ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights

ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights პლატფორმა ფოთში ეკოლოგიური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

22/09/2025

⭕️ფოთის მერის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა (ბექა ვაჭარაძის დედამ), ინგა მასხულიამ, 2021 წელს ქობულეთში, დაბა ჩაქვში, 2 მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელთა ჯამური ღირებულება 180 000 დოლარია.

იმ პერიოდში ბექა ვაჭარაძე საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

"არსებული კანონმდებლობის შესაბამისად,საკრებულო ინსტიტუციურად მერიის მაკონტროლებელი ორგანოა. შესაბამისად, იქმნება ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი მაკონტროლებელი
ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსს შორის. ფაქტობრივად, შვილი არის პასუხისმგებელი იმ სამსახურის
საქმიანობის კონტროლზე, რომელსაც დედა ხელმძღვანელობს." - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში, ფოთის საკრებულოს საქმიანობის შესახებ.

2022 წლიდან ინგა მასხულია აღარაა მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

🔗 წყაროები: TI-ის ანგარიში; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები (2021)

#ფოთი #გამჭვირვალობა #ინტერესთაკონფლიქტი #კორუფცია

18/09/2025
11/09/2025

⭕️9 სექტემბერს რეგისტრაციიდან ორ დღეში “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო ძლიერი საქართველოს” კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კანდიდატურა მოხსნა.

ამ დროისთვის ფოთის მერობის ერთადერთი კანდიდატი მმართველ პარტიას ყავს.

უკვე 10 000 გამომწერი! 🚀🙌 მადლობა თითოეულ თქვენგანს — ერთად ვცვლით ჩვენს ქალაქს უკეთესობისკენ!💢თუ გსურთ, ქალაქში არსებულ...
25/08/2025

უკვე 10 000 გამომწერი! 🚀

🙌 მადლობა თითოეულ თქვენგანს — ერთად ვცვლით ჩვენს ქალაქს უკეთესობისკენ!

💢თუ გსურთ, ქალაქში არსებული ეკოლოგიური და სხვა პრობლემების შესახებ შეიტყოთ, გამოთქვათ საკუთარი აზრი, მოგვაწოდოთ ინფორმაცია პრობლემის შესახებ და ჩაერთოთ გადაჭრის პროცესში, დაგვაფოლოვეთ 👇 ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights

- თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან...- თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვე...
24/08/2025

- თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან...

- თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ...

თუ გსურთ შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ

მაშინ, ორი ნაბიჯი გადადგით:

1. კორუფცია გამოაცხადეთ ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე.

2. სამი პროფესიის ადამიანები:
სამხედროები, მასწავლებლები და ექიმები, გახადეთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენლებად...

და რაც მთავარია... იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ - რადგან არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ თქვენ გარდა...

თქვენ, მხოლოდ თქვენ და სხვას არავის სჭირდება თქვენი ქვეყანის წარმატება და კეთილდღეობა...

როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები, ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ თქვენი ცხოვრების გზა, მაშინ მიაღწევთ მიზანს!

გოლდა მეიერი, ისრაელის პრემიერ მინისტრი (1969-1974)

23/08/2025

📌სამოქალაქო პლატფორმა - ,,ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის’’ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა. პლატფორმა ითხოვდა სს ,,ფოთი ტრანსტერმინალთან“ ნებისმიერი წარმოების პროცესში ჩართვას, როგორც დაინტერესებული მხარე, რაზეც ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ჩვენი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება გამოსცა.

📢აღნიშნული გამჭვირვალობის შემზღუდავი და უკანონო ბრძანება გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით, თუმცა ფოთის მერმა, როგორც მოსალოდნელი იყო, საჩივარი არ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაც სასწრაფოდ გამოსცა.

📍ჩვენი პლატფორმა მიიჩნევს, რომ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩვენი ორგანიზაციის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვაზე უარით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ორჰუსის კონვენცია, საერთაშორისო კონვენცია - ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ''ასევე , ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და ა.შ.

