Good news today

Good news today Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Good news today, Broadcasting & media production company, georgia kutaisi l. asatiani 155, Kutaisi.

28/09/2025

ქრება თუ არა ნამდვილი სიყვარული დროსთან ერთად???
თქვენ რას ფიქრობთ?

1852 წელს ორ საგანში, მათემატიკასა და რუსულ ენაში, წლიური არადამაკმაყოფილებელი ნიშნების გამო ილია ჭავჭავაძე ჩატოვეს ტფილ...
21/09/2025

1852 წელს ორ საგანში, მათემატიკასა და რუსულ ენაში, წლიური არადამაკმაყოფილებელი ნიშნების გამო ილია ჭავჭავაძე ჩატოვეს ტფილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში.

გალაკტიონიც ჩარჩა ერთხელ, საღვთო სჯულის გამოცდა ვერ ჩააბარა.

ვაჟა-ფშაველას უნივერსიტეტი არ ჰქონდა დამთავრებული.

პუანკარე მათემატიკაში ჩაიჭრა.

როსინი კონსერვატორიაში არ მიიღეს.

აინშტაინი ორჯერ ჩაიჭრა მისაღებ გამოცდაში.
ნობელის პრემია რომ მიიღო, მისმა მოხუცმა სკოლის მასწავლებელმა სპეციალურად შეიძინა ბერლინში წასასვლელი ბილეთი, რათა ეკითხა:
- მე რომ ვასწავლიდი ის დებილი შენ ხარ?

ვეკუამ ორიანი მიიღო მათემატიკაში.

ივანე ჯავახიშვილი სამოსანი იყო.

ედისონი უნარშეზღუდულობის გამო გაუშვეს სკოლიდან, რომ არა დედის სათუთი მიდგომა (შენ იმდენად განსაკუთრებული და ჭკვიანი ხარ, სკოლაში სიარული არ გჭირდებაო), უნგრევდნენ ბავშვს ცხოვრებას.

ბალზაკი უნარშეზღუდული ეგონათ, დებილად გამოაცხადეს და დედას უთხრეს გაეყვანა ლიცეუმიდან.

ბობი ფიშერი მე-4 კლასიდან გამოვიდა.

სალვადორ დალი სამხატვრო აკადემიიდან გარიცხეს.

პ.ს. არ დანებდე! არასდროს!

როგორ ამოიცნო სტალინმა იმპერიალისტების გლობალური გეგმები წინასწარიოსებ სტალინის ფენომენი დღემდე მრავალი დავისა თუ განხილ...
19/09/2025

როგორ ამოიცნო სტალინმა იმპერიალისტების გლობალური გეგმები წინასწარ

იოსებ სტალინის ფენომენი დღემდე მრავალი დავისა თუ განხილვის საგანია. საბჭოთა ბელადი ათეული წლების წინ წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ ის დღემდე ცოცხლობს ათეულ მილიონობით ადამიანის გულებში... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ოლესია სოლოვეი წერს: „თამამად და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტალინის პოლიტიკური მემკვიდრეობა პლანეტარული მასშტაბისაა. მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ანტისტალინისტები და ზოგიერთი ბურჟუაზიული პუბლიცისტი ხატავს, არამედ ჭეშმარიტად სახალხო, ადამიანებისთვის სასიკეთო და მათი განვითარებისა და კეთილდღეობისკენ მიმართული, თანასწორობაზე ორიენტირებული.

იოსებ სტალინი იყო ის ერთადერთი მსოფლიო ლიდერი მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წელის მეორე ნახევრის დასაწყისიდან (ჰიტლერული გერმანიის აღორძინება), ვინც საფუძვლიანად ჩასწვდა იმპერიალისტების გლობალური გეგმების ყველა ნიუანსს და აქტიური კონტრზომების მიღება დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი სწორედ სტალინმა ამხილა იმპერიალისტური გეგმის მეორე ნახევარი, რომელსაც მსოფლიო „მარშალის გეგმის“ სახელით იცნობს.

