26/05/2025
ლიტერატურული არქეტიპები და შენ.
4 სარკის თავგადასავალი შრი ლანკაში.
Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება-ისა და "ფასკუნჯის" ერთობლივი თავგადასავალი ეგზოტიკურ შრი ლანკასა და ყველაზე იდუმალ სამყაროში - საკუთარ თავში.
წიგნის გმირად გადაიქეცი და გამოგვყევი.
⚡️🌟ეს მოგზაურობა სრულად განსხვავდება ყველა იმ თავგადასავლისგან რაც აქამდე გსმენიათ, გინახავთ თუ გადაგხდენიათ თავს...
ეგზოტიკურ კუნძულზე თქვენ ჯადოსნურ სარკეს იპოვით.
💫იცოდოთ , რომ ჯადოსნური სარკე არსებობს, სადაც საკუთარი ნამდვილი „მე“ ირეკლება? ეს გამოსახულება ხან უბრალოდ დამტვერილია და ოქროს ქაღალდი უნდა გადაუსვა, რათა გამოჩნდეს.
ვინ ხარ შენ? როგორ გხედავს სამყარო და როგორ ხედავ თავს? როგორია შენი უნიღბო და ნიღბიანი სახე? შემეცნებით სათავგადასავლო ტურთან ერთად ყოველ საღამოს მწერალი, ფსიქოლოგი და უბრალოდ საუკეთესო ადამიანი გურამ მეგრელიშვილი საინტერესო თავგადასავლებში დავპატიჟებს, კუნძულზე გატარებული ყოველი საღამო საოცარი ამბებით, უგრძელესი საუბრებით, ერთმანეთში კარგის დანახვით და უბრალოდ ცხოვრების ძალების აღდგენით დაიწება.
🗓️ტურის თარიღები 22-30 ნოემბერი 2025 წელი
• 3 ღამე სიგირია
• 1 ღამე ქანდი
• 1 ღამე ელლა
• 1 ღამე იალა
• 2 ღამე ოკეანის სანაპირო
💫თავგადასავლები, გართობა, კულტურულ-შემეცნებითი და სარელაქსაციო ტური ერთად თავმოყრილი. ინდოეთის მარგალიტი - შრი ლანკას კუნძული
⭐️დღე 1
ჩასვლისთანავე ტრანსფერი უძველეს ქალაქ სიგირიაში. ღამეს ჯუნგლებში, საოცარ სასტუმროში გავატარებთ, წარმოიდგინეთ სიმწვანე, უზარმაზარ ფოთლებიანი ხეები და ბუნების ხმები, ბედნიერება ესეთი ნატურალური არასდროს ყოფილა... მსგავსი გარემო ყველაზე მეტად გვაახლოვებს ჩვენს საწყის მესთან... და ამ დროს ცეცხლის პირას ან აუზის გარშემო, მწერლის მშვიდი ხმით მონათხრობი ამბები, ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი წიგნის გმირი, საინტერესოა რამე თუ გვაერთიანებს მათთან, მწერალი გურამ მეგრელიშვილი დღეს საყვარელ პერსონაჟად გვაქცევს და ფსიქოლოგი გურამ მეგრელიშვილი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად წიგნის გმირების არქეტიპებით გაგვაცნობს საკუთარ თავს გარედან.
⭐️დღე 2
შრი ლანკის დათვალიერებას მისი სავიზიტო ბარათად ცნობილი სიგირიას მთაზე ასვლით ვიწყებთ, Sigiriya lion rock“- ადგილი, სადაც კლდოვან სამოსახლოებში ჯერ კიდევ 20 000 წლის წინ მეზოლითური პერიოდის ხანაშიც ცხოვრობდნენ ადამიანები. ამბობენ ამ გამოქვაბულებში გამოკეტილი ბუდისტები ყველაზე ახლოს არიან ბუდასთანო... თურმე აქაური ძეგლების სრულად დასათვალიერებლად თვეც არ ყოფნის მოგზაურს.
ამ დღესვე დავათვალიერებთ „Dambulla temple“-ს . ეს არის ზღვის დონიდან 1118 მეტრზე აშენებული მღვიმის კომპელქსი უძველესი ფერწერული ნამუშევრებით. მათ შორის ყველაზე ძველი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე -2 საუკუნითაა დათარიღებული.
