Open Rustavi • ღია რუსთავი

Open Rustavi • ღია რუსთავი გვერდი ეკუთვნის შპს "რუსთავის მედია ჯგუფს".

არ დაგავიწდეთ ჩვენს ჯგუფებში გაწევრიანება

https://www.facebook.com/groups/openrustavi.ge/

https://www.facebook.com/groups/openrustavi/

წყარო: რადიო თავისუდლებაპროკურატურამ საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმ...
06/11/2025

წყარო: რადიო თავისუდლება

პროკურატურამ საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ

ნაწილს საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან

ხვალ, 5 ნოემბერს, რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება.დასაწყისი:...
04/11/2025

ხვალ, 5 ნოემბერს, რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება.
დასაწყისი: 17:30 საათი.
გამოფენა 9 ნოემბერს დაიხურება

ახლად არჩეული მე-8 მოწვევის საკრებულო 30 ოქტომბრიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.გავლენიანი  ოპოზიციური ძალების ბოიკოტის...
30/10/2025

ახლად არჩეული მე-8 მოწვევის საკრებულო 30 ოქტომბრიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
გავლენიანი ოპოზიციური ძალების ბოიკოტის ფონზე, 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, 25 წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ 21 კანდიდატი გაიყვანა, ოთხმა პარტიამ კი-თითო-თითო წარმომადგენელი.

ახლად არჩეული მე-8 მომწვევის საკრებულო 30 ოქტომბრიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. გავლენიანი ოპოზიციური ძალები....

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ    პროფკავშირული მოძრაობის ისტორიაში პირველად,  არჩევნები ახალი სტრუქტური...
28/10/2025

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პროფკავშირული მოძრაობის ისტორიაში პირველად, არჩევნები ახალი სტრუქტურით ჩაატარა.
ეს მოხდა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, პროფკავშირების გაერთიანების 120-წლიანი პროფკავშირული ისტორიის აღმნიშვნელ მე-16 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე.
გაერთიანებას თავმჯდომარის ნაცვლად გენერალური მდივანი და პრეზიდენტი უხელმძღვანელებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პროფკავშირული მოძრაობის ისტორიაში პირველად, არჩევნები ახალი ....

წყარო: რადიო თავისუფლება „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს აიკრძალოს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური...
28/10/2025

წყარო: რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს აიკრძალოს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“

ამის შესახებ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სადავო პარლამენტის თავმჯდომარეა და პარტია „ქართული ოცნების“ წევრია

23/10/2025

🇪🇺 როგორც „ევროკავშირი საქართველოში“ თავის ფეისბუკის გვერდზე წერს, 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა

📊 ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას - გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მოდერნიზებით დაწყებული, ადგილობრივი თემების, მეწარმეებისა და ახალგაზრდა ნოვატორების გაძლიერებით დასრულებული - წერს European Union in Georgia

22/10/2025
ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის...
22/10/2025

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

2025 წლის 6 აგვისტოს, მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ განაჩენს წინ უძღოდა 38-დღიანი შიმშილობა, 20-ზე მეტი სასამართლო სხდომა.

მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
განაჩენამდე ბრალმდებლებმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, რაც ჟურნალისტმა უარყო.
ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მზია ამღლობელი “ოცნების” სასამართლოს სასჯელს ქალთა მეხუთე საპყრობილეში იხდის.

22/10/2025
ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს—————-გენერალური პროკურატურის...
22/10/2025

ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
—————-
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისების ბრალდებით დაკავებულია ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21/10/2025

⭕მილიონები, მოქალაქეობა და „პატივი, ემსახურო რუსეთს“ - რუსული ვებსაიტი „სამშობლოს ძალა“ "საქართველოს მამაც მეომრებს" უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას სთავაზობს.
🔗დეტალურად აქ 👉 radiotavisupleba.ge/a/33565782.html

21/10/2025

Address

Rustavi
Rustavi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Open Rustavi • ღია რუსთავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Open Rustavi • ღია რუსთავი:

Share

Category