26/10/2025
🔥| FOLLOW // გამოიწერეთ ეს გვერდი👇
ლივერპული ძალიან სერიოზულ კრიზისშია არა მხოლოდ შედეგობრივად, არამედ უფრო ღრმად, სისტემურ და ფილოსოფიურ დონეზეც. ზედიზედ მეოთხე პრემიერლიგური მარცხი 2021 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მაშინ მაინც სურათი გასაგები იყო: რის უილიამსი და ნათანიელ ფილიფსი ცენტრალური მცველების წყვილად… კლუბი ფაქტობრივად ლამაზად გადარჩენისთვის იბრძოდა და იმ პირობებში ნაკლებად გასაკვირი იყო ჩავარდნა.
ახლა სიტუაცია სრულიად სხვაა. ზაფხულში ნახევარ მილიარდამდე ინვესტიცია, გუნდი სეზონის სტარტზე ყველა ტურნირზე ფავორიტად ითვლებოდა , ელიტური შემადგენლობა, ყველაფერი მზად ტიტულებისთვის. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არნე სლოტის ლივერპული ასე მოკლე დროში სტრუქტურულ კატასტროფამდე მივიდოდა. ხარისხის მიჯაჭვა შეუძლებელია. ეს ფეხბურთელები ტოპ-ტოპ დონემდე გამოცდილი არიან. პრობლემა ვერ ხსნის კარს, არც კრეატივი, არც დაცვითი სტაბილურობა . სისტემა ვერ ფლობს არც აგრესიულობის, არც იდენტობის ნაპერწკალს.
ფლორიან ვირცი… გოლი შეიძლება არ გააქვს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ნახევარი თავის ნიჭიც სადღაც გაუკვალავი გზით დაიკარგა. ბიჭი ბოლო ორ სეზონში გენერაციული ტალანტის სტატუსამდე ავიდა და ახლა თითქოს მისამდეც ვერ აღწევს სლოტის იდეა. ალექსანდერ ისაკი გადაწყვეტილებების მიღებაში დაბნეულია, თითქოს ჯერ კვლავ ზაფხულის მოლაპარაკებებშია ჩარჩენილი. მო სალაჰი კი ამ სეზონის უდიდესი გამოცანაა: სულ ახლახან პრაქტიკულად პრემიერლიგის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ახლა მის სკამზე დასმაზე ლაპარაკობენ… ყველა ეს სიმპტომი ერთი მიზეზისკენ მიდის: გუნდი თავის თავში დარწმუნებული აღარაა.
არნე სლოტს უკვე ადგილი არააქ განაღდებული. დაცვაც მძიმედ დგას, ბურთის კონტროლის იდეა ქაღალდზე უფრო არსებობს ვიდრე მოედანზე. ლივერპული ტრადიციულად სიმძაფრის, ენერგიის და დაუნდობლობის ძალაა, ახლა კი ბრენტფორდიც კი უფრო ძლიერია დუელებში და ნებისყოფაში. ასეთ კლუბში ეს დაუშვებელია.
ერთადერთი ნამდვილი ნათელი წერტილი ბიჭია, ვინც დაღლას არ ემორჩილება: დომინიკ სობოსლაი. უწყვეტად დარბის ყველგან, აკეთებს ყველაფერს, ცდილობს განაგრძოს გუნდის პულსზე ხელის დადება. ასეთ ბნელ პერიოდშიც შეუძლია ფანებს იმედის გაჩენა.
ახლა მთავარი იწყება: უნდა დაიბრუნონ ის, რასაც მოედანი ყველაზე მკაცრად ითხოვს… თავდაჯერება. სანამ ეს არ დაბრუნდება, არანაირი ტაქტიკური „პერფექტო“ და ტრანსფერების ბრწყინვალება არ უშველის.
ლივერპული იმდენად დიდი კლუბია, რომ კრიზისიც კი დიდია. სლოტს დიდი თავის ტკივილიაქ, რომ ამ სიბნელიდან გზა იპოვოს, თორემ დრო ბალონის ჰაერივით იცლება. ამ შემადგენლობას უბრალოდ არ აქვს უფლება უდიდეს მიზნები უგულებელყოს.