27/10/2025
🎉 ყველაზე ქართული დღეები რუსთავში, 2026 წელს "ქართული" საერთაშორისო მასშტაბის იქნება.
💃დაიწყო კონკურს-ფესტივალ "ქართულში" მონაწილეობის მსურველ ანსამბლთა რეგისტრაცია.
📅მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
🔗 სარეგისტრაციო ბმული
https://docs.google.com/forms/d/1qeLFFHNxqgTK4-i2AQ2Uc25UMT4kp0Fp_ylJJNl1Fxg/edit
📄 დებულება
https://docs.google.com/document/d/19gEJjNTg2v_2DkJHvR1kaxqQv_gKlRnCkdL2kayjxyk/edit?tab=t.0
🎭 2026 წელს "ქართული" რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეს, 10 დღის განმავლობაში დაიკავებს. კონკურს-ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით მოქმედ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობენ.
🌎2026 წელს, "ქართულში" მონაწილეობა შეეძლებათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქართულ დიასპორებში მოქმედ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებს.
🎨 საფესტივალო სივრცეში, ქორეოგრაფიულის გარდა, სამრეწველო და კულინარიული კუთხეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იქნება წარმოდგენილი.
🌟 პროექტის მიზანია ქართული-ხალხური ცეკვის პოპულარიზაცია, ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედებითი არეალის გაფართოება/გაცნობა, მათი განვითარება, შემოქმედებითი ჯგუფების დამეგობრება და გამოცდილების გაზიარება
🎨"ქართული" — პროექტი, რომელიც გვაერთიანებს!