📌აღნიშნულთან დაკავშირებით დავა ფოთის საქალაქო სასამართლოში განვაგრძეთ, ჩვენს მიერ შეტანილ სარჩელში, 2024 წლის 11 აპრილის ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობას ვითხოვთ.

📍ფოთის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სარჩელი დასაშვებად ცნო და მიიღო სასამართლო წარმოებაში.

👉შეგახსენებთ,რომ სს ,,ფოთი ტრანსტერმინალი“ ქ.ფოთის ხობისა და სამეგრელოს ქუჩაზე, რომელიც არის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცე, აშენებს მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალს, რასაც თან ახლავს საზოგადოების პროტესტი, აღნიშნული მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, ვინაიდან ნაბადის უბანში ახალ ტერმინალს, სხვა დამაბინძურებელ საწარმოებთან და მრავალრიცხოვანი ტრაილერის გამტარ მაგისტრალურ ქუჩასთან ერთად, კუმულაციურად, მავნე ზეგავლენა ექნება გარემოსა და ადამიანებზე.

📢ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ტერმინალის დამფუძნებლებთან და ლობისტებთან მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, პირადად უწევს ლობირებას და ხელს უწყობს უკანონო მშენებლობის პროცესის გაუმჭვირვალობას.

⭕ჩვენ ორგანიზაცია აგრძელებს ადოკატირების კამპანიას და საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად, მოსახლეობის საცხოვრისის ხელყოფისთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის დისკრიმინიციური მიდგომისათვის სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს, ქალაქში მავნე ზეგავლენის მქონე საწარმოების უკანონოდ მშენებლობის ხელშემწყობი არაკეთილსინდისიერი და დამნაშავე თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

🟢საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ🔺მუხლი 6. მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში🔻მოქალაქეს უფლება აქვს:ა) ...
23/08/2025

🟢საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ

🔺მუხლი 6. მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში
🔻მოქალაქეს უფლება აქვს:
ა) ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში;
ბ) სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი;
გ) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;
დ) მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება, აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე;
ე) გაერთიანდეს გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში;
ზ) მიიღოს ანაზღაურება საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანისთვის;
თ) სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა.
✅მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა გარემოსდაცვით
ინფორმაციას (რომელზე წვდომის უფლებაც მოქალაქეებს აქვთ) განმარტავს ფართოდ და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და
უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი ჯაჭვის დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები.
😷ფოთში, ნაბადის უბნის (ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, სააკაძის., ფალიაშვილის, სამეგრელოს ქუჩები), მრავალი წელია აპროტესტებს კანონის დარღვევით მომუშავე საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძირებას, ხმაურსა და ვიბრაციას, რაც ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოს.
🙈🙉🙊ხელისუფლება უმოქმედოა, პრობლემას არ აღიარებს! უფრო მეტიც, ის ხელს უწყობს, ეკოლოგიური ასპექტების იგნორირებით, ახალი დამაბინძურებელი საწარმოების ქაოტურად გახსნას ეკონომიკის განვითარების მიზნით.
🆘ფოთში, ეკონომიკური განვითარება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკად იქცა.
#სუფთაჰაერიჩვენიუფლებაა
#ფოთი #ტყვია #მძიმემეტალი #ჰაერისდაბინძურება
#ფოთელებისაკუთარიუფლებებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს ეროვნული სააგენტო

https://www.facebook.com/share/p/14FnP1vLunX/
19/08/2025

https://www.facebook.com/share/p/14FnP1vLunX/

ფოთის მერის ლანძღვის გამო ნაცემმა პირმა, ვლადიმერ ამბალიამ, პოლიციიდან საჩივარი გაიტანა.

თავდასხმა, მიმდინარე წლის 29 მარტს მოხდა.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძესთან დაახლოებული პირები, ამასთან საჯარო მოხელეები, ღამით, ამბალიას მის კუთვნილ ავტოსამრეცხაოში ფიზიკურად გაუსწორედნენ. ამბალიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ის თავიდანვე მომხდარში მერს ადანაშაულებდა და მის გადადგომას მოითხოვდა.