იდეალურ რელაქსაციას მსურველები აიურვედას საოცარი სამკურნალო მასაჟით დაასრულებენ. აიურვედა როგორც მეცნიერება სულის ერთიანობის სხეულთან ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღირცხვამდე მეხუთე საუკუნეში ინდოეთის მთებიდან იღებს სათავეს, მისი მკურნალი თვისებები აერთიანებს ფიზიკური ჯანმრთელობის სინთეზს სულიერ სიმშვიდესთან. შრი ლანკა, ბოლო ორმოცდაათი წელია ითვლება საუკეთესო ადგილად აიურვედას მასაჟისთვის.
სხეულის მასაჟის შემდეგ მენტალურ ჰიგიენას უნდა მივხედოთ. ექსკლუზიურად ამ ტურისთვის შემქნილ ლიტერატურულ არქეტიპებში მოგზაურობა გრძელდება . ეს ის სარკეა, სადაც შენი თავი და გარემოცვის წევრი უნდა დაინახო.
16 ლიტერატურული არქეტიპიდან რომელი ხარ შენ? ლოლიტა, პეპი თუ ნასტასია ფილიპოვნა? იქნებ აღაზა?
ჩვენი ლიტერატურული მეგზური 16 ლიტერატურულ არქეტიპს შორის გამოგზაურებთ. თითო დღე 4 არქეტიპი. ჩაინიშნე, გაიაზრე, გზა განვაგრძოთ.
⭐️დღე 3
რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი ვიდრე მზის ამოსვლის ველურ ბუნებაში ხილვა, გარიჟრაჟზე მინარეას ნაციონალურ პარკში გარეული სპილოების კვალდაკვალ ჯიპებით გავეშურებით, ბუნებაში ტბისა და მდინარეების პირას უამრავ გარეულ სპილოს შევხვდებით. საფარი ტურის დადებითი ემოცია დიდხანს გაგყვებათ ემოციურ საგზლად.
მომდევნო აქტივობა ეკო-ტური „Hiriwadunna village Safari“ იქნება , ვისეირნებთ ბალახის კალათებით ჰირივადუნას ტბაზე, ასევე, გავისეირნებთ კატამარნით და სურვილისამებრ ვითევზავებთ ჯოხებით ადგილობრივებთან ერთად. ვეწვევით ფერმერების სახლებს და დავაგემოვნებთ ლოტოსის ფოთლებზე მორთმეულ ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს შედევრებს.
ლიტერატურული არქეოლოგია გრძელდება. კიდევ 4 ქალის არქეტიპი მსოფლიოს შედევრებიდან ამ საღამოსაც გველოდება. ის, ვინც გუშინ გვეგონა რომ გვგავდა, შესაძლოა დღეს ვეღარ ვიმსგავსოთ. ჯერ ყველაფერი წინაა. ეს ერთგვარი ტოტემია, რომელიც ხელახლა გადაკითხვას მოითხოვს. ჩვენი ტვინი ხომ კომპიუტერის მსგავსად პროგრამირებასა და გადაპროგრამირებას ექვემდებარება?
კაცობრიობის ინტელექტუალურ მონაცემებს ხომ ლიტერატურა ინახავს? ჩავიხედოთ სარკეში.
⭐️დღე 4
კანდისკენ გზად ვეწვევით აბრეშუმის და ტრადიციული სარის ცნობილ მაღაზიას. სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საოცარი ხარისხის აბრეშუმის ნაჭრები, შარფები, მამაკაცისა და ქალის ნატურალური მასალის სამოსი, ტრადიციული შრი ლანკური სტილით აბრეშუმით ნახატი ნამუშევრები, ნატურალური ტყავისა და ხის აქსესუარები და სხვა ათასი საინტერესო ნივთი.
დავათვალიერებთ სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებს, მათ შორის, აუცილებლად ვნახავთ ბუდისტურ თეთრ ტაძარს, სადაც გადმოცემისამებრ ბუდას კბილი ინახება. ავალთ ულამაზეს ტბაზე და არწივის გადმოსახედიდან გადმოვხედავთ ზღაპრად ქცეულ ქალაქს.
დავესწრებით შრი ლანკურ ნაციონალური ცეკვის კონცერტს, ეს ცეკვა სრულად განსხვავდება მანამდე ნანახ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ შესრულებებისგან, ცხოველების და სხვადასხვა გმირების ფორმებ გადაცმული ოსტატები საოცარ ილეთებს აკეთებენ ცეცხლთან.
