
13/04/2022
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია, ოპოზიციის კანდიდატ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს კანდიდატურას კი მხარი არ დაუჭირა.
🔻13 აპრილს, საპარლამენტო კენჭისყრამდე "ქართული ოცნების წევრმა" მამუკა მდინარაძემ წინასწარ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარს არ დაუჭერდა: „ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ჩვენს ოპონენტებს დაეჭირათ მხარი ჩვენი კანდიდატისათვის. ამაზე ჩვენ დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენ მათ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ" - თქვა მდინარაძემ.
🔻ლიკა ბასილაია-შავგულიძე პარლამენტს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარუდგინა. იგი ჟურნალისტი, კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორია. 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალ eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი. მას მედიის საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით თითქმის 30 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლი მე-13 პუნქტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ახალი კანდიდატურა 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
🔻ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად პარლამენტს ვასილ მაღლაფერიძე „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო 2017-დან 2020 წლის აგვისტომდე. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ტელევიზიიდან ათობით თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა.