DİZEL Analitik İnformasiya Mərkəzi

DİZEL Analitik İnformasiya Mərkəzi Bu səhifədə xəbərləri oxuyun!

05/10/2023

თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!

___________________________________

როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.

მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.

ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.

მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!

16/07/2023

აბსოლუტურად ყველა, ქართველ ხალხთან ერთად, არის ერთ მხარს და „რუსული ოცნება“ არის პუტინის მხარეს, გოშია ძაღლის როლში! ____________________________

ვეხმაურები ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს.

1. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის გენეტიკური მასალა გაჰქონდათ საავადმყოფოდან, შემდგომი კვლევისთვის და ეს მასალა ექიმს იმიტომ ჩამოართვეს, რომ მან ის წინდაში შეინახა. თუ გატანის უფლებას აძლევდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, სად შეინახავდა. უბრალოდ, არც აპირებდნენ მასალის გატანებას და ამიტომ ჩამოართვეს. ეს ფაქტი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ ფაქტის დამალვას.
_______________

2. ბატონი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ღარიბაშვილის თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას განუცხადეს, რუსეთს რომ დაამარცხებ, მერე მიგიღებთ ნატოშიო. მისივე თქმით, თუ უკრაინა რუსებს დაამარცხებს, მერე ნატოში რაღა უნდაო!? ჯერ ერთი, უკრაინა უკვე მეორე წელია სწორედ ნატოს დახმარებით, წარმატებით იგერიებს რუსების ჯარებს. ნატო სრულადაა ჩართული უკრაინის მხარდაჭერაში, ერთადერთი კომპონენტის, ჯარისკაცების გამოკლებით. ნატო უმოკლეს ვადებში აშენებს თანამედროვე იარაღით და მართვის სისტემებით აღჭურვილ უკრაინულ არმიას, რომელიც ნატოს მოკავშირეობით, გამანადგურებლად დაამარცხებს რუსეთის ვითომ „უძლეველ“ ჯარს და ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ისიც ფაქტია, რომ ღარიბაშვილს და „რუსულ ოცნებას“ არ მოსწონს უკრაინის წარმატება და რუსეთს ქომაგობენ. ომის დაწყების დროს ქართველი ელჩიც იმიტომ არ გამოიწვიეს უკრაინიდან, რომ ის იჯდა საქართველოს საელჩოში და კიევის ქუჩებში მოკავშირე რუსების გამოჩენას ელოდა.

ღარიბაშვილის ლოგიკით, ნატოს წევრობა არც პორტუგალიას უნდა უნდოდეს, რომელსაც საუკუნეებია, არავისთან უომია და არააგრესიული, დემოკრატიული მეზობელი, ესპანეთი ჰყავს, რომელიც თვითონაც ნატოს წევრია. რა უნდა ნატოში პორტუგალიას, თუ არც მას ემუქრებიან და არც თვითონ აპირებს ომს? ეტყობა, ბატონმა ღარიბაშვილმა არ იცის, რომ ნატო თავდაცვითი, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია და ამ ბლოკში, პირველ რიგში, დემოკრატიული ქვეყნები ერთიანდებიან, სადაც თავისუფალი არჩევნები შიშისა და მოსყიდვის გარეშე ტარდება, რაც საქართველოში არ გვაქვს. ნატოს ქვეყნების ამოცანაა, ბლოკში შემავალმა წევრებმა მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი შეინარჩუნონ. ნატო თავად არის მშვიდობის, სტაბილურობის და პროგრესის გარანტია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განსაკუთრებით იკვეთება საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის მყარი ტენდენცია და სად მიდის ეს მოსახლეობა ?! - ნატოს წევრ ქვეყნებში.
შეუძლებელია ღარიბაშვილის ამ პასაჟის სერიოზულად შეფასება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია, მაშინ ყველაფერი ლოგიკაში ჯდება!
_______________

3. ბატონი კობახიძის განცხადებაზე: კობახიძემ განაცხადა, რომ გვარამია, არახამია და მიხეილ სააკაშვილი ერთად არიან. ახალი ამბავი! აბსოლუტურად ყველა, ქართველ ხალხთან ერთად, არის ერთ მხარს და „რუსული ოცნება“ არის პუტინის მხარეს, გოშია ძაღლის როლში. პუტინის ერთ-ერთი გოშიაა საქართველოში გავრილოვის ჩამომყვანი კობახიძეც.
ყველაფერი მალე შეიცვლება!