1986 წლის 8 ნოემბერს მოსკოვში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა სტალინის უახლოესი თანამებრძოლი და თანამოაზრე ვიაჩესლავ მოლოტოვი. მას ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, აბსოლუტური მახსოვრობა და გონიერება ბოლო ამოსუნთქვამდე ჰქონდა შენარჩუნებული. გარდაცვალებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე მოლოტოვმა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ჟურნალისტის ყველა კითხვას უპასუხა. მაგრამ, მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებით ამ ჩანაწერს ტაბუ დაადეს, არქივში გამოკეტეს და დღემდე გასაიდუმლოებულია ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მსოფლიო ისტორიის მაშინდელი ცოცხალი მოწმე და კრემლის სამზარეულოში კარგად ჩახედული ვიაჩესლავ მოლოტოვი ისეთ ფაქტებს ასახელებდა, რომლებიც ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი დიდ ზიანს მოუტანდა იმპერიალისტებს. ეს კი მშვენივრად ესმოდა იმპერიალისტების დამქაშ გორბაჩოვს და ამ ინტერვიუს ამიტომაც დაადო ტაბუ. მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა და სხვადასხვა წყაროდან შესაძლებელი გახდა ამ ინტერვიუს თითქმის სრული ტექსტის ბეჭდური ვარიანტის მოპოვება, რაც უაღრესად საინტერესო და საგულისხმოა. ინტერვიუს ერთ-ერთ ფრაგმენტში მოლოტოვი ამბობს: „სტალინი იდეალისტი იყო და არალეგალური რევოლუციური მოღვაწეობაც იმიტომ დაიწყო, რომ დედამიწაზე თანასწორობა დამყარებულიყო. ამ მიზანს ის იდეალურად ემსახურებოდა და მზად იყო, საკუთარი თავი გაეწირა. მოგვიანებით, როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოვედით, სტალინმა დაინახა, რომ სხვა მისი იდეური კოლეგები სულაც არ იყვნენ მოწოდებული ხალხის სასიკეთოდ და ძალაუფლება მათ არა ხალხისთვის, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის სჭირდებოდათ. ამიტომ, სტალინს მათი განეიტრალება მოუწია. პარალელურად კი, ქვეყნის მოდერნიზაციას ახორციელებდა და ამასთან, გარე პოლიტიკურ შემოტევებსაც იგერიებდა როგორც პოლიტიკურ, ასევე, ზოგ შემთხვევაში, სამხედრო მიმართულებით და სტალინი ამასაც კარგად გაუმკლავდა. როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე (30-იანი წლების დასაწყისში) ჰიტლერი გამოჩნდა და თავდაპირველად არანაირი წონა არ ჰქონდა, სტალინმა მითხრა: – კარგად დაიმახსოვრე, რომ ეს კაცი იმპერიალისტების ფავორიტია და მას კერპად აქცევენ, გააძლიერებენ და ბოლოს ჩვენზე გამოუშვებენ. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის ღირსეულად დასახვედრად.

გენიალური გათვლა იყო და შედეგმა ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი არ იყო დამთავრებული და პოდსტამის კონფერენციაზე მივემგზავრებოდით, როცა სტალინმა მითხრა: – პოდსტამშიც, ისევე, როგორც იალტასა და თეირანში, დიპლომატიურ წარმატებებს მივაღწევთ და ჩვენს დასავლელ, ჯერჯერობით, მეგობრებს ჩვენს სასიკეთო შეთანხმებებზე მოვაწერინებთ ხელს. თუმცა, ისინი მალევე დაარღვევენ მათ, დაგვიპირისპირდებიან და თავიანთი იმპერიალისტური გეგმის მეორე ნახევარს ნაწილობრივ შეასრულებენო. და მართლაც, ბრიტანო-ამერიკელებმა უკვე 1946 წელს დაარღვიეს მთავარი შეთანხმებები და ცივი ომი გამოგვიცხადეს. არა მარტო გერმანია, ევროპაც შუაზე გაყვეს და „მარშალის გეგმა“ აამოქმედეს, რომელიც სამოციანი წლების მეორე ნახევარში შეწყვიტეს და სტალინის პროგნოზი აქაც სრულიად გამართლდა...“ „მარშალის გეგმის“ მიხედვით, შეერთებული შტატები დანგრეულ ევროპას დაეხმარა და ფეხზე წამოაყენა, სინამდვილეში კი, არასოციალისტური ბანაკის ევროპულ ქვეყნებთან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისეთი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ყოველგვარი საბაჟო გადასახადი ეხსნებოდა. ნედლეულს ამ ქვეყნებიდან ჩალის ფასად ყიდულობდნენ, ხოლო მისგან დამზადებულ პროდუქციას კი ძალიან ძვირად აწვდიდნენ იმავე ქვეყნებს. თანაც, ამერიკული დოლარით იყო გადახდა და ამ ქვეყნების ვალუტებს ფასი არ ჰქონდათ. ამგვარად, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე იმპერიალისტები ნახევარი ევროპის ბატონ-პატრონები გახდნენ. უმთავრესი და საგულისხმო კი ისიც იყო, რომ ამერიკული დაფინანსება ძირითადად იმ ოქროთი წარმოებდა, რომელიც ფაშისტებმა 1939-1945 წლებში მოიპოვეს ოკუპირებული ქვეყნების ძარცვის შედეგად, აგრეთვე, ადამიანების დახოცვისა და მათი ოქროს კბილების გადადნობის შედეგად. ეს, ეგრეთ წოდებული, „რაიხსბანკის ოქრო“ 1945 წლის დასაწყისში ამერიკულმა არმიამ საიდუმლოდ გადაზიდა შტატებში და შემდგომ კი „მარშალის გეგმის“ დასაფინანსებლად გამოიყენა. 1949 წლის ნოემბერში მოსკოვში ჩატარებულ საერთაშორისო-პოლიტიკურ ფორუმზე, რომელსაც ყველა მოწინავე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სტალინმა ასეთი ფრაზა თქვა: „კარგად დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, რომ „მარშალის გეგმა“ მოკლული ებრაელების პირიდან ამოგლეჯილი ოქროს კბილებით ფინანსდებაო. ამაზე ოფიციალური პროტესტი არავის გამოუთქვამს, რადგან ყველამ იცოდა, რომ სტალინის მიერ წარმოთქმული მამხილებელი სიტყვები სიმართლე იყო“.

