
22/07/2025
🌊 ზაფხულის მღელვარე საკითხავი! - სერია „ტალღას” ორი, ახალი წიგნი შეემატა:
🐠 იუტა რიხტერის „ქარიყლაპიას ზაფხული” ყველაზე გრძელ, მცხუნვარე დღეებზე გვიამბობს. მხიარულ, ნათელ ცხოვრებას თანდათან სევდა, ტკივილი და იმედგაცრუება ეპარება, - ბავშვები დედის მძიმე ავადმყოფობის ფონზე ცხოვრების გაგრძელებას ცდილობენ. ისინი ბავშვობას ეთხოვებიან და პირველ ქარტეხილებთან გამკლავებას სწავლობენ.
📖 წიგნი მოგვითხრობს მეგობრობასა და ნუგეშზე, სიმამაცესა და თანადგომაზე, რის გარეშეც სირთულეების გადალახვა წარმოუდგენელი იქნებოდა. https://shorturl.at/h2s0V
მთარგმნელი: ელენე კოშორიძე
რედაქტორი: ნინო ილაშვილი
🚗 ერთი მოპარული მანქანა, ორი „უვარგისი“ ბიჭი და გზა, რომელსაც, სინამდვილეში, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული, - ძალიან მოკლედ ასე შეგვიძლია აღვწეროთ ბოლფგანგ ჰერნდორფის „ჩიკი: გაქცევა ბერლინიდან“.
📖 „ჩიკი“ იმ ჩარჩოების გარღვევის ამბავია, რომლებშიც ცხოვრება გვამწყვდევს. ეს არის ისტორია იმაზე, რომ მეგობარი შეიძლება იპოვო იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, და იმაზეც, რომ გზა ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელია. https://shorturl.at/vGHnt
მთარგმნელი: მაია მირიანაშვილი
რედაქტორი: სოფიო გულიაშვილი
📚 წიგნები ხელმისაწვდომია ჩვენს მაღაზიებში და ვებგვერდზე