მდევარი

მდევარი არაკომერციული ციფრული აკადემიური გამომცემლობა. "მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია "რერო".

🔶 1921 წლის 24 თებერვალს მენშევიკების მთავრობამ თბილისი რომ დატოვა და ბათუმისკენ გაეშურა, ხოლო ქართულმა ჯარმა დაშლა დაიწ...
03/01/2026

🔶 1921 წლის 24 თებერვალს მენშევიკების მთავრობამ თბილისი რომ დატოვა და ბათუმისკენ გაეშურა, ხოლო ქართულმა ჯარმა დაშლა დაიწყო, ამ დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახელმოხვეჭილ ქართველ კავალერისტ გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ისინი მთავრობამ გაგზავნა ცხენოსანთა ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. 1921 წლის 17 მარტს ბათუმიდან გავიდა იტალიური გემი, რომელზედაც ნოე ჟორდანია იმყოფებოდა... ქაქუცა ჩოლოყაშვილი მას არ გაჰყვა, საქართველოში დარჩა და იწყებს ბრძოლას ახალი წყობილების წინააღმდეგ.

🔷 1924 წლის აჯანყების შედეგები საყოველთაოდაა ცნობილი: რუსეთმა ისევ სისხლში ჩაახშო ქართველი ერი, რუსულმა ჩექმამ უფრო მტკიცედ მოიკიდა ფეხი საქართველოში, მოსკოვმა შური იძია დამარცხებულ ქართველებზე და უმოწყალოდ გაჟლიტა ისინი.

ავტორი: გურამ შარაძე
რედაქტორი: მილიცა ჯაფარიძე
„მერანი“, თბილისი, 1991-1993

კორექტორი: მარიამ გორდაძე
გამციფრულებელი: ნატალია გოგიტიძე, ტატო პავლიაშვილი

📰 იხილეთ ვრცლად ნაშრომი „უცხოეთის ცის ქვეშ: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ცომაია, სოლომონ ზალდასტანიშვილი, სვიმონ მდივანი“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ერთი იმათგანია, ვისი სახელი ლეგენდასავით გავიდა ხალხში. ამ ლეგენდებს კვლავ ახალი ემატება, რი....

📺 წარმოგიდგენთ პროექტს "მდევარის ბჭობა", რომლის პირველი ეპიზოდის ნახვა უკვე შეგიძლიათ როგორც მდევარის ვებსაიტზე, ისე -  ...
30/12/2025

📺 წარმოგიდგენთ პროექტს "მდევარის ბჭობა", რომლის პირველი ეპიზოდის ნახვა უკვე შეგიძლიათ როგორც მდევარის ვებსაიტზე, ისე - იუთუბზე.

📜 ეპიზოდის პირველ ნაწილში მოისმენთ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნაპო კვარაცხელიას ბავშვობისა და სტუდენტობის მოგონებებს. მეორე ნაწილი კი მის ფილოსოფიურ შრომებსა და დარგის შესახებ მოსაზრებებს ეთმობა.

🔷 დიდი მადლობა რეროს პროექტის სრული ტექნიკური მხარდაჭერისათვის.

"მდევარის ბჭობას" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია რერო.“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, ...

📰 გამოვიდა "მდევარის" ახალი, იანვრის ნომერი: ჯანყი.📖 №24 - ში წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიიდან, ისტორიიდან, ფილოსოფიიდ...
29/12/2025

📰 გამოვიდა "მდევარის" ახალი, იანვრის ნომერი: ჯანყი.

📖 №24 - ში წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიიდან, ისტორიიდან, ფილოსოფიიდან, პოლიტოლოგიიდან და სოციოლოგიიდან.

📺 აქვე იხილავთ ახალი პროექტის, "მდევარის ბჭობის" I ეპიზოდს: ნაპო კვარაცხელიას მოგონებები და ფილოსოფია.

"მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია რერო.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილ...

🔶 "ხევსურეთი კახეთის სამოურავოში შედიოდა. მაგრამ ფაქტობრივად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით. და თუ...
14/10/2025

🔶 "ხევსურეთი კახეთის სამოურავოში შედიოდა. მაგრამ ფაქტობრივად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით. და თუ ამ თემურ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან რაიმე საფრთხე მოელოდა, ის მზად იყო განდგომისა და ამბოხებისათვის."