შემდეგ ვახშმად ჰელგას ფოლის, ქალბატონ ჰელგას ვესტუმრებით. შანელის მოდელმა მიატოვა ყველაფერი და შრი ლანკელ გენერალს გამოყვა ცოლად. ოჯახმა სასტუმროს ბიზნესი წამოიწყო შუაგულ ჯუნგლებში და თითოეული კვადრატული მეტრი ხელოვნების ნიმუშად აქცია. სხვადასხვა დროს აქაურობას სტუმრობდნენ ინგლისის დედოფალი, პრინცი, ამერიკის პრეზიდენტები და ბევრი ცნობილი ადამიანი. ეს ქალი და სასტუმრო უამრავი მოგზაურის ინსპირაციის წყაროად იქცა.
დღეს გარემოცვაზე ვილაპარაკებთ. ტოქსიკურ ურთიერთობებსაც სჭირდება დეტოქსი. ამაზე შესანიშნავ ადგილს ძნელად თუ მოვძებნით. ხომ გახსოვთ? თქვენ ლიტერატურული გმირი ხართ და ახლა სხვა პერსონაჟების იდენტიფიკაცია უნდა მოახერხოთ.
⭐️დღე 5
დილას ნალიგალეს ცაში გამოკიდული ტაძრით ვიწყებთ. ეს ის ადგილია, რომლის სილამაზე პატარა ბავშვსაც სულს შეუგუბებს. შემდეგ გზას პინაველასკენ ვაგრძელებთ, ბედნიერი სპილოების სამფლობელო; ბავშვთა სახლი მუდამ მომლოდინე თვალებით ხომ წარმოგიდგენიათ? ახლა ეს ყველაფერი სპილოებზე გადმოიტანეთ. პატარა ობოლი სპილოები წლებია მოყავთ პინაველაში, სადაც ზრდიან, ეფერებიან და ანებივრებენ. რამოდენიმე საათის განმავლობაში სურვილისამებრ ვიბანავებთ, დავბანთ და გავუპრიალებთ სპილოებს ხორთუმებს, ვისეირნებთ და ვიპოზიორებთ მათთან ერთად. ლანჩს მდინარის პირას მათი ჭყუმპალაობის ფონზე მივირთმევთ.
აუცილებლად ვნახავთ ქანდის ბოტანიკურ ბაღს, ყველაზე მრავალფეროვანი მწვანე საფარი, გასაოცარი ხეები და ყვავილები გველოდება სამეფო ბაღში. ამბობენ ამაზე ლამაზი და ფერადი ადგილი დედამიწაზე არსად არისო... ვეწვევბით სუნელების ბაღსაც, გავეცნობით ბუნების მიერ ბოძებულ საიდუმლოებებს. სურვილის შემთხვევაში შევიძენთ სხვადასხვა წამლებს და ნელსაცხებლებს.
გზას ცოტა გავიმრუდებთ და შევივლით ქალაქ Ambuluwawa-ში. დავლაშქრავთ ცამდეაწვდილ ოცნების, კოშკს. შემდეგ კი ნუვერა ელიას ჩაის პლანტაციებისკენ გავემართებით. დავათვალიერებთ ჩაის ყველაზე დიდ ფაბრიკას, დავაგემოვნებთ უამრავ სურნელოვან ნაყენს და დავბინავდებით შრი ლანკის შვეიცარიად წოდებულ ქალაქ ნუვერა ელიაში.
სწორედ ამ ქალაქს უნდა დავუტოვოთ ლიტერატურული არქეტიპების ყველაზე იდუმალი ქალების სახელები. იქნებ ამ ოთხეულთა სიაში მოძებნით თავს? თქვენი სიტყვებიც მატერიალიზდება? სხვისი ფიქრების ამოცნობა რომ შეგიძლიათ აღარ გიკვირთ? მედეას სამშობლოდან ხართ, არ გაგიკვირდეთ.
⭐️დღე 6
„კალიფსო თრეინ“- ესე ქვია მატარებელს, რომელიც ნუვერა ელიადან ელლამდე ცაზე გაკიდულ ბუნებაზე გადის. ეს ხედები, ფერები და ბუნება არასდროს დაგავიწყდებათ. ელლაში ასვლისთანავე ვეწვევით ცხრათაღიან ხიდს ფოტოსესიისთვის. საღამოს კი როცა ცხოველები ყველაზე მეტად აქტიურდებიან ნაციონალური პარკ იალაში ჯიპებით შევალთ. ეს არის დედამიწაზე არსებული სამოთხე, ადგილი, სადაც ოკეანე ერწმყის ველურ ბუნებას. ტროპიკული ხეები, უზარმაზარი ფერადი ყვავილები და სივრცეში დაკარგული გარეული ცხოველები, ფერადზე ფერადი ფარშევანგები და ბუდისტური გარემო, რბოლა ჯიპებით და უამრავი ემოცია. დანახული გახვევს თავბროს და თავი სრულ ზღაპარში გგონია.
