19/09/2026
⚠️ UPDATE: სირილ განი ოფიციალურად მძიმე წონის უდავო ჩემპიონია. გუშინდელ ინტერვიუში დანა უაითმა საკუთარი აზრი არასწორად გადმოსცა. ჩვეულებრივი პროცედურა ძალაში რჩება და ტომ ასპინალის სახით, სრული ჩემპიონის მიერ ტიტულის დათმობის ფონზე, დროებითი ჩემპიონი სირილ განი სრული ჩემპიონის სტატუსამდე ავტომატურად დააწინაურეს.
🚨 ტომ ასპინალის მიერ მძიმე წონის ქამრის დათმობის მიუხედავად, სირილ განს უდავო ჩემპიონის სტატუსამდე არ დააწინაურებენ.
მოგეხსენებათ, წარსულში მსგავსი პრეცედენტების დროს, სრული ჩემპიონის მიერ ტიტულის დათმობის და დროებითი ჩემპიონის არსებობის შემთხვევაში, ე.წ. ინტერიმ ჩემპიონს ავტომატურად სრულ ჩემპიონობამდე აწინაურებდნენ ხოლმე (ჯონსი-ასპინალი, მაკგრეგორი-ალდო, GSP-უიტეკერი, ა.შ).
💬 როგორც ჩანს, სირილ განზე ეს წესი არ ვრცელდება. დანა უაითის თქმით, დროებით ჩემპიონს ქამრისთვის ბრძოლა მოუწევს:
"არა, [ასპინალის მიერ ტიტულის დათმობა] განს უდავო ჩემპიონს არ ხდის. ამისთვის ბრძოლა მოუწევს - მალე, ძალიან მალე [გაიგებთ დეტალებს]. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ასპინალთან. სირილი იჩხუბებს და ვნახავთ, ვინ გახდება ჩემპიონი. მისმინეთ, ასეთი რამ პირველად კი არ ხდება. ამაში ახალი არაფერია. ზოგჯერ ასეთი რაღაცები ხდება, ეს დასანანია და საუკეთესო ვითარება არაა, მაგრამ რაც არის, არის...
არ ვიცი, [ასპინალი როდის დაბრუნდება]. როდესაც იგრძნობს, რომ დაბრუნებისთვის მზადაა და გამოჯანმრთელდება, ჩვენც მისთვის მზად ვიქნებით."