🔷 "ხევსურებს მონაწილეობა მიუღიათ ასპინძის ომში (1770 წ.), სადაც დიდი გულადობა გამოუჩენია მეფის ამალაში მყოფ შვიდ ხევსურს. ამის შესახებ მემატიანე ასე მოგვითხრობს: „ოდეს იხილა მეფემან ირაკლი ეს ჯარები (ოსმალ-ლეკები) მიწევნილი, მაშინვე თვით გამობრუნდა რაოდენითმე ჩინებულითა და შინა-ყმითა თვისითა და შვიდითა ხევსურითა. განჰსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე და იყვნენ ყოველნი მეფისთანა მყოფნი ქართველ-კახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნი“. ასპინძის ამ ომის ამბავი და ლეკის ბელადის, კოხტას, მოკვლა გალექსილია და მას ხევსურები დღესაც მღერიან."

ავტორი: სერგი მაკალათია
რედაქტორი: მარინე სოხაძე
ხევსურეთი, „ნაკადული“, თბილისი, 1984

კორექტორი: ლიზი კაციაშვილი
გამციფრულებელი: ანა კარტოზია
გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან

📰 იხილეთ ვრცლად ნაშრომი „ხევსურეთის ისტორიული მიმოხილვა“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

ისტორიულ-არქეოლოგიურად ხევსურეთი ჯერ შეუსწავლელია და ამიტომ ძნელია ამ კუთხის სრული ისტორიული მიმოხილვა. მაგრა....

🔶 "კოლექტიურ მეხსიერებაზე ზეგავლენა შესაძლოა ემსახურებოდეს სხვადასხვა მიზანს, რაც სტატიაში ხაზგასმულია კვიპროსისა და სამ...
11/10/2025

🔶 "კოლექტიურ მეხსიერებაზე ზეგავლენა შესაძლოა ემსახურებოდეს სხვადასხვა მიზანს, რაც სტატიაში ხაზგასმულია კვიპროსისა და სამხრეთ კორეის მაგალითებზე მსჯელობისას. ერთ შემთხვევაში დავიწყება ხელოვნურადაა ,,შეკავებული“, პოლიტიკური და ეროვნული მისწრაფებებიდან გამომდინარე: არასახარბიელო სინამდვილესთან შეუგუებლობა, დავიწყების შეუძლებლობა განაპირობებს საბრძოლო ჟინსა და უსამართლობის, არასრულყოფილების აღქმას. სამხრეთ კორეის მაგალითის შემთხვევაში კი წარსული გამოცდილებისა და ტრავმების დავიწყება საზოგადოებრივი წარმატების, დემოკრატიზაციისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯია."

🔷 "დაკარგულის კავშირი ოჯახის წევრებთან თვისებრივად განსხვავდება გარდაცვლილისა და მისი ახლობლების ურთიერთმიმართებისგან, რადგან პირველი შემთხვევა გულისხმობს იმას, რომ გლოვა მუდმივად გრძელდება სხეულის, სიკვდილის უტყუარი საბუთის, გარეშე. სწორედ გლოვის უსასრულობა ხდის შეუძლებელს მივიწყებას, „ცხოვრების გაგრძელებას“, რადგან დანაკარგის განსხეულება არა გარდაცვლილთა საფლავები, არამედ მუდმივ გაურკვევლობაში მცხოვრები ადამიანები არიან."

ავტორი: ნია კუჭავა
რედაქტორი: მარიამ გორდაძე
კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი

📰 იხილეთ ვრცლად სტატია „დავიწყება, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

ბრიტანელი ანთროპოლოგი მერლინ სთრათერნი თავის წიგნში „ბუნების შემდგომ: ნათესაობა მე-20 საუკუნის მიწურულის ინგლი.....

🔶 "თვითდაზიანებისა და თვითგანადგურების პროტესტის ფორმები, როგორც წესი, ჩნდება არადემოკრატიულ ან შერეული მმართველობის სახ...
08/10/2025

🔶 "თვითდაზიანებისა და თვითგანადგურების პროტესტის ფორმები, როგორც წესი, ჩნდება არადემოკრატიულ ან შერეული მმართველობის სახელმწიფოებში. დემოკრატიული წყობის პირობებში, არსებობს მრავალი ინსტიტუციური თუ არაინსტიტუტციური გზა, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი პროტესტი გამოხატოს, იქნება ეს საპროტესტო აქციები, თავისუფალი მედია თუ სხვა."