თავდამსხმელები ცემისას მოტივად მერის ლანძღვას ასახელებდნენ.

ამბალიამ საჩივრით პოლიციას მიმართა და მათ დასჯას ითხოვდა.

პოლიციაში გამოძიება დაიწყო, თუმცა პროკურატურას ამბალია დაზარალებულად არ უცნია.

დასახელდნენ თავდამსხმელებიც: დათო თავაძე, გიორგი ანაკიძე, ლაშა გვალია, ლაშა ყურუა - არცერთი არ დასჯილა და ზოგიერთი მათგანი დღემდე საჯარო მოხელეა.

ჩვენ ინფორმაციის სიზუსტე გადავამოწმეთ თავად ამბალიასთან. მან ბუნდოვანი პასუხი გაგვცა და დაგვპირდა, რომ საქმის გარემოებას პირისპირ შეხვედრისას აგვიხსნიდა, თუმცა შეხვედრაზე არ მოსულა, ხოლოას შემდეგ ზარზე არ უპასუხია.

https://www.facebook.com/share/1GfUMtc13y/
24/07/2025

https://www.facebook.com/share/1GfUMtc13y/

📣 ჩვენ გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ვიზალიბერალიზიის შესაძლო შეჩერების პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე პროცედურებისა და რეკომენდაციების შესახებ, რათა საზოგადოებას შეექმნას ობიექტური წარმოდგენა ევროკავშირის მოთხოვნებისა და საქართველოს მიერ შესასრულებელი ვალდებულებების რეალურ შინაარსსა და პირობებზე - https://cutt.ly/drPjx3p0

◾ რეკომენდაციები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის წერილით 2025 წლის 16 ივლისს მიიღო, ჯერ კიდევ ევროკომისიის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშითაა გათვალისწინებული და საქართველოს ისინი არ შეუსრულებია.

◾ სწორედ ამ ანგარიშის მიღების დროისთვის არსებული მდგომარეობით მოითხოვა 16 ივლისს ევროკომისიამ მის მიერ გაცემული 8 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანას ვადა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე მისცა.

◾ ამასთან, ანგარიშშივეა მკაფიო მითითება, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, რათა საქართველომ „განაგრძოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება“. თუმცა, ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის განმავლობაში არათუ უგულებელყო, არამედ ადამიანის უფლებების შემზღუდავი სხვა არაერთი კანონმდებლობა მიიღო და არაერთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგა.

◾ შესაბამისად, აშკარაა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები უკავშირდება “ქართული ოცნების” მიმართ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული სტანდარტული რეკომენდაციების პაკეტს, რომელთა შესრულება ჩვენი შეფასებით, შესაძლებელია და ის არ უკავშირდება რადიკალური ხასიათის ცვლილებებს პოლიტიკისა და სამართლის სისტემაში.

🔴 ამის მიუხედავად, “ქართული ოცნება” თითქმის 2 წელია ამ კუთხით არსებული რეკომენდაციების შესრულებას უგულებელყოფს და არ აჩვენებს მათი ჯეროვანი შესრულების მზადყოფნასაც კი, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობის მიზანმიმართული დაზიანების, ურთიერთობების სრული დეინსტიტუციონალიზაციისა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერების დემონსტრაციულ პოლიტიკურ ინტერესს უფრო აჩენებს.

◾ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური სიკეთეების გათვალისწინებით, ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების დემონსტრაციული შეუსრულებლობის გადაწყვეტილება უმძიმესი პოლიტიკური და ანტისოციალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებთან და მისწრაფებებთან მოდის წინააღმდეგობაში. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, “ქართული ოცნების” მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა და ევროკავშირის სტანდარტების მიზანმიმართული უგულებელყოფა საზოგადოებრივი ნების ღია და პირდაპირ უარყოფას წარმოადგენს.

