Books with Omar

Books with Omar კარგი წიგნები. საინტერესო იდეები

10/10/2025

ამბავი 4

07/10/2025

ამბავი 3

06/10/2025

ამბავი 2

ჯერ მეც არ მინახავს, თუმცა როგორც ანი ამბობს, მაგარი ეპიზოდი გამოვიდაო...
25/09/2025

ჯერ მეც არ მინახავს, თუმცა როგორც ანი ამბობს, მაგარი ეპიზოდი გამოვიდაო...

ამ ეპიზოდის სტუმარია გიორგი მორდეხაშვილი - ანტრეპრენერი საერთაშორისო გამოცდილებით.მან შექმნა არაერთი წარმატე.....

ისააკ ნიუტონი ამ ფრაზით ლამაზად გადმოსცემს ცოდნის მიღების დაუსრულებელ პროცესს, რომელიც არ მთავრდება და ვერ ამოწურავ:,,არ...
21/09/2025

ისააკ ნიუტონი ამ ფრაზით ლამაზად გადმოსცემს ცოდნის მიღების დაუსრულებელ პროცესს, რომელიც არ მთავრდება და ვერ ამოწურავ:

,,არ ვიცი, როგორი ვჩანვარ სამყაროსთვის; მე კი საკუთარ თავში მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ვხედავ, რომელიც ზღვის ნაპირას თამაშობს, ერთობა და დროგამოშვებით სხვებზე უფრო გლუვ ან ლამაზ კენჭს პოულობს, მის წინ კი ჭეშმარიტების დიდი და სრულიად უცნობი ოკეანეა გადაშლილი''

ანიმ პოდკასტის ახალი ეპიზოდის ჩაწერა ჰიტასთან.ვისაც გაინტერესებთ, ჩაუჯექით.
20/09/2025

ანიმ პოდკასტის ახალი ეპიზოდის ჩაწერა ჰიტასთან.

ვისაც გაინტერესებთ, ჩაუჯექით.

YouTube სუსტი ნებისყოფის ადამიანებისთვის არ არის. მარცხი გარდაუვალია და თუ არ ხარ მზად ათას ნაბიჯის გადასადგმელად, მ.....

კარლ სეიგანის წიგნს ,,კომსმოსს'', ეს შესავალი სიტყვები აქვს, რომელიც სენეკას ეკუთვნის:,,დრო მოვა, როცა ხანგრძლივი, ინტენ...
12/09/2025

კარლ სეიგანის წიგნს ,,კომსმოსს'', ეს შესავალი სიტყვები აქვს, რომელიც სენეკას ეკუთვნის:

,,დრო მოვა, როცა ხანგრძლივი, ინტენსიური კვლევები ბევრ ისეთ რამეს მოჰფენს შუქს, რაც დღეს ფარულია. ერთი ადამიანის სიცოცხლე, თუნდაც ის მთლიანდ ცაზე დაკვირვებას მიეძღვნას, ასეთი ვრცელი თემის შესასწავლად საკმარისი არ არის…

ამიტომ ეს ცოდნა მხოლოდ ხანგრძლივი, მრავალი თაობის სიცოცხლის პერიოდის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. დრო მოვა და ჩვენი შთამომავლები გაიკვირვებენ, ისეთი რამეები რომ არ ვიციდოთ, რაც მათთვის ცხადი და გასაგები იქნება…

ბევრ რამეს შორეულ მომავალში აღმოაჩენენ, მაშინ როცა ჩვენ აღარავის ვემახსოვრებით. სამყარო ერთი უბადრუკი ადგილი იქნებოდა, ყოველ ეპოქაში რაიმე ახალი რომ არ იყოს აღმოსაჩენი. ბუნება თავის ყველა საიდუმლოს ერთბაშად როდი გვიმხელს''

ერთხელ მეგობარმა მითხრა, რაღა დროს მარკუს ავრელიუსიაო.კაცმა 2000 წლის წინ რაღაც დაწერა და აღარ არის დღეს აქტუალურიო.არას...
09/09/2025

ერთხელ მეგობარმა მითხრა, რაღა დროს მარკუს ავრელიუსიაო.

კაცმა 2000 წლის წინ რაღაც დაწერა და აღარ არის დღეს აქტუალურიო.

არასწორია.

მისი ჩანაწერების კითხვისას ხვდები, რომ არაფერი შეცვლილა.

ადამიანი და მისი ბუნება რაც იყო 2 000 წლის წინ, ზუსტად იგივეა დღესაც.

06/09/2025

კიდევ ერთი საინტერესო ნაწყვეტი კარლ სეიგანის წიგნიდან ,,კოსმოსი"

,,ვიცით, რომ არსებობდა მსოფლიო ისტორიის სამტომეული, რომელიც ბაბილონელმა ღვთისმსახურმა ბეროსმა დაწერა და რომელიც სამუდამოდ დაკარგულია. პირველი ტომი შეეხებოდა დროის შუალედს სამყაროს გაჩენიდან წარღვნამდე, ანუ პერიოდს, რომელიც, ბეროსის გამოთვლებით, 432 999 წელიწადს გაგრძელდა - ძველი აღთქმის ქრონოლოგიაზე დაახლოებით ასჯერ უფრო მეტხანს. უსაზღვროდ მაინტერესებს, იმ წიგნში რა ეწერა.''

🤯

ამ წიგნში გადავაწყდი ამ სტატისტიკას. უბრალოდ, წარმოუდგენელი მასშტაბებია. გონებით ვერც კი ახსნი:,,არსებობს დაახლოებით ასი...
01/09/2025

ამ წიგნში გადავაწყდი ამ სტატისტიკას. უბრალოდ, წარმოუდგენელი მასშტაბებია. გონებით ვერც კი ახსნი:

,,არსებობს დაახლოებით ასი მილიარდი გალაქტიკა, თითოეული, საშუალოდ, ასი მილიარდი ვარსკვლავით. ყველა გალაქტიკაში, შესაძლოა, იმდენივე პლანეტაა, რამდენი ვარსკვლავიცაა ანუ დაახლოებით ათი მილიარდი ტრილიონი''

ანიმ ახალი ეპიზოდი ჩაწერა. თემა: ADHD, პროკრასტინაცია, PTSD - პოპულარული ტერმინები და რეალური სიმართლე | გუგა სიხარულიძე...
29/08/2025

ანიმ ახალი ეპიზოდი ჩაწერა. თემა: ADHD, პროკრასტინაცია, PTSD - პოპულარული ტერმინები და რეალური სიმართლე | გუგა სიხარულიძე

პ.ს. საინტერესო უნდა იყოს!

ADHD, პროკრასტინაცია, PTSD… ეს ტერმინები ყველგან გვესმის დახშირად ყველას ჰგონია, რომ ეს დიაგნოზები მათაც ეხებათ, მაგრა...

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Books with Omar posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share