ჯორჯიან თაიმსი . GTTV

ჯორჯიან თაიმსი . GTTV ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ

ტელე-რადიო კომპანია “ჯორჯიან თაიმსი“ საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მქონე ქართული არხია
ტელე-რადიო კომპანია “ჯორჯიან თაიმსი“ მაუწყებლობს მთელ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. არხი მაყურებელს მრავალფეროვანი ფორმატისა და შინაარსის გადაცემებს სთავაზობს, მათ შორის, საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ანალიტიკურ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ კონტენტს. სამაუწყებლო ბადეშია ქართულ

ი და უცხოური წარმოების მხატვრული ფილმები და სამეცნიერო დოკუმენტალისტიკა, რომელიც არხის ექსკლუზიურ პროექტია. ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ კონცეფცია ეფუძნება მედიასივრცეში ახალი სრულიად დაბალანსებული სატელევიზიო არხის შექმნას, მაყურებლისათვის ობიექტური და ავთენტური ინფორმაციის მიწოდებას.
საინტერესო და აქტუალურ თემებზე თქვენს რეგიონში, ქალაქსა და სოფელში დაგვიკავშირდით საინფორმაციო სამსახურს, ტელეფონის ნომერზე: 0322934405.
ჩვენი სიგნალის მიღება შეგიძლიათ:
სილქნეტი - 287
ახალი ქსელები - 280
მაგთი - 74
სუპერ ტვ - 24
მარ ტვ - 57

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, ს...
22/07/2025

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვრცლად: https://gttv.ge/61-qveyanastan-aqvs-evrokavshirs-uvizo-romelshia-uflebebi-metad-daculi-vidre-saqartveloshi-elchma-tqva-seqtembridan-sheidzleba-uvizo-shetsydeso-rac-dezinformaciaa-00-00-saati-dadga-da-faetoni-iqceva-g/

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული...
22/07/2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა.
ვრცლად: https://gttv.ge/aris-mcdeloba-uvizo-mimosvlis-sakitkhi-gamoyenebuli-iyos-saqartveloze-politikuri-zetsolis-instrumentad-romlis-mizanic-saboloo-jamshi-khelisuflebis-shecvlaa-shalva-papuashvili/

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზ...
22/07/2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს.

ვრცლად: https://gttv.ge/trampma-ganackhada-rom-yofili-prezidenti-barak-obama-iusticiis-departamentis-pirdapiri-samizne-unda-gakhdes/

პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა...
22/07/2025

პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო რუსეთში ყველანაირი მოგზაურობის წინააღმდეგ გასცემს რჩევას.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, დატოვონ მისი ტერიტორია შესაძლო კომერციული და კერძო ხერხებით, თუ მათი პირადი, ოჯახური ან პროფესიული გარემოებები არ საჭიროებს ქვეყანაში მათ დარჩენას.

რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის მიმდინარე შემცირების გამო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სანქტ-პეტერბურგსა და კიონისგბერგში [კალინინგრადში] გენერალური საკონსულოების ოპერირებისთვის ნებართვების გაწვევიდან გამომდინარებს, პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი საკონსულო დახმარების მიწოდების შესაძლებლობა სულ უფრო შეზღუდული ხდება, და შესაძლოა საჭირო გახდეს ძალიან შორეულ საკონსულო ოფისებში მოგზაურობა…

უსაფრთხოების ვითარების მკვეთრად გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლოა გაცილებით უფრო რთული ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მა...
22/07/2025

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის კანონები, რომელთა გაუქმებასაც თბილისისგან ითხოვენ, ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დაცვას ემსახურება.

„ეს ყველაფერი მივიღეთ იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვას. მაშინ, როდესაც ითხოვ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც არჩეულია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, გააკეთოს ის, რაც სხვას სურს და არა ის, რაც სურს ხალხს, რომელმაც აირჩია, რა თქმა უნდა, ეს სრულიად წინააღმდეგობაში მოდის პირველ რიგში დემოკრატიულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და...
22/07/2025

უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება - ამჟამად ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ვრცლად: https://gttv.ge/?p=52879&preview=true

🔻 მეტროს საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. მომხდარისთანავე ძაბვა გააჩერეს და მ...
22/07/2025

🔻 მეტროს საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო.
მომხდარისთანავე ძაბვა გააჩერეს და მგზავრი გვირაბიდან უვნებლად ამოიყვანეს. ამ დროისათვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

🇬🇪🥉საბა ბოლქვაძე ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია.👏 მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდ...
22/07/2025

🇬🇪🥉საბა ბოლქვაძე ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია.

