editor.ge- არის რედაქტირების, თარგმნის, აკადემიურ და საგამომცემლო საქმიანობაზე ორიენტირებული კომპანია. ორგანიზაცია დაარსებულია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრისა და ინდივიდუალური პარტნიორების მიერ. კომპანია წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სარედაქციო, თარგმნით და სამეცნიერო ლიტერატურის საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებით. editor.ge პირველი ელექტრონული პლატფორმაა, რომელ
იც ონლაინ ახორციელებს ყველა სერვისს. მომხმარებლებს შეუძლიათ თარგმანზე, რედაქტირებაზე, კორექტურაზე, აკადემიურ კონსულტირებასა და ელექტრონული წიგნების შეძენაზე ონლაინ მოთხოვნის განხორციელება, ონლაინ გადახდის განხორციელება, ონლაინ სერვისის მიღება და ანგარიშსწორება, საბუთის მიღება.
კომპანიის მიზნები:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის სამეცნიერო, მთარგმნელობითი, საგამომცემლო და კვლევითი, ასევე საკონსულტაციო-სარედაქციო მომსახურების შეთავაზება;
ბ) სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა;
(გ) სამეცნიერო ლიტერატურის მომზადება;
(დ) სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის ელექტრონული რესურსების საშეღავათო პირობებით მიწოდება;
(ე) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტურანტურის სტუდენტების დახმარება აკადემიური ნაშრომების მომზადებასა და რედაქტირებაში;
(ვ) აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების დახმარება კვლევების გამოქვეყნებაში სკოპუსის, ERIH PLUS-ის და Web of Science-ში ინდექსირებულ ჟურნალებში კონსულტირების გზით;
(ზ) თარგმნითი საქმიანობის განხორციელება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
(თ) აკადემიური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებზე წვდომის ხელშეწყობა სტუდენტთათვის საშეღავათო პირობებით;
(ი) ნებისმიერი ტიპის დოკუმენტის კორექტირება და ენობრივი რედაქტირება;
(კ) სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელება;
(ლ) ტექნოლოგიური რესურსების ინტეგრირება კორექტურა, რედაქტირება, თარგმნის პროცესში;
(მ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პოპულარიზაცია;
(ნ) მუშაობა ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პრობლემატიკაზე, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;