10/08/2025
⭕️ბოლო 12 წელში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა:
●რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 25%-ით
●სამეგრელო-ზემო სვანეთში 18%-ით
●იმერეთში 21%-ით
⭕️საარსებო შემწეობას იღებს:
●რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ყოველი მეორე ადამიანი
●სამეგრელო-ზემო სვანეთში ყოველი მესამე ადამიანი
● იმერეთში ყოველი მეხუთე ადამიანი
⭕️ბოლო 12 წელში დაბადებულთა რაოდენობა შემცირდა:
●რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 10%-ით
●სამეგრელო-ზემო სვანეთში 36,7%-ით
●იმერეთში 37%-ით
⭕️გარდაცვალება აღემატება დაბადებას:
●რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 44%-ით
●სამეგრელო-ზემო სვანეთში 55%-ით
●იმერეთში 62%-ით
⭕️პენსიონერია:
●რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 40%
●სამეგრელო-ზემო სვანეთში - 32%
●იმერეთში - 31%
ამ ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, როგორ მდგომარეობაში ვიქნებით 10 წელში.
❗️სამაგიეროდ, ამ რეგიონებს პარლამენტში 5 მილიონერი დელეგატი წარმოადგენს, რომლებიც, ფლობენ მილიონების უძრავ-მოძრავ ქონებას, როლექსის საათებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, ათიათასობით ლარს ხარჯავენ მოგზაურობაში, მართავენ რამდენიმე კომპანიას, ასეულობით ათასი ნაღდი ფული აქვთ შენახული. ფუფუნებაში ცხოვრობენ და სრულიად უზრუნველყოფილები არიან.
(c) სალომე სიმონია