👏 მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედლის შეხვედრაში საბა ბოლქვაძემ ( -50 კგ.) ბრიტანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.ვრცლად: https:...
22/07/2025

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვრცლად: https://gttv.ge/ashsh-iuneskos-shemadgenlobidan-gadis/

ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა , - ამის შესახებ „კოალიცი...
22/07/2025

ახლა ამოცანა არის: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება, 4 ოქტომბერს ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ განმარტავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ პოზიციას.

“მსჯელობას იმაზე, სწორია თუ არა ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, აზრი აღარ აქვს. ყველა არგუმენტი ნათქვამი/დაწერილი მაქვს - უდიდესი შეცდომაა!

მაგრამ რაცაა, ეგაა. სანამ ქუჩაში ვართ, სანამ არ გავტყდით, სანამ წინააღმდეგობა არსებობს, სანამ საღამოს რუსთაველზე ხალხი დგას, ასეთ შეცდომებს მოვინელებთ.

მაგრამ რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე:

ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში. ერთობა არ არის და ასე არც იკვრება.

ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. სტრატეგიაში ავცდით ერთმანეთს.

ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ ამ ცირკში ხალხი არ იღებს მონაწილეობას და მანდ ვცდებით ფუნდამენტურად.

ვერანაირი 3,000 ცხელი წერტილი ვერ იქნება. კი ჟღერს პოეტურად, მაგრამ მხოლოდ ჟღერს და ასეც დარჩება. ეს იცის ყველამ.

ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება. არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის მესამედი, არჩევნებზე, სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია, მოუგებს რეჟიმს, რომელიც თვითონ წერს რიცხვებს, მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად.

ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება. ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, არჩევნებით ძალაუფლებას არ თმობენ, არც დედაქალაქებში (არსად).

არანაირი “რეგიონებში გავალთ, ხალხს შევხვდებით” არ იქნება. რაც იქნება, იქნება მედიასპექტაკლები.

და ა.შ

რა იქნება რეალურად?

- აი, რასაც ახლა ვუყურებთ ეგ იქნება, დაემატება მეტი რეპორტაჟი, როგორ დადიან პოლიტიკოსები ქუჩაში და როგორ ხვდებიან პარტაქტივს რეგიონებში.

ასევე დაემატება საარჩევნო სატელევიზიო კლიპები და ქუჩის ბანერები. მეტი არაფერი არ იქნება.

- იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები;

- ძალიან მაღალი ალბათობით, მაგ პარტიებისთვის იქნება იმაზე ნაკლები ხმები, ვიდრე 26 ოქტომბერს აიღეს (ნომინალში) ;

- იქნება მეტი უნდობლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის;

- იქნება ქოცების პროპაგანდა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რადგან ამ პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში ჩაერთო.

- იქნება პრობლემები გარეთ კომუნიკაციაში, რადგან შარშან ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები გაიყო ოპო ფლანგზე.

- 4-ში ღამითვე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს.

- მონაწილე პარტიების მხრიდან იქნება სპეკულაცია, რომ “აი, ერთად რომ მიგვეღო მონაწილეობა, დავლეწავდით კრამიტებს”

ეს ყველაფერი იქნება.

აი, 5 ოქტომბრიდან რა იქნება, ეგ ჯერ გაუგებარია.

მაგრამ დასაკიდებელია.

ახლა ამოცანა არის:

ზაფხულშიპროტესტისშენარჩუნება
4-ში ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა”, - წერს ჯაფარიძე.

ვიმედოვნებთ, ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღი...
22/07/2025

ვიმედოვნებთ, ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები -ილჰამ ალიევი

ვრცლად: https://gttv.ge/vimedovnebt-amerikul-azerbaijanuli-urtiertobebi-trampis-prezidentobis-dros-akhal-doneze-gadava-chven-viziarebt-saerto-ghirebulebebs-rogoricaa-ojakhuri-tradiciebi-ilham-alievi/

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯორჯიან თაიმსი . GTTV posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ჯორჯიან თაიმსი . GTTV:

Share

Category