TV4.ge

TV4.ge ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV-4 ჩვენი საკონტაქტო ნომერია 0341 25 44 00

🇬🇪🥋️დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში  ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნ...
20/07/2025

🇬🇪🥋️დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება .

ფესტივალში საქართველოს სახელით ტაეკვონდოში მონაწილეობას მიიღებს ორი რუსთაველი სპორტმენი: ხატია გაროზაშვილი და საბა ბეგიაშვილი.

️მაკედონიაში გამგზავრებამდე სპორტსმენებს რუსთავის სპორტის განვითარების ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი შეხვდა და წარმატებები უსურვა.

️მწვრთნელები: ელიმშან ტალიბოვი, ბაჩანა ტუხაშვილი

🔷️შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციი...
20/07/2025

🔷️შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მოვიდნენ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხოვენ და აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან.

ვრცლად: https://shorturl.at/SHCPo

⛈️გარემოს ეროვნულისააგენტოს ინფორმაციით  20 ივლისს დღის ბოლოდან  22  ივლისის დილამდე  საქართველოში  მაღალი ტემპერატურის ...
20/07/2025

⛈️გარემოს ეროვნულისააგენტოს ინფორმაციით 20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

🔷️შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთო...
20/07/2025

🔷️შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს სისტემატურად უთვალთვალებდა; როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით, მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

🔷️ბრალდებულმა, ქალის დამცირების მიზნით, მისი პერსონალური მონაცემების გამოყენებით შექმნა ვებგვერდები და ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა - აჭარაში ადევნების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
ვრცლად: https://shorturl.at/FdcKo

20/07/2025

🔷️რუსთავში, ისტორიულ ციხესთან, შუა საუკუნეების სასახლის არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

🔷️ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია, 2 დღის წინ დაიწყო და მასში
რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიირი ჯგუფის გარდა, მოხალისეები და სტუდენტებიც არიან ჩართულები.

🔷️კვლევის პროცესში, არქეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვის მიზნით, რუსთავის მერიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივეტსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რუსთავის სასახლის საკვლევ ველზე, უკვე მუშაობენ.

🔷️რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად, უკვე 100-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.

🔶️გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია. ინფორმაციას Asso...
19/07/2025

🔶️გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა რაინის გასართობ პარკში ფოიერვერკების გაშვების დროს მოხდა.

სამართალდამცველების ცნობით, პიროტექნიკა დაბალ სიმაღლეზე აფეთქდა, რის შედეგადაც შეკრებილი ადამიანები დაშავდნენ.

19/07/2025
19/07/2025

🗓️ 19 ივლისი
საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" | დაიჯესტი

🔷️,,შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, ...
19/07/2025

🔷️,,შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“.
ვრცლად:https://shorturl.at/Oyr0B

🔶️საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, – ამის შესა...
19/07/2025

🔶️საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.


🔶️„ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, – წერს ევროპარლამენტი.

🔷️ქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შე...
19/07/2025

🔷️ქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
ვრცლად:https://shorturl.at/OYKUL

🔶️ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ასევე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
18/07/2025

🔶️ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ასევე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-ს...

Address

Rustavi

Telephone

+995341254400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TV4.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TV4.ge:

Share

Category

TV4.ge

ტელეკომპანია დაარსდა 1998 წელს, მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი პოტენციური მაყურებელია რეგიონის მოსახლეობის 90% მეტი. სს "ქვემო ქართლის ტელეკომპანია" ფლობს სამ სიხშირეს: რუსთავის,მარნეულის და ბოლნისის. შესაბამისად სამივე ტელევიზიის საშუალებით სს "ქვემო ქართლის ტელეკომპანია" მოიცავს მთელ რეგიონს. ქვემო ქართლის ტელეკომპანია ასევე მაუწყებლობს ციფრულ სიხშირიზე 210 MHz ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ჯგუფი ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში აშუქებს რეგიონის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს. საინფორმაციო-ანალიტიკური თოქ-შოუს მეშვეობით საზოგადოებას აქვს თავად მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში საზოგადოებისა და ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად. ტელეკომპანია მუშაობს 24 საათიანი მაუწყებლობით. კომპანია მაყურებელს სთავაზობს სხვადასხვა სახისა და თემატიკის სატელევიზიო პროექტებს: საზოგადოებრივ-პოლიტიკური, გასართობი, შემეცნებითი, მხატვრულ და სარეკლამო პროდუქციას. ქვემო ქართლის ტელეკომპანიის სატელევიზიო პროექტები: საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური, გასართობი, მუსიკალური, რელიგიური, საბავშვო თუ სხვა გათვალისწინებულია საზოგადოების სხვადასხვა მიზნობრივი სეგმენტისთვის.