არ დაიღალოთ ემოციებისგან. კიდევ ერთი საინტერესო ოთხეული დღეს გელოდებათ. პერსონაჟი ქალები, ვის ფეხებთანაც ყველა კაცი იჩოქებს. აქვე იმ არქეტიპებსაც გავიცნობთ, მწერლებმა რომ რთული ხვედრი არგუნეს - გაუტეხელი, შეუპოვარი და მაინც, ნამდვილი ქალები. იქნებ ამ სარკეში დაინახოთ საკუთარი თავი?
⭐️დღე 7 და დღე 8
თავისუფალი დღეები ინდოეთის ოკეანის პირას.
მზე, ზღვა, ოქროსფერი ქვიშა მთლიანად თქვენს განკარგულებაშია. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით ვეშაპების ტურის აღება ოკეანეში, ცნობილი აიუვერდას მასაჟების გაკეთება, ან სულაც ზღვის პროდუქტების ბაზარში წასვლა და იქაური ნობათის
💫გახსოვთ რითი დავიწყეთ? საკუთარი პორტრეტის შექმნით. ახლა, ოთხი სარკის თავგადასავლის შემდეგ, როგორ ხედავ თავს? რა შეგიძლია სამყაროს მოუყვე შენზე, როგორც გმირზე? დაინახე შენი ნამდვილი ცხოვრების ბილიკი?
არ გადაუხვიო!
⭐️დღე 9
გამთენიის ფრენა საქართველოს მიმართულებით.
✨ღირებულება 1 ადამიანზე 2930$
🌟ფასში შესულია:
✅ორმხრივი ავიაბილეთი;
✅ტრანსფერი;
✅მატარებლის ბილეთი;
✅შიდა გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსი;
✅ყველა სასტუმრო ;
✅ვიზა ;
✅კვალიფიციური ადგილობრივი გამყოლი/სერთიფიცირებული გიდი;
✅ქართულენოვანი გამყოლი;
✅სალექციო ფსიქოლოგიური კურსი გურამ მეგრელიშვილთან ერთად
✅ყველა ექსკურსია თავისი მოსაკრებლით და ბილეთით;
✅ორი საფარი ტური და ჯიპები;
✅საუზმე.
⛔️ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌სადილი, ვახშამი;
❌ვეშაპების ტური ;
❌ვახშამი მადამ ჰელგასთან;
❌” თიფი“ მძღოლებისთვის და გიდისთვის ჯამში 130$ ერთი ადამიანისგან ;
❌ყველა სხვა დამატებით ხარჯი რაც არ არის ღირებულებაში აღნიშნული.
👇სანახავი ობიექტების ჩამონათვალი:
• იალას საფარი ტური
• მინარეას საფარი ტური
• ეკო საფარი ტური
• ეკო საფარი ტური სოფელ ჰირივადუნაში
• სიგირიას ლომის კლდე
• ინდუისტური და ბუდისტური ეკლესიები
• პინაველას სპილოთა თავშესაფარი
• ქანდის თეთრი მონასტერი
• ქანდის ღამის კულტურული შოუ
• სამეფო ბოტანიკური ბაღი
• ჩაის ქარხანა და პლანტაციები
• სპილოების ორანჟერია
• სუნელების ბაღი და ინფო ტური
• მატარებლის ტური ნუვერა ელიადან ელამდე
• დამბუელას კომპლექსი
• ნალიგალეს კომპლექსი
• რეპტილიების ცენტრი
• მეთევზეების ყურე
• ამბულუვავას კოშკი
❗️ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ ჩარიცხვის შემდეგ, თქვენი მხრიდან ნებისმიერი მიზეზით პირობის დარღვევის შემთხვევაში ( ტურში ვერ წამოსვლის, თანხის დროულად ვერ დაფარვის) გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
✨ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა დაფარული უნდა იყოს ტურის დაწყებამდე 21 სამუშაო დღით ადრე.
☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 555247373
@გამომწერები