სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio

  • Home
  • Georgia
  • Mestia
  • სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio

სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio ჩვენი მიზანია სვანეთში მოსახლეობის ინფორმირება, პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

ჩვენი მიზანია, სვანეთის სოფლებში მოსახლეობის ინფორმირებულობა, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პრობლემების გამოკვეთა და გადაწყვეტის ხელშეწყობა.

10/04/2025

📣🙋‍♂️ბესიკ ფირცხელანი - ხეზე კვეთის ოსტატი და მომღერალი ოჯახის წარმომადგენელი ლატალის თემიდან, რომელმაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შექმნა და აღჭურვა ხის საამქრო დაზგა-დანადგარებით.

🔹️ბესიკი რომეო ფირცხელანის მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, რომლებმაც სვანური ფოლკლორის ავთენტურად შენარჩუნების პროცესში ლომის წილი გასწიეს.
მათთვის არც ხეზე კვეთა ყოფილა უცხო, დღემდე აგრძელებენ მამაპაპიესულ ტრადიციას და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, პროფესიონალურად, ამზადებენ სვანურ საკრავებს ჭუნირსა და ჩანგს.

🗣“ამ პროექტის ფარგლებში მოვახერხე ისეთი დაზგა დანადგარების შეძენა თანადაფინანსებით, რომელსაც მარტო ჩემი ბიუჯეტით უფრო დიდხანს მოვანდომებდი, ალბათ, წლები და ესე მალე ვერ მოვაწყობდი ამ სივრცეს, როგორი სივრცეც დღევანდელ დღეზე უკვე მოწყობილი მაქვს“

🔹️როგორც იგი საუბარში აღნიშნავს, მიუხედავად დაახლოებით 20 წლიანი სვანეთიდან განშორებისა ის დაუბრუნდა თავის კუთხეს და აძლიერებს მას, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ, ბესიკი, როგორც ლოტბარი, ლატალისა და ბეჩოს სალოტბარო სკოლებში, მომავალ თაობას, შეასწავლის ქართულ ფოლკლორსა და მრავალხმიამობას.

🗣„ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა, ის პროგრამები რაც აქ განხორციელდა CARE Austria-ისა და LAG-ის მხარდაჭერით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის უფრო გათვლილია და ეხმარება იმ ძირითად ფენას, რომელსაც კონკრეტულად ამ კუთხით სჭირდება მხარდაჭერა და თავისი შესაძლებლობების გამოვლინება, რაც სხვა შემთხვევაში ნაკლებად ექნებათ და ნაკლებად არის.“

🔹️ვიდეო რგოლი მომზადებულია 2022 წელს.

🇪🇺პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და განხორციელდა ქეასა (CARE) და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად.
CARE Caucasus
European Union in Georgia


_______________________________________________
www.radiolile.ge
სოციალური ქსელები:
Instagram:
Facebook: სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio
Youtube : https://www.youtube.com/channel/UCu1OIW__eCUQkOmpdIfk_GA

03/04/2025

📣🙋‍♀️ თამარ ხარძიანი - ტურისტული ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდა კალას თემიდან, რომელმაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გააფართოვა და გააუმჯობესა საოჯახო სასტუმრო, რომელიც თავდაპირველად მისი ფინანსებით იყო შექმნილი.

🗣 "როცა ხედავენ, რომ ევროკავშირი უშუალოდ აქ ეწევა საქმიანობას, თუნდაც ჩვენი სახლის გაკეთება იქნება სხვა ადამენიბისთვის ინსპირაცია, რომ ასევე დაბრუნდნენ (სოფლებში), ახალგაზრდა ადაიანები დაინტერესდნენ აქ რაღაც ისეთი გააკეთონ, რაც მართლაც ძალიან უნდათ და აინტერესებთ.“

🔹️თამარ ხარძიანი საუბარში აღნიშნავს, რომაღნიშნული მამაპაპისეული სახლი, რომელიც მისი ოჯახისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია 20 წლის მანძილზე მიტოვებული იყო, ხოლო 10 წლის წინ ის ჩამოვიდა რათა საგვარეულო სახლი აღედგინა, მისთვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინა, რაშიც აღნიშნული პროექტი დაეხმარა - „სახლი ძალიან გამაგრდა და დანგრევას გადავარჩინეთ, ასე ვთქვათ.“ - ამბობს თამარი.

🗣 "ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვიმუშაოთ 30 - 40 კაციან ტურისტულ ჯგუფებზე, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა და შემოსავლის მომცემი ბიზნესი ამ პატარა სოფელში."

🔹️ვიდეო რგოლი მომზადებულია 2022 წელს.