დედას ვეფხვის ბოკვერი😂😂😂
10/09/2025

დედას ვეფხვის ბოკვერი😂😂😂

10/09/2025

Ძმებო, ნარკოტიკი, პლანი, გინება, აზარტული თამაშები, ქალებში ხეტიალი - დაგღუპავთ.

Ლოცვა, სპორტი, შრომა - წინ წაგიყვანთ ❤️

-  შენს მკერდზე, შვილო, 💔ჩემს   ცრემლებს   სძინავთ,ჰქრის, და ღრუბლები საფლავს ნამავენ,რა უსაშველოდ ცივია წვიმა რა უსაშვე...
04/09/2025

- შენს მკერდზე, შვილო, 💔
ჩემს ცრემლებს სძინავთ,
ჰქრის, და ღრუბლები საფლავს ნამავენ,
რა უსაშველოდ ცივია წვიმა
რა უსაშველოდ ცივი სამარე... 🕯

შრიალებს ხშირი ვერხვების მწკრივი,
ამოდის მთვარე, სრული ამჯერად,
შვილო! შენში მე ვინახავ ტკივილს
ყველა ტკივილის გადასარჩენად...

და ჰგოდებს გული, და კვნესის გული,
საფლავის ქვათა მტანჯავს გოდება,
საწუთროს ფერით ვარ დანისლული
ეს თალხი ფერი არა მშორდება.

ვზივარ და ვუსმენ მშფოთვარ საფლავებს,
აქ შიშველ ძვალთა ხმაური მესმის,
რას ვერჩი, შვილო, ან ქარს, ან მთვარეს,
ან ეს წყეული რად მტანჯავს ლექსი.

თენდება...
ქვებზე სისველე შეშრა,
შეწყდა წვიმა და, მთვარეც ჩავიდა,
მივდივარ, შვილო, ახლა ამ შეშლას
აჰყევ და, აჰყვა ხმა საფლავიდან.

მივდივარ, შვილო! დამძიმდა ფრთები,
სამაროვანებს მწუხართ ვტოვებ და
შეეცდებიან მრავალჯერ მთები
ჩემს მობრუნებას სიმარტოვიდან.

ზურგს უკან ცივი სისინებს ქარი,
მხრებზე მებნევა ცრემლი საფლავთა,
სულ მარტოდმარტო მივდივარ მგზავრი
მგზავრი, რომელიც ფიქრში დამთავრდა.

✍️ ტარიელ ხარხელაური ❤

01/09/2025

რამდენი წლის იყავი 2008-ში?

ეს ჩვენი დიდი საგანძური იყო ხომ დამეთანხმებით?🤔
18/08/2025

ეს ჩვენი დიდი საგანძური იყო ხომ დამეთანხმებით?🤔

შემინდე უფალო როდესაც ცხოვრებაზე ვწუწუნებ!😑❤️
16/08/2025

შემინდე უფალო როდესაც ცხოვრებაზე ვწუწუნებ!😑❤️

მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად 😍 "აბა, შეგვაფასეთ“ – მარიამ ელიეშვილის პატარა საბა დედასთან ერთად🥰❤️მოვიწონოთ ყველამ❤️❤️
15/08/2025

მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად 😍 "აბა, შეგვაფასეთ“ – მარიამ ელიეშვილის პატარა საბა დედასთან ერთად🥰❤️
მოვიწონოთ ყველამ❤️❤️

09/08/2025

ვინ არის ის ადამიანი, რომლის გამოც სიცოცხლე გიყვართ?🔆😍❤️❤️❤️🫶

“მე რომ ნება მომცენ, ასე წავაწერდი სამასი არაგველის ძეგლს: ომი წაგებული იყო, მაგრამ მონობას სიკვდილი ვარჩიეთ.”©️ ოთარ ჭი...
03/08/2025

“მე რომ ნება მომცენ, ასე წავაწერდი სამასი არაგველის ძეგლს: ომი წაგებული იყო, მაგრამ მონობას სიკვდილი ვარჩიეთ.”

©️ ოთარ ჭილაძე
#გავაზიაროთ💚

Address

Georgia Kutaisi L. Asatiani 155
Kutaisi
4600

Telephone

+995571543333

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Good news today posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share