❗ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას დაამძიმებს, არამედ გადაავადებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა პოლიტიკურ სივრცეში დააბრუნებს.

❗ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ არ დაუშვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიკეთეების დაკარგვა, არ გადაუხვიოს კონსტიტუციური მისწრაფებების გზას და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირთან დიალოგი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

❗️ამ და სხვა ბავშვებს აყურებინეს დღეს უზარმაზარი უსამართლობა და იმ სახლის ნგრევა, სადაც ცხოვრობდა.  ჯასთინ ტიმბერლეიკის ...
24/07/2025

❗️ამ და სხვა ბავშვებს აყურებინეს დღეს უზარმაზარი უსამართლობა და იმ სახლის ნგრევა, სადაც ცხოვრობდა.

ჯასთინ ტიმბერლეიკის კონცერტი კი გუშინ ბიუჯეტს 13, 5 მილიონი ლარი დაუჯდა. .......
▪️2012 წელს, დევნილმა ვახტანგ ჭანტურიამ, სამინისტროსთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. როგორც თავად ამბობდა, ამის მიზეზი მისი უსახლკარობა იყო.

▪️2014 წელს, ფოთში, დევნილმა დალი აბურჯანიამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემდეგ ამბობდა: გვიშველეთ რამე, ვკივივართ და ყურადღებას არავინ გვაქცევსო.

▪️2017 წელს, უბინაოდ დარჩენილმა დევნილმა, გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. ის ოჯახთან ერთად ამორტიზებულ სახლში ცხოვრობდა და დახმარებას ითხოვდა.

▪️2019 წელს, 30 დღეზე მეტი ხნის მანძილზე, დევნილებს სამინისტროსთან კარავი ჰქონდათ გაშლილი. ერთმა 7 დღის მანძილზე იშიმშილა, მეორემ თვითდაზიანება მიიყენა. ისინიც ბინას ითხოვდნენ.

▪️2020 წელს, წყალტუბოში, სანატორიუმ „გეოლოგში“, 58 წლის ადამიანი სიცივისგან გაიყინა. დევნილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა საცხოვრებლად გამოუსადეგარ შენობაში.

▪️2021 წელს, დევნილების გაურემონტებელ, ჩამონგრეულ კედლებიან საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა და 35 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

▪️2021 წელს, ზუგდიდში, დევნილები 14 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. ერთ-ერთმა ქალბატონმა პირიც ამოიკერა. სახელმწიფოსგან ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ.

▪️2022 წელს, 52 წლის ზურაბ ქირია დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. ისიც წლების მანძილზე ხელისუფლებისგან ბინას ითხოვდა.

▪️2025 წელს, ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. 44 წლის კაცი, თან იწვოდა და თან შვილებისთვის ბინას ითხოვდა.

❗️ამ ტრაგედიების სიას, დღეს ღია ცის ქვეშ დატოვებული ბავშვის ცრემლები, 5 შვილიანი დევნილი ქალის დაჭერა და უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის განწირული კივილი შეემატა.

(C) სალომე სიმონია

✍️მიმართვა თეა წულუკიანს!ქალბატონო თეა, თქვენ ამბობთ, რომ საბჭოთა მოსამართლე ასრულებდა საბჭოთა კანონს. თქვენ იცით, რომ ი...
20/07/2025

✍️მიმართვა თეა წულუკიანს!

ქალბატონო თეა, თქვენ ამბობთ, რომ საბჭოთა მოსამართლე ასრულებდა საბჭოთა კანონს.

თქვენ იცით, რომ იმ კანონის მიხედვით ხალხი აწამეს, დახვრიტეს და გადაასახლეს.

ახლა თქვენ, მათი შთამომავლები გვეუბნებით, რომ "ეს იყო სამართალი."