🇪🇺პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და განხორციელდა ქეასა (CARE) და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად.
CARE Caucasus
European Union in Georgia


_______________________________________________
www.radiolile.ge
სოციალური ქსელები:
Instagram:
Facebook: სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio
Youtube : https://www.youtube.com/channel/UCu1OIW__eCUQkOmpdIfk_GA

28/03/2025

📣🙋‍♂️ მინდია ჩარქსელიანი - ფოტოგრაფი და ტურისტული სფეროს განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდა უშგულის თემიდან, რომელმაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძინა ტექნიკა ფოტოგრაფიის განვითარებისთვის.

🗣 „4 წლის წინ გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი მამაპაპისეულ კერას მურყმილში, სადაც მაქვს სახლი. აქაურობას უნდა მიხედვა, წლების მანძილზე ნელნელა ინგრეოდა...“

🗣 „2019 წელს მონაწილეობა მივიღე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელსაც აფინანსებდა ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების ფონდი ქეასთან (CARE) ერთად.
ამ კონკურსის ფარგლებში გავიმარჯვე და გავაუმჯობესე ტექნიკა, შევთავაზე უკეთესი სერვისი ფოტოგრაფიის მიმართულებით“

🔹️მინდია ჩარქსელიანმა 2021 წელს კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში გადაიღო ზემო სვანეთის 100 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2022 წელს კი - ზემო სვანეთის 20 ბიზნესი. იგი გეგმავს ფოტო და ვიდეოგრაფიის განვითარებას, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს ბენეფიციარებს, რითაც მათ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

🔹️ვიდეო რგოლი მომზადებულია 2022 წელს.

🇪🇺პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და განხორციელდა ქეასა (CARE) და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად.
ვიდეო მომზადებულია 2022 წელს.

CARE Caucasus
European Union in Georgia


_______________________________________________
www.radiolile.ge
სოციალური ქსელები:
Instagram:
Facebook: სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio
Youtube : https://www.youtube.com/channel/UCu1OIW__eCUQkOmpdIfk_GA

24/03/2025

📣🙋‍♂️ ჯაბა ჩხეტიანი - სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდა ჭუბერის თემიდან, რომელმაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შექმნა ჭუბერში.

🗣„CARE Austria-ის დაფინანსებულმა ინვენტარმა საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა სალაშქრო გასვლები, გავიარეთ პირველადი სამედიცინო დახმარების, აღჭურვილობის ფლობის ტრენინგები.
ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის ასეთ გრანტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ადამიანებს უჩნდებათ მათი იდეების განხორციელების შესაძლებლობა“

🔹️ჯაბა ჩხეტიანი საუბარში აღნიშნავს, რომ ჭუბერის თემში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილების სიმცირე, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე, მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემა, რაც ახალგაზრდების გადინებას უწყობს ხელს.

✊️მისი საბოლოო მიზანი არის ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა, ტურისტული სფეროთი დაინტერესება, რაც ჭუბერის ტურისტული პოტენციალის ფართო მასებისათვის გაცნობას უზრუნველყოფს.

🔹️ვიდეო რგოლი მომზადებულია 2022 წელს.

🇪🇺პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და განხორციელდა ქეასა (CARE) და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად.

CARE Caucasus
European Union in Georgia


_______________________________________________
www.radiolile.ge
სოციალური ქსელები:
Instagram:
Facebook: სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio
Youtube : https://www.youtube.com/channel/UCu1OIW__eCUQkOmpdIfk_GA

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტის გზაზე 🚫🆘 მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია.  პოლიცი...
05/01/2025

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტის გზაზე 🚫

🆘 მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს რომელთაც ბრალად ედებათ უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა.

❌ არსებული ინფორმაციით სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა რომელსაც ადგილობრივების თქმით აღენიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანელებს პოლიცია სოფელ ნაკრაში ეძებს, რომელთა ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.

თავისუფალი სვანების მარში ✊ 🇬🇪 🇪🇺ℹ  21 დეკემბერს სვანების მარშის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწ...
22/12/2024

თავისუფალი სვანების მარში ✊ 🇬🇪 🇪🇺

ℹ 21 დეკემბერს სვანების მარშის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტის მიმართულებით.

სვანების მარში - 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისში 🇬🇪🇪🇺"სამშობლოს შენარჩუნების, გადარჩენისა და ჩვენი ევროპული მომავლი...
17/12/2024

სვანების მარში - 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისში 🇬🇪🇪🇺

"სამშობლოს შენარჩუნების, გადარჩენისა და ჩვენი ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას სვანეთიც! ვერც უშბა, ვერც თეთნულდი, ვერც ლაილა, ვერც შხარა და ვერც მათ ხეობაში მცხოვრები სვანი ხალხი ვერ აიტანს ბატონსა და რეჟიმის სითავხედეს.