🔷 "რატომ არ განიხილება საყოველთაოდ მსგავსი უკიდურესი ქმედებები? - იქნება ეს მაღაროელების პირის ამოკერვის, შიმშილობის თუ სხვა თვითდაზიანების შემთხვევები. თითქოს სათანადო ყურადღება არ ექცევა აღნიშნულ მოვლენებს. თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანა უკვე წლებია მუდმივ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კრიზისშია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო თითქოს გადარჩენისთვის ბრძოლის მარყუჟშია, განხეთქილებების, ინსტიტუციური არამდგრადობისა და სამართლებრივი დაუცველობის დაუსრულებელ მანკიერ წრეშია. ასეთ გარემოში დასაშვებია, რომ ყველაზე მძიმე მოვლენებიც ვერ აღწევდეს სრულმასშტაბიან საზოგადოებრივ აღქმამდე."

ავტორები: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: თიკო იობიძე

📰 იხილეთ ვრცლად აკადემიური ინტერვიუ ნინო ჟღენტთან,- „სიმბოლური თვითმკვლელობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური რიტუალი საქართველოში“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

სიმბოლური თვითდაზიანება თანამედროვე ქართველ საზოგადოებაში საკამათო და წინააღმდეგობრივი თემაა. ასეთი ქმედებე....

🔶 "ცხოვრების აზრის საკითხი პირდაპირ, ყოველგვარი საშუალების გარეშე უკავშირდება თვითმკვლელობის საკითხს. ცხოვრების აზრის უქ...
05/10/2025

🔶 "ცხოვრების აზრის საკითხი პირდაპირ, ყოველგვარი საშუალების გარეშე უკავშირდება თვითმკვლელობის საკითხს. ცხოვრების აზრის უქონლობა ფარულად თვითმკვლელობის სურვილია, ცხოვრების აზრის ძიება კი - შინაგანი ბრძოლა თვითმკვლელობის სურვილის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ ძალუძს ცხოვრება, თუკი იგი აზრსაა მოკლებული. ცხოვრების აზრის მოთხოვნილება იგივეა, რაც ცხოვრების მოთხოვნილება. ადამიანი ისევე მიისწრაფვის ცხოვრების აზრისაკენ, როგორც ყოველი ცოცხალი ორგანიზმი, ადამიანის ჩათვლით, - სიცოცხლისაკენ."

🔷 "საბოლოო მიზნის, აზრის არარსებობის გამო აბსურდის კაცი ცხოვრებას განიცდის შემთხვევათა უწესრიგო გროვად. ეს ე.წ. „ცხოვრება“ თითქოს მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. მას ესმის ესა თუ ის ცალკეული ქმედება, მაგრამ არ ესმის „ცხოვრება“. მას გულს ურევს ეს სიტყვა, ვინაიდან ის ჰგონია ხელოვნური, უაზრო და თვალთმაქცური გამოგონება."

ავტორი: ზურაბ ხასაია
რედაქტორი: რეზო ჭეიშვილი
საქართველოს მწერლობის კავშირის ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, ქუთაისი, 1991

კორექტორი: თიკო იობიძე
გამციფრულებლები: მაგდა ვაშაყმაძე, ანა სანოძე

📰 იხილეთ ვრცლად ნაშრომი „ცხოვრების აზრი და თვითმკვლელობა“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

ცხოვრების აზრის შესახებ შეკითხვა თვითონ არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ცხოვრება ფარულად მუდამ შეიცავს ამ კ...

🔶 "პირველი ჯაინი, რომლის შესახებ ცნობები ისტორიული წყაროებით დასტურდება, მაჰავირა იყო. საგულისხმოა, რომ მაჰავირამ საფუძვ...
02/10/2025

🔶 "პირველი ჯაინი, რომლის შესახებ ცნობები ისტორიული წყაროებით დასტურდება, მაჰავირა იყო. საგულისხმოა, რომ მაჰავირამ საფუძველი ჩაუყარა ჯაინიზმს და განსაზღვრა მისი განვითარების მიმართულება. მაჰავირამ სიცოცხლე სალეხანით - თვითმკვლელობა ნებაყოფლობითი შიმშილის გზით - დაასრულა და ეს უკანასკნელი ჯაინიზმის რიტუალად აქცია."

🔷 "ცხოვრება, როგორც დროში განგრძობადი ნებაყოფლობითი ქმედება, აუცილებლობით გულისხმობს ცოდვის ჩადენას, ვინაიდან სიცოცხლისთვის საჭიროა საკვების მიღება, საკვები კი თავად არის ცოცხალი არსება; ბალახშიც კი არის ჯივა (სული). მაშასადამე, ჯაინიზმში ერთი არსების სიცოცხლე მოითხოვს სხვა არსების სიკვდილს."