შესაძლოა, რომელიმე მათგანი მართლაც სერიული მკვლელი ან მკვლელები იყვნენ და ადამიანებს ანაკუწებდნენ, ბავშვებს ჭამდნენ. გარკვეული შემთხვევები კი არაა სადავო, არამედ ის სისტემა, რომელიც კლავდა მოწინააღმდეგეს, განსხვავებულად მოაზროვნეს და ამას რეჟიმი მოსამართლეების ხელით აკეთებდა.

პარტიის მითითებით, თავისუფლად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო და აღმოჩენილან კიდეც ამ " სამართლის" ქვეშ უდანაშაულო ადამიანები და ეს პრეტენზიაა საბჭოთა სისტემის ყველა ე.წ. მოსამართლესთან თეა წულუკიანი Thea Tsulukiani

„მამაჩემი უბრალოდ კანონს ასრულებდა.“
ეს ფრაზა ბევრს ახსოვს სხვადასხვა ეპოქიდან — როცა ჯალათები და მოსამართლეები საკუთარ პასუხისმგებლობას აბათილებდნენ იმით, რომ თურმე ისინი „მხოლოდ სისტემას ემსახურებოდნენ.“

მაგრამ რეალობაში, სისტემა მარტო არ კლავს. ადამიანები კლავენ!

ადამიანები ხელს აწერენ განაჩენებს. ადამიანები ხდებიან სისტემის სახელით უსამართლობის შემსრულებლები. და მერე, წლების შემდეგ, ზოგიერთი შვილი ამბობს:
„ დრო იყო ისეთი.“, ზოგს გააზრებული აქვს და უნდა, რომ გარკვეულწილად გამოისყიდოს მამის დანაშაული.

დიახ. მაშინ დრო იყო სასტიკი, რეპრესიული, უთანასწორო, უსამართლო... ახლა, ამ ყველაფრის სწორად შეფასების და პასუხის გაცემის დროა — არა კანონის წინაშე, არამედ მეხსიერების და ადამიანობის წინაშე.

ეს ბრალდება ყოველთვის გაჟღერდება, ამ კითხვებს ყოველთვის დაგისვამენ, ამ ჩრდილქვეშიდან ვერასოდეს გამოხვალთ და ერთადერთი გაკვეთილი, რაც უნდა გესწავლათ ამ ყველაფრიდან, იყო ის, რომ თავად არ შეგექმნათ ასეთი "ჩრდილი' და "ლაქა" საკუთარი შვილისთვის.

თუმცა, ვერ გამოიტანეთ დასკვნა და იგივეს აკეთებთ ზუსტად, როცა რეპრესიული კანონი ჯერ მიიღეთ და მერე ამით ამართლებთ დღეს ოპონენტის დევნას, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორს, ძალაუფლების გამოყენებით ჯაბნით ოპონენტს, არჩევნების გაყალბებით იტაცებთ ძალაუფლებას და იგნორირებას უკეთებთ ხალხის დიდი ნაწილის ნებას - იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

"ჯიბის სასამართლოს" მიმართავთ გაამართლოს მამა, რომლის " ღვაწლიც" ისტორიას უკვე გამტყუნებული აქვს.

რაც არ უნდა ეცადოთ, სისტემის.მოსამართლეს ვერ გაათეთრებთ იმით, რომ ის მხოლიდ მძიმე დამნაშავეებს სჯიდა დახვრეტით.

ასეთივე "წარმატებით" იხვრიტებოდნენ იმ დროს დისიდენტები, თავისუფალი ადამიანები, სისტემის მოწინააღმდეგეები, მოაზროვნეები, ვინც მამაცად შეეწირა იდეას.

არ მოაწერდა ასეთ განაჩენებს ხელს ავთანდილ წულუკიანი? ისტორიას დაუმტკიცე ეს, თეა და საკუთარი შვილი დაინდე, ბაბუამ თუ არ დაინდო.

‐----‐---
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

თავისუფლება მზია ამაღლობელს!

თავისუფლება რუსული რეჟიმისგან!

პატივისცემა ყველა საბჭოთა რეპრესირებულს!

(C)Eliso Janashia
ელისო ჯანაშია

Address

Poti
4400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის/Poti Citizens For Their Rights:

Share