MyRugby.Ge

MyRugby.Ge მსოფლიო და ქართული რაგბის სიახლეები

🇬🇪 გიორგი ჯავახია ტულონში !!!🇨🇵 ფრანგულმა ტულონმა  ოფიციალურად დაადასტურა ქართველი მეორე ხაზელის 29 წლის გიორგი ჯავახიას...
24/10/2025

🇬🇪 გიორგი ჯავახია ტულონში !!!

🇨🇵 ფრანგულმა ტულონმა ოფიციალურად დაადასტურა ქართველი მეორე ხაზელის 29 წლის გიორგი ჯავახიას ტრანსფერი.

🔷 გიორგი ჯავახია ტულონს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდება, ხოლო სეზონის შემდეგ დარჩება როგორც დამატებითი მოთამაშე.

🔷 ტულონის მთავარი მწვრთნელი პიერ მინიონი გიორგის კარგად იცნობს ლიონში ასპარეზობის პერიოდიდან.

🔷 ჯავახია გამოირჩევა ფიზიკური სიმძლავრით (1.94 მ / 124 კგ), ბურთის კარგი წაღების უნარით და ფლობს ფრანგული ლიგისთვის ფასეულ JIFF-ის სტატუსს.




✊ სოლიდარობა ლევან ჯობავას !!!🇬🇪 თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !!!🏉 სოხუმი ითამაშებს სოხუმში !!!  #სოლიდარობარეჟიმისტყვეებ...
19/10/2025

✊ სოლიდარობა ლევან ჯობავას !!!
🇬🇪 თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !!!
🏉 სოხუმი ითამაშებს სოხუმში !!!

#სოლიდარობარეჟიმისტყვეებს
#სოხუმიითამაშებსსოხუმში

💥 გახდი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე!🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025 🌍სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერ...
16/10/2025

💥 გახდი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე!
🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025 🌍
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡

🏆 კაცთა ტურნირი

🔥 მზად ხარ მსოფლიოს საუკეთესოებთან პირისპირ შერკინებისთვის?
საერთაშორისო 1vs1 რაგბის საკვალიფიკაციო ტურნირები იწყება –
სწრაფი, ემოციური და დაუნდობელი მატჩებით, სადაც ყოველი წამი მნიშვნელოვანია! ⚔️

📍 თბილისი, საქართველო
🗓 2025 წლის 2 ნოემბერი
🕑 დაწყება: 14:00
🏟 სტადიონი “ლოკომოტივი” / Rugby Club Lokomotivi

🌍 იბრძოლე მსოფლიო ფინალზე გასასვლელად
და მოიპოვე თორის ჩაქუჩი 🪓 – 1vs1 მსოფლიო სერიის მთავარი ჯილდო!

👑 პრიზები – Pitbull West Coast 🎯 (მთავარი სპონსორი):
🥇 1 ადგილი – 500$ + ბილეთი ფინალზე + საჩუქრები
🥈 2 ადგილი – 300$ + საჩუქრები
🥉 3 ადგილი – 200$ + საჩუქრები

💥 მხოლოდ ერთს შეუძლია გამარჯვება.
⚡ Only ONE Will WIN! ⚡

💪 ქალთა ტურნირი

საერთაშორისო 1vs1 რაგბის საკვალიფიკაციო ტურნირები ქალებისთვის იწყება –
სანახაობრივი ბრძოლებითა და დაუვიწყარი ემოციებით! 💥

📍 თბილისი, საქართველო
🗓 2025 წლის 1 ნოემბერი
🕑 დაწყება: 14:00
🏟 სტადიონი “ლოკომოტივი” / Rugby Club Lokomotivi

🏆 მთავარი პრიზი – ბილეთი მსოფლიო ფინალზე 2026 წელს!

👑 პრიზები – Pitbull West Coast 🎯 (მთავარი სპონსორი):
🥇 1 ადგილი – 500$ + ბილეთი ფინალზე + საჩუქრები
🥈 2 ადგილი – 300$ + საჩუქრები
🥉 3 ადგილი – 200$ + საჩუქრები

⚡ Only ONE Will WIN! ⚡

👉 რეგისტრაცია და განაცხადები:
📱 Facebook: 1vs1Rugby

📸 Instagram:

📝 სპორტი და პოლიტიკა საქართველოში: როგორ იქცა სპორტი პოლიტიკური გავლენისა და ტოტალური კონტროლის ბერკეტადშესავალისაქართვე...
04/10/2025

📝 სპორტი და პოლიტიკა საქართველოში: როგორ იქცა სპორტი პოლიტიკური გავლენისა და ტოტალური კონტროლის ბერკეტად

შესავალი

საქართველოში სპორტი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ სპორტი აქცია პოლიტიკური გავლენისა და არჩევნებზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ქვემოთ მოცემულია ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, თუ როგორ ხდება სპორტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

1. სპორტი როგორც კონტროლის მექანიზმი

სპორტულ ფედერაციებში გადაწყვეტილებებს ხშირად იღებენ არა პროფესიონალები, არამედ პოლიტიკურად ლოიალური პირები.

