Hyperion

Hyperion ...

გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბლოგი - Chemical Techn...
02/07/2024

გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბლოგი - Chemical Technology and Metallurgy Blog გაუქმდა.

მის ადგილას შექმნება ბლოგი, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის მკითხველს საქართველოს ბუნებრივ რესურსებსა და საქართველოს მჭედელთა კავშირის საქმიანობაზე.

ჩვენი სახელია - "ჰიპერიონი"

27/04/2024

▪️ ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში. ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.

▪️ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.

▪️ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის. მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

▪️ ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.

▪️ ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.

▪️ საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.

▪️ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა.

▪️ საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!საქართველო...
04/04/2024

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 24 აპრილს, სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოში აკრედიტებული, ასევე, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია:

· გაიაროს რეგისტრაცია და რეგისტრაციისას წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ- და ინგლისურენოვანი თეზისი (ერთი ამობეჭდილი და ერთი ელექტრონული (СD დისკზე ჩაწერილი) ვერსია) თეზისის ტექნიკური გაფორმების ინსტრუქციის სრული დაცვით;

·დარეგისტრირების შემდეგ, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამის ფაკულტეტზე, სათანადო სექციის ხელმძღვანელ პირთან.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 29 მარტიდან 20 აპრილამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრში | სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა | მე-2 სართული, ოთახი №236 | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77;

მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარადგინონ შესაბამის ფაკულტეტებზე, სათანადო სექციის ხელმძღვანელ პირთან, 29 მარტიდან 23 აპრილამდე.

კონფერენციის გახსნის თარიღი, დრო და ადგილი: 2024 წლის 24 აპრილი, 16:00 საათი;

სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა | მე-3 სართული | გიორგი ნიკოლაძის დარბაზი | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77;

კონფერენციის სექციების მუშაობა: 29 აპრილიდან 18 მაისამდე, შესაბამის ფაკულტეტებზე.

კონფერენციის დახურვის თარიღი: 2024 წლის 14 ივნისი, 16:00 საათი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა | მე-3 სართული | ივანე ჯავახიშვილის დარბაზი | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრს; საკონტაქტო ნომერი: (+995 32) 2 77 11 11/7044

30/03/2024

რა გამოწვევები აქვთ კახელ ფერმერებს?

კახეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტში) საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერებმა ნაკვეთების დიდი ნაწილი უკვე დაამუშავეს. 2024 წელს რა გამოწვევები აქვთ მათ?

26/03/2024

4:2 გილოცაააავთ! ❤🇬🇪

2024 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა  #22) გაიმ...
25/03/2024

2024 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა #22) გაიმართა ,,საქართველოს მჭედელთა საზოგადოება Society of Smiths of Georgia“ გამოფენა-პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილ იქნა საზოგადოების წევრების მიერ შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევრები.

საქართველოს მჭედელთა საზოგადოებაში დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს!

გამოფენაზე სიტყვით წარდგა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და მწერალი ქალბატონი ქეთევან ტომარაძე.

სტუ - ის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიანსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტ...
15/03/2024

სტუ - ის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი შეხვდა.

ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, გახსნა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის რექტორის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი მყარი პარტნიორობის გარანტიაა, რაც საშუალებას იძლევა, მხარეებმა ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე.

„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალრეიტინგული სტუდენტები, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ენერგეტიკულ კომპანიებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაციას მართავენ. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზება ეხებათ არა მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებს. ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში დასაქმების პერსპექტივა აქვს სამშენებლო, სამართალმცოდნეობის, ინფორმატიკის, ელექტროენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის, თბოენერგეტიკის, ავტომატიზებული მართვის სისტემებს, სამთო-გეოლოგიის, გარემოს დაცვის, ქიმიის და სხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები, ჩამოყალიბდნენ როგორც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსს ჯუბო ტურაშვილს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემის შემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ის საინჟინრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტები განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ გაიარონ 1 წლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.

შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა.

დღეს გიამბობთ უმაგრეს პროექტზე, რომელშიც ჩართული ნებისმიერი სტუდენტი, თუ არასტუდენტი დარჩება ძალიან კმაყოფილი2008 წლიდან...
23/02/2024

დღეს გიამბობთ უმაგრეს პროექტზე, რომელშიც ჩართული ნებისმიერი სტუდენტი, თუ არასტუდენტი დარჩება ძალიან კმაყოფილი

2008 წლიდან „ House კავკასიური სახლი“ ევროპული ფონდის HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი“.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კავკასიის კულტურის, ეკონომიკური სივრცის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, რელიგიის, გეოგრაფიის, დემოგრაფიისა თუ სხვა საკითხებზე.

ციკლებად წარმოდგენილი სემინარების რიგი ეძღვნება: ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ქართველებს, აფხაზებს, აბაზებს, უბიხებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, დაღესტნის ხალხებს...

სემინარებზე მოხსენებებს კითხულობენ კვალიფიციური ექსპერტები;
ეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენება;
გამოფენები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და უფროს კლასელებისათვის;
სხვადასხვა საინტერესო სტატია, პოემა, თუ აღმოჩენა იბეჭდება სპეციალურ წიგნში - "კავკასიური სახლის ალმანახში".

პროექტი გრძელდება 1 წლის განმავლობაში, თვეში 3-4 შეხვედრით. პროექტის ბოლოს გაიცემა ორენოვანი დიპლომები.

🎓ახლა კი შემოგთავაზებთ იმ პროგრამას, რომელიც გაიარეს „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა თებერვლის თვეში:

📆 20 თებრვალი, 17:00, „უნივერსიტეტი 2024“ - სასწავლო წლის გახსნა
📆 21 თებერვალი, 17:00, ლექცია: „კავკასიის ხალხთა ეთნიკური ისტორია და კულტურა" - ლექტორი: ეთნოგრაფი და ისტორიკოსი, პროფესორი ნუგზარ ანთელავა
📆 22 თებერვალი, 17;00, ლექცია თემაზე „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური მოდელი" - ლექტორი: „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ს ისტორიის დოქტორანტი, ირაკლი ირემაძე.
📆 23 თებერვალი, 17:00, გაცნობითი ტრენინგ-სემინარი „სახალხო უნივერსიტეტის“ თბილისის ჯგუფისათვის -
ტრენერი: ქეთევან ვასაძე.

დაინტერესების შემთხვევაში თხოვნა იქნება შეავსოთ და გამოაგზავნოთ ანკეტა (ფორმა იხ. bit.ly/3XjsPJ5) შემდეგ მისამართზე: [email protected]

თებერვლში ჩატარებული აქტივობებიდან ემოციების გასაზიარებლად, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტო-მასალა:

Address

0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ. № 69
Tbilisi
0171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hyperion posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Hyperion:

Share

Category