სწორედ ამიტომ:
🗓️ შაბათს, 21 დეკემბერს
🕐 16:00 საათზე
📍ფილარმონიიდან პარლამენტისკენ სვანების მსვლელობაზე გელოდებით ყველას ✊🏼❤️

ყველა იმ ადამიანს, ვისაც სამშობლო გეძვირფასებათ და თვლით, რომ სვანი ხალხი, როგორც ყოველთვის, ახლაც მოწოდების სიმაღლეზე, თავისუფლების სადარაჯოზე უნდა იდგეს იქ, სადაც მთელი ქვეყანა დგას! 🇬🇪🇪🇺

⭕️ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტი!
⭕️ შეწყდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე სასტიკი ძალადობა!
⭕️ დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები!
⭕️ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა ევროპული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზაზე!", - ნათქვამია განცხადებაში.

📢🥰მესტიის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა   არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ნენსკრა" სახელოვნად წარსდგა მეგა პროექტ ,,ნიჭიერ...
04/10/2024

📢🥰
მესტიის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ნენსკრა" სახელოვნად წარსდგა მეგა პროექტ ,,ნიჭიერში" სვანური ფერხულით - "როსტომ ჯაბიკვ", დაიმსახურა უმაღლესი შეფასება, და გადავიდა ნახევარ ფინალში!💖🙋‍♀️

ვიდეო რგოლი იხილეთ - https://www.facebook.com/share/v/LmPDZnhFGJJz4j3R/

ანსამბლის ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდები და ახალგაზრდული ენერგია, ყველაზე პატარა წევრები მე-4 კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც უფროსკლასელებთან ერთად ჩაბმულნი არიან ფერხულში, ფერხულში რომელსაც ტრადიციის შენარჩუნება ჰქვია.

სვანეთის სათემო რადიო აღნიშნავს იმ ეროვნული სულისკვეთების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობოსათვის, რის მაგალითსაც ანსამბლი ნამდვილად იძლევა.👏

_________________________________

ანსამბლი ,,ნენსკრა" 2017 წელს დაარსდა, (ყველაზე პატარა წევრი მე-2 კლასის მოსწავლე იყო) როდესაც ჭუბერის მდინარე ნენსკრას ნაპირზე მოეწყო ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული ფესტივალი - "ჩვენ ვართ სვანეთი", სადაც ფესტივალის ორგანიზატორებისგან ნაჩუქარ შავ მაისურებზე ანსამბლის პატარა წევრებმა მათივე ხელით დააწერეს ერთობლივად მოფიქრებული ანსამბლის სახელი - ,,ნენსკრა".

ანსამბლის ენთუზიაზმი ძალიან დიდი იყო, მონაწილეები ხელმძღვანელთან ერთად ცდილობდნენ მოეძიებინათ ახალი სიმღერები, სოციალური ქსელებიდან ესწავლათ საკრავებზე დაკვრა, შეძლებისდაგვარათ ცეკვაც, რომ მუსიკალური ნომრები გაეფორმებინათ.

ანსამბლს არანაირი მუსიკალური ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა, არც საკრავები, არც თავშეყრის ადგილი, ფორმებზე საუბარი ხომ ზედმეტია.

"- თუ რომელიმე წევრი ვიყიდიდით საკრავს, სიხარულით მივარბენინებდით რეპეტიციაზე რომ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. ზამთარში შეშის ფეჩთან შეყუჟულები ვმეცადინეობდით რადგან გვიყვარდა ჩვენი საქმე და გვქონდა მიზანი, რომ მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო ქართული მრავალხმიანობა და სვანური ფოლკლორი." - აღნიშნავს ანსამბლის ერთ ერთი წევრი მარიამ ანსიანი

თითოეული ნენსკრელის შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს მათ აქვთ საბაზისოდ აუცილებელი მუსიკალური ინსტრუმენტები, სამოსი, კულტურის სახლი, სადაც შეუძლიათ ჩაატარონ რეპეტიცია.

ანსამბლი დაარსებიდან არის არაერთი პროექტის თუ კონკურსის გამარჯვებულია და სახელოვნად წარადგენს სვანეთს.

ანსამბლის ხელმძღვანელი: ლალი ჩხეტიანი, რომელსაც მხარში უდგანან ლაშა ვიბლიანი და რატი დევდერიანი

ანსამბლს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გამართული მუსიკალური აპარატურა, ზამთრისთვის შესაბამისი ეროვნული სამოსი-ფორმები და განახლებული საკრავები.

ანსამბლის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს - https://www.facebook.com/profile.php?id=100040276067135&mibextid=ZbWKwL

 #არარუსულკანონს
05/04/2024

#არარუსულკანონს

Address

Mestia

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სვანეთის სათემო რადიო / Svaneti Community Radio:

Share