ავტორი: ლუკა სხირტლაძე
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი

📰 იხილეთ ვრცლად სტატია „სალეხანა - ჯაინიზმის რიტუალური თვითმკვლელობა“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

პირველი ჯაინი, რომლის შესახებ ცნობები ისტორიული წყაროებით დასტურდება, მაჰავირა იყო. საგულისხმოა, რომ მაჰავირამ ....

🔶 "მიუხედავად იმისა, რომ ლაკანისეული სამმაგი წესრიგი, მისი აზრით, სრულყოფილად ხსნის ადამიანურ გამოცდილებას, პიროვნება სრ...
29/09/2025

🔶 "მიუხედავად იმისა, რომ ლაკანისეული სამმაგი წესრიგი, მისი აზრით, სრულყოფილად ხსნის ადამიანურ გამოცდილებას, პიროვნება სრულად ვერასდროს აიგივებს თავს ვერცერთ წესრიგთან - იგი მუდმივად მერყეობს იდენტობას, ენასა და განუსაზღვრელობას შორის. სწორედ ამიტომაა ადამიანური არსებობა მუდმივად ცდომილებასა და ხშირად ტანჯვაზე დამყარებული."

🔷 "ანტინატალისტი არ იბრძვის წყობის წინააღმდეგ, არ ცდილობს მის გარდაქმნას, ის უბრალოდ ეთიშება თამაშს იმ ერთი მარტივი ქმედებით, რომ არ მრავლდება. ესაა სიჩუმე იქ, სადაც უნდა გაგრძელებულიყო ენა."

ავტორი: ნანა ჭიღლაძე
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: გვანცა გოგილაშვილი
მდევარი, 2025

📰 იხილეთ ვრცლად სტატია „ლაკანის სიმბოლური წესრიგის ტყვეობა და ანტინატალიზმი“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

მე საკუთარ თავს ვცნობ ენაში, მაგრამ მხოლოდ იმ ფასად, რომ მასში, როგორც ობიექტი, ვიკარგები[1]’’. ჟაკ ლაკანისთვის, მეო.....

🔶 "თვითმკვლელობა შეიძლება ყველაზე უფრო შინაარსობრივად წარმოაჩენდეს, როგორაა გარკვეული ჯგუფის წევრთა არსებობა პოლიტიკური ...
26/09/2025

🔶 "თვითმკვლელობა შეიძლება ყველაზე უფრო შინაარსობრივად წარმოაჩენდეს, როგორაა გარკვეული ჯგუფის წევრთა არსებობა პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დატოვებული, მიზანმიმართულად დავიწყებული და არდანახული. როდესაც ადამიანი ხილული პროტესტის ფორმად თვითმკვლელობას ირჩევს, ის არა მხოლოდ უარყოფს ჩაგრულის მდგომარეობაში სიცოცხლეს, არამედ უპირისპირდება სისტემას, რომელმაც მისი სიცოცხლის მნიშვნელობა დაახურდავა და უარს აცხადებს ამ ადამიანისა თუ მისი ტანჯვის დანახვაზე, აღიარებაზე."

🔷 "1906-2004 წლების მონაცემებით, შიმშილობას უმეტესად სწორედ ციხეში პატიმრები მიმართავენ. ეს, ალბათ, ლოგიკურიცაა, ვინაიდან დაკავებულ ადამიანს არაფერი შეუძლია და გააჩნია, გარდა საკუთარი სხეულისა, ამიტომ ის თავისი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით იწყებს ვაჭრობას. მოშიმშილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანი შეიძლება იყოს როგორც თავად ხელისუფლების პირდაპირი ზეწოლა, ისე ყურადღების მიქცევა, ადამიანების შთაგონება და ა.შ."

ავტორი: გვანცა ძამუკაშვილი
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: მარიამ გორდაძე

📰 იხილეთ ვრცლად სტატია „თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბრალდებულია სახელმწიფო“.

📌 "მდევარს" წარმოგიდგენთ რერო.

ადამიანების თვითშეწირვა არახალია კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა თვითმკვლელობამ პოლიტიკური პროტესტის გაცხადებ.....

✍ ტრადიციული მადლობა რეროს "მდევარის" ამ თვის ნომრისა და სტატიათა გარეკანების დამზადებისათვის.
23/09/2025

✍ ტრადიციული მადლობა რეროს "მდევარის" ამ თვის ნომრისა და სტატიათა გარეკანების დამზადებისათვის.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მდევარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მდევარი:

Share

Category