
26/12/2024
დღეს გამოვიდა ჩვენი საბიბლიოთეკო პროფესიული ჟურნალის, „საქართველოს ბიბლიოთეკის” ამ წლის გაერთიანებული ნომერი. როგორც იცით, ეს ჟურნალი არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი.
ჟურნალის ამ ნომერში შესული მასალების დიდი ნაწილი მიძღვნილია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 85 წლისთავისადმი. გარდა ამისა, მკითხველი აქ გაეცნობა როგორც საბიბლიოთეკო თემაზე დაწერილ წერილებს, ასევე ქართული კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან ამბებს.
ჟურნალის ციფრული ვერსია მალე დაიდება ბიბლიოთეკის საიტზე. ბეჭდური ვერსიის გატანა კი ბიბლიოთეკებს შეუძლიათ დღეიდან, 26 დეკემბრიდან.