სახელმწიფო დაფინანსება ცენტრალიზებულია, რის გამოც კლუბები და სპორტსმენები დამოკიდებულნი არიან ხელისუფლებაზე.

კრიტიკული ხმები ხშირად იზოლირდება, ემუქრებიან დაფინანსების შეწყვეტით ან რეპუტაციული ზიანით.

2. სპორტი არჩევნების პერიოდში

ახალგაზრდული ჯგუფების მობილიზება საარჩევნო დღეებში სპორტული ორგანიზაციების მეშვეობით.

სპორტსმენების საჯარო განცხადებები ხელისუფლების მხარდასაჭერად.

ფედერაციებს ეძლევათ დავალებები კონკრეტული ოლქების მობილიზაციაში.

ცნობილი სპორტსმენების „გამოჩენა“ წინასაარჩევნო რეკლამებში ქმნის ილუზიას, რომ ქვეყნის სპორტული წარმატებები პირდაპირ ასოცირდება ხელისუფლებასთან.

3. სპორტის პოლიტიზაცია და ნარატივები

გამარჯვებების კომუნიკაცია პარტიული კამპანიის ნაწილად: „სახელმწიფოს დახმარებით მსოფლიო ჩემპიონი გავხდით“ — მაშინაც კი, როცა ფინანსური მხარდაჭერა კერძო ან უცხოელი სპონსორებისგან იყო.

რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები (სტადიონები, დარბაზები) ხშირად წინასაარჩევნოდ აქტიურდება, მიუხედავად იმისა, რომ რეალური გამოყენება შეზღუდულია.

4. ინსტიტუციური მიტაცება

ფედერაციებში არჩევნები ხშირად ტარდება ერთი კანდიდატით.

კრიტიკოსები გარიყულები არიან და მათთვის პლატფორმა არ არსებობს.

არასამთავრობო სექტორისა და მედიის წვდომა შეზღუდულია.

სპორტსმენთა ფინანსური დამოკიდებულება (გრანტები, ხელფასები, კომუნალური ხარჯების დაფარვა) ქმნის პირად კონტროლს: კრიტიკულებს ნაკლებად იწვევენ ნაკრებში ან აფინანსებენ.

5. ჯილდოები და პრივილეგიები

ორდენებისა და მედლების მასობრივი გადაცემა აღქმულია როგორც ერთგულების ბერკეტი და პოლიტიკის ინსტრუმენტი.

სპორტსმენებს ხშირად ენიჭებათ განსაკუთრებული პრივილეგიები — სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, სახელმწიფო რესურსების განსაკუთრებული გამოყენება.

ეს ქმნის შეგრძნებას, რომ სპორტი და სამართლებრივი სივრცე „ორ პარალელურ რეალობაში“ ფუნქციონირებს.

6. რეზონანსული მაგალითები

ოლიმპიური ჩემპიონების გამოჩენა წინასაარჩევნო რეკლამებში.

რაგბის კავშირის მენეჯმენტური კრიზისი (2020–2025) — პოლიტიკურ ზეწოლებთან დაკავშირებული.

„მშენებარე სტადიონები“ — პროექტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რეალურ გამოყენებამდე არ მიდის.

სპორტული ელიტის საჯარო მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი, რაც საზოგადოებაში ქმნის ილუზიას, რომ სპორტი მთლიანად ლოიალურია.

7. შედეგები

კრიტიკული აზრის მიმართ მტრული დამოკიდებულება სპორტულ საზოგადოებაში.

ნაკლები საერთაშორისო წარმატება სტრუქტურული პრობლემების გამო.

ნიჭიერი ახალგაზრდების ემიგრაცია და სისტემური მხარდაჭერის დეფიციტი.

8. დამატებითი თემები

კონსტიტუციური და სამართლებრივი ანალიზი სპორტის პოლიტიზაციის კონტექსტში.

