიდან 2 კმ-ში მოხდა 3.4(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა",- წერს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

18/12/2025

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგი....

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს✅️🟢პროექტი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყ...
18/12/2025

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს✅️

🟢პროექტი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ახალი ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალისწინებს.

🔶️პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები და ამფითეატრი.

🔸️მთავრობის დაპირებით, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

17/12/2025

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „იმერეთის“ ეზოში ხანძარია.

⭕️ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „იმერეთის“ ეზოში ხანძარია.📌არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კეჩის ბაზრის, იმერე...
17/12/2025

⭕️ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „იმერეთის“ ეზოში ხანძარია.

📌არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კეჩის ბაზრის, იმერეთის შესასვლელთან, მარჯვენა მხარეს განთავსებულ დახლებს გაუჩნდა.

⭕️ადგილზე მობილიზებულია სახანძროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

📌ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. არც ისაა ცნობილი, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

⭕️ამ დროისთვის, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია https://shorturl.at/ZeApi

Address

#8, G. Jibladze Street
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kutaisipost • ქუთაისიპოსტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kutaisipost • ქუთაისიპოსტი:

Share