RUSTAVI • NEWS

RUSTAVI • NEWS ამბები რუსთავზე და რუსთაველებზე

🇬🇪🇩🇪 რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბ...
10/02/2022

🇬🇪🇩🇪 რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

წყარო: რუსთავის საკრებულო

🇬🇪🇩🇪 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

წყარი: რუსთავის საკრებულო

10/02/2022

🌳🐮 ზუგდიდის ცენტრალურ სკვერში საბალახოდ გაშვებული ძროხები პალმებით იკვებებიან

🇩🇪 რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.გაცნობითი ხასი...
10/02/2022

🇩🇪 რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

წყარო: რუსთავის მერია

09/02/2022

🔻 ხანძარი თბილისში. კადრში ჩანს, როგორ ცდილობს მძღოლი საკუთარი მანქანით მეორე ავტომობილის ცეცხლმოკიდებული სივრციდან გაყვნას. შემდგომში ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მოქალაქეები და სახანძრო სამსახურიც ჩართნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

📹 Kaki Khuskivadze

🔻 რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დავით იშხნელი უხელმძღვანელებს.
08/02/2022

🔻 რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დავით იშხნელი უხელმძღვანელებს.

✅ რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით...
08/02/2022

✅ რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი გრძელდება.

ერთობლივი მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა შპს „ჯეოსთილში“ გაიმართა.

შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, საკრებულოს წევრი მარი ლიპარტელიანი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და „ჯეოსთილის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ქარხნის იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რუსთავში, ატმოფერული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით, ,,ჯეოსთილს’’ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. საწარმოში დამონტაჟებულია ემისიების ასპირაციის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა. თუმცა იმისთვის, რომ საწარმომ კანონით განსაზღვრული სტანდარტები დააკმაყოფილოს, გარკვეული სამუშაოები კვლავ შესასრულებელი რჩება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემა, რუსთავს საწარმოო ზონასთან სიახლოვის გამო, უკვე ათწლეულებია რაც აქვს.

საკანონმდებლო დონეზე საკითხი გასული წლის მარტში გადაწყდა. ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა, 2021 წლის გაზაფხულზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონთან ერთად დაამტკიცა.

კანონის მიხედვით, მსხვილმა საწარმოებმა, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში უნდა განახორციელონ და საწარმო აირმტვერდამჭერი მოწყობილობით აღჭურვონ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს მკაცრი სანქციები დაეკისრებათ.

საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების ნაწილში, ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა. საწარმოების

მონიტორინგის ფარგლებში, ეს უკვე მეორე შეხვედრაა.
პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ, ,,რუსელოისის" ფეროშენადნობთა საწარმოში გაიმართა.

წყარო: რუსთავის მერია

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულებისა და რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეხვედრა...
08/02/2022

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულებისა და რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეხვედრა ამჯერად ,,ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ რუსთავის საწარმოში გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე დაესწრნენ.

როგორც ,,ჰაიდელბერგცემენტში“ აცხადებენ, ღუმელებისა და ცემენტის წისქვილების მტვერდამჭერი მოწყობილობები, აქამდე არსებული გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად საწარმოში უკვე ფუნქციონირებს. უკვე შესყიდულია უწყვეტი მონიტორინგის სისტემაც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე დამონტაჟდება, რის შემდეგაც საწარმო სრულად დააკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.

ქარხნების მონიტორინგის კამპანია, რუსთავის საწარმოო ზონაში მოქმედი ყველა წარმოების შემოწმებას ითვალისწინებს.

წყარო: რუსთავის მერია

08/02/2022

წარმოგიდგენთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 თებერვალს ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგს

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ;

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. (საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით);

წყარო: რუსთავის საკრებულო

Address

Rustavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when RUSTAVI • NEWS posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share