Türkiyə Milli Kəşfiyyat Təşkilatının əks rəhbəri Hakan Fidan Türkiyənin yeni xarici işlər naziri təyin edildi!
03/06/2023

Türkiyə Milli Kəşfiyyat Təşkilatının əks rəhbəri Hakan Fidan Türkiyənin yeni xarici işlər naziri təyin edildi!

Qarapapaq Türkü kökənli, ordu generalı Yaşar Gülər Türkiyənin yeni müdafiə naziri təyin edildi!
03/06/2023

Qarapapaq Türkü kökənli, ordu generalı Yaşar Gülər Türkiyənin yeni müdafiə naziri təyin edildi!

Cevdet Yılmaz Türkiyənin yeni Vitse-prezidenti oldu!
03/06/2023

Cevdet Yılmaz Türkiyənin yeni Vitse-prezidenti oldu!

Türkiyenın yeni Prezident Kabineti!Xeyirli olsun!
03/06/2023

Türkiyenın yeni Prezident Kabineti!
Xeyirli olsun!

11/04/2023

ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება!

➖➖➖➖➖➖➖➖

ეკონომიკური პროგრესის გარეშე, არ არსებობს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მომავალი. უსამართლო, არასანდო მართლმსაჯულების სისტემა არის აბსოლუტური მუხრუჭი ქვეყნის პროგრესის, მათ შორის, ეკონომიკური პროგრესის გზაზე. უვარგის სასამართლოს ემატება სისტემური კორუფცია, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას გააჩნია.

როგორც ჩანს, პროცესები მართლმსაჯულების სისტემაში იმგვარად ვითარდება, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება. ამის მაგალითი არსებობს ალბანეთში, სადაც სასამართლო კორპუსი ფაქტობრივად მთლიანად გადახალისდა და მოისპო სასამართლოზე ზეგავლენის ბერკეტები. ამით სისტემა რეალურად დამოუკიდებელი გახდა და მას შეუძლია ბრალი წაუყენოს ქვეყნის პრემიერს, ნებისმიერ მაღალჩინოსანს. ეს დღეს საქართველოში წარმოუდგენელია, რადგან სასამართლო ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება!

23/02/2023

კობახიძეს: „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე - „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“.

გუშინ, ბატონმა ირაკლი „გავრილოვიჩმა“ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა.

ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა.

მეორეს მხრივ, ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე - „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“.

03/11/2022

„ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!“

➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖

ვეხმაურები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს - DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას.

არსებული ცვლილებები არ არის ის ძირეული რეფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას სჭირდება. დარგს და ქვეყანას ესაჭიროება საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა, ფარმაცევტული კომპონენტით, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები სავალდებულო წესით შეიძენენ ჯანდაცვის საბაზისო საოჯახო პაკეტს. საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს კი, საოჯახო დაზღვევის პაკეტს შეუძენს სახელმწიფო, სრულად ან ნაწილობრივ, სპეციალური შკალით, ამ ოჯახების შემოსავლისდა მიხედვით.
მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, რა განფასებებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო დარგს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანდაცვაში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ფარმაცევტული სექტორი) ხარჯების 50 %-ზე მეტი მოდის სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. რადგან ჯანდაცვის სისტემის მთავარი დამკვეთი არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რეალურად არეგულირებს ფასებს, ამ ცვლილებამ უნდა მოიცვას ხელფასების რეგულაციაც. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს შესაბამისი გათვლები და შემოიღოს დაახლოებით ასეთი სახელფასო ნიხრები:

▪ ექთნის მინიმალური ანაზღაურება - 1 200 ლარიდან.
▪ აფთიაქში დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტის ხელფასი - 1500-1800 ლარიდან.
▪ ოჯახის ექიმის ხელფასი - 3 000 ლარიდან.

ხელფასების ზრდის გარეშე, დარგში იქმნება კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი. უკვე დღეს, კვალიფიციური ექთნების რაოდენობა ქვეყანაში არანაირ ნორმას არ შეესაბამება. რატომ: იმიტომ, რომ არ არის ღირსეული ანაზღაურება! კვალიფიციური ექთნები მიდიან საზღვარგარეთ, სადაც მათ სიამოვნებით იღებენ და მათი შემოსავალი 1000-დან 2000 ევრომდე მერყეობს.

აქვე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს და შემოიღოს მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით. ასევე, უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც დღეს 250 ლარამდეა, არ არის რელევანტური და როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 ლარს.

ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DİZEL Analitik İnformasiya Mərkəzi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to DİZEL Analitik İnformasiya Mərkəzi:

Share