კონკრეტული ფედერაციების (ფეხბურთი, რაგბი, ძიუდო, კალათბურთი) დეტალური შესწავლა.

პარალელები სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან.

შედარება საერთაშორისო პრაქტიკებთან (საფრანგეთი, ირლანდია, იაპონია), სადაც სპორტი დეპოლიტიზებულია და მკაფიოდ დაყოფილია სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.

"სტუმრის სტატია"

✈️ ლევან ჯობავა დღეს ბრუნდება საქართველოშიმის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და მაღალია რისკი, რომ შესაძლოა დააკავონ. ამიტომ ...
22/09/2025

✈️ ლევან ჯობავა დღეს ბრუნდება საქართველოში

მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და მაღალია რისკი, რომ შესაძლოა დააკავონ. ამიტომ საჭიროა მშვიდობიანი, ორგანიზებული დახვედრა აეროპორტში.

📍 ჩამოფრენა: დღეს 17:10

ლევან ჯობავა არის „Rugby to This Place“ პროექტის ავტორი, რომლის ფარგლებში 3000-ზე მეტ ბავშვს მისცა რაგბის თამაშისა და სპორტში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ინიციატივის გამო ის ევროპის კომისიის მიერ Local Hero კატეგორიაში იყო წარდგენილი — საერთაშორისო აღიარების მქონე ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენ გვერდით სჭირდება ქვეყანას.

🇬🇪 რაც მთავარია სოხუმი ითამაშებს სოხუმში !!!

#რაგბიაქაურობას
#საქართველოსგზაევროპაშია

,🇬🇪🏉 ლევან ჯობავა — სოხუმის რაგბის კლუბის დამფუძნებელი და „რაგბი აქაურობას“ პროექტის ავტორი, რომელმაც რაგბი საქართველოს ...
19/09/2025

,🇬🇪🏉 ლევან ჯობავა — სოხუმის რაგბის კლუბის დამფუძნებელი და „რაგბი აქაურობას“ პროექტის ავტორი, რომელმაც რაგბი საქართველოს ყველა კუთხეში გაიტანა.

◾რამდენიმე დღის წინ მან მოძალადეს იარაღი წაართვა, განაიარაღა და პოლიციას გადასცა, მაგრამ დღეს თავად ლევანზეა საქმე აღძრული.

✊ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ლევან ჯობავას !!!

რაც მთავარია სოხუმი ითამაშებს სოხუმში !!!

#რაგბიაქაურობას
#რაგბისკლუბისოხუმი
#სოხუმიითამაშებსსოხუმში
#საქართველოსგზაევროპაშია

🇿🇦 სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია 33 ქულიანი სხვაობით 43:10 დაამარცხა და მსოფლიო რეიტინგში I ადგილზე აღზევდა🔥
13/09/2025

🇿🇦 სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია 33 ქულიანი სხვაობით 43:10 დაამარცხა და მსოფლიო რეიტინგში I ადგილზე აღზევდა🔥



🌍 მსოფლიო რეიტინგში ახალი ზელანდია პირველ ადგილზე დაბრუნდა 🔥
19/08/2025

🌍 მსოფლიო რეიტინგში ახალი ზელანდია პირველ ადგილზე დაბრუნდა 🔥

🇬🇪 საქართველო 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო 20 წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს 🔥
19/07/2025

🇬🇪 საქართველო 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო 20 წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს 🔥

🇬🇪 საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ესპანეთი 31 ქულიანი სხვაობით 43:12 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება...
15/07/2025

🇬🇪 საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ესპანეთი 31 ქულიანი სხვაობით 43:12 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა🔥


🇬🇪 საქართველოს 20 წლამდე ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ🔥🖥️ მატჩი საქართველოს დროით 17:30 საათზე დაიწყება
13/07/2025

🇬🇪 საქართველოს 20 წლამდე ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ🔥

🖥️ მატჩი საქართველოს დროით 17:30 საათზე დაიწყება



🌎 საერთაშორისო ტესტების კვირის განრიგი, საქართველოს ნაკრები დღეს 21:00 საათზე სამხრეთ აფრიკულ ჩიტაზს დაუპირისპირდება 🔥
11/07/2025

🌎 საერთაშორისო ტესტების კვირის განრიგი, საქართველოს ნაკრები დღეს 21:00 საათზე სამხრეთ აფრიკულ ჩიტაზს დაუპირისპირდება 🔥

Address

ალექსანდრე ჭავჭავაძის 11
Tbilisi
0010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when MyRugby.Ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share