რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio Georgian Times

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio Georgian Times

რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio Georgian Times Radio Fm 92.3 რადიო „ჯორჯიან თაიმსი" საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.

Fox News-მა გამოაქვეყნა იმ წერილის ტექსტი, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტ...
17/08/2025

Fox News-მა გამოაქვეყნა იმ წერილის ტექსტი, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისწერა.

გზავნილის შინაარსის შესახებ მანამდე გავრცელებული ცნობებისგან განსხვავებით, ტექსტში უკრაინა საერთოდ არ არის ნახსენები. მელანია ტრამპი პუტინს მთელი მსოფლიოს ბავშვებისა და მომავალი თაობების დაცვისკენ მოუწოდებს.

„დღევანდელ სამყაროში ზოგი ბავშვი იძულებულია გულში ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც მათ ირგვლივ არსებული სიბნელე არ შეხებია - ეს არის ჩუმი გამოწვევა იმ ძალებისთვის, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ მათ მომავალი წაართვან. ბატონო პუტინ, სწორედ თქვენ შეგიძლიათ ამ ბავშვებს მელოდიური სიცილი დაუბრუნოთ“, - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, პუტინს შეუძლია ამ ბავშვების „უმანკოება“ ერთი ხელმოწერით დაიცვას. „თქვენ არა მხოლოდ რუსეთს, მთელს კაცობრიობას გაუწევთ სამსახურს“, - აღნიშნავს პირველი ლედი.

მელანია ტრამპის წერილი პუტინს აშშ-ის პრეზიდენტმა ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს გადასცა. Fox News-ის ცნობით, პუტინმა წერილი მიღებისთანავე, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების თანდასწრებით წაიკითხა.

,,ორიოდე სიტყვა დავუთმოთ საერთაშორისო პროექტებში ალტერნატიული მარშრუტების აუცილებლობას და ურთიერთშეთავსებას, და არა ჩანა...
17/08/2025

,,ორიოდე სიტყვა დავუთმოთ საერთაშორისო პროექტებში ალტერნატიული მარშრუტების აუცილებლობას და ურთიერთშეთავსებას, და არა ჩანაცვლებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სანქციების გამო თითქოს და შეჩერებული რუსული მაგისტრალების კვლავ ამოქმედება გიწევს ფორს-მაჟორული ვითარების გამო . ეს ნიუანსები გასათვალისწინებელია, როდესაც აწყდები დისკუსიებს რომელიმე დერეფნის "ექსკლუზიურობის" თაობაზე.
რამდენიმე დღის წინ ასეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციას ყაზახეთი შეეჯახა: ნავთობი Azeri Light ქლორორგანული ნაერთებით დაბინძურდა, რის გამოც მისი ექსპორტი მილსადენით ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი (BTC) შეჩერდა. ამან გამოიწვია ყაზახური ნავთობის დროებითი გადამისამართება რუსულ მარშრუტზე — კასპიის მილსადენის კონსორციუმში (КТК), რომელიც გადის რუსეთის სამხრეთით და ნოვოროსიისკის პორტს აღწევს.
მიუხედავად სტრატეგიული მცდელობისა შეემცირებინა დამოკიდებულება რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, ყაზახეთი კვლავ იძულებული გახდა რუსულ მარშრუტზე გადართულიყო. ამ ინციდენტმა ცხადყო, რამდენად არამდგრადია რომელიმე პროექტი ალტერნატიული მარშრუტების გარეშე: ერთ ქვეყანაში (ამ შემთხვევაში — აზერბაიჯანში) წარმოქმნილი პრობლემები მყისიერად აისახება მთელ ტრანსკასპიურ მიწოდებით სისტემაზე.
ამ მაგალითს პირდაპირ პოლიტიკურ გადახრას ვერ დავარქმევთ, თუმცა პრაქტიკულად მნიშვნელოვნი შედეგი მივიღეთ — ყაზახეთი იძულებული აღმოჩნდა დროებით უკან დაებრუნებინა ექსპორტის ნაწილი რუსეთის ინფრასტრუქტურაში აზერბაიჯანში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის სირთულეს და პოტენციურ არასტაბილურობას, რასაც რეგიონის ექსპორტიორი ქვეყნები ეხლაც და მომავალშიც წააწყდებიან." - წერს სოციალურ ქსელში, დავით ქართველიშვილი

დიდი პროგრესია რუსეთთან დაკავშირებით. თვალყური ადევნეთ! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში...
17/08/2025

დიდი პროგრესია რუსეთთან დაკავშირებით. თვალყური ადევნეთ! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ცოტა ხნით ადრე, მან გაავრცელა ორი "პოსტი", სადაც აკრიტიკებს მედიის „ყალბ ამბებს“.

„თუ მე რუსეთს დავაძალებდი მოსკოვის დათმობას შეთანხმების ფარგლებში, ყალბი ამბები და მათი პარტნიორები, რადიკალური მემარცხენე დემოკრატები, იტყოდნენ, რომ საშინელი შეცდომა და ძალიან ცუდი შეთანხმება დავუშვი“, - წერს ის.

ტრამპმა ასევე დაწერა:

„მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ალასკაში ბაიდენის სულელურ ომზე, ომზე, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო!!!“.

პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა არ ვიცით, ყველა მათგანის განხილვას დრო დასჭირდება, თუ იმდენი მოთხოვნა იქნე...
17/08/2025

პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა არ ვიცით, ყველა მათგანის განხილვას დრო დასჭირდება, თუ იმდენი მოთხოვნა იქნება, რამდენიც მოვისმინეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის გაკეთება ახლა, საბრძოლო ზეწოლის ქვეშ შეუძლებელია, ამიტომ საბოლოო შეთანხმების სწრაფად მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. შედეგად, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომელიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზია.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კონსტიტუცია შეუძლებელს ხდის ტერიტორიების დათმობას და ეს საკითხი სამმხრივ სამიტზე მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა განიხილონ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ, ევროპის მსგავსად, დათანხმდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა პრაქტიკაში იმუშაოს ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიჩნევს ის მიზანშეწონილად, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ესმის, უსაფრთხოების გარანტიების დაფინანსება მხოლოდ ევროპის მიერ შეიძლება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ისეთი რამ, რისი უზრუნველყოფაც აშშ-ს შეუძლია.

მისივე თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება გარანტია, რომ რუსეთი მის ოკუპაციას არ გააგრძელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ იმედი აქვს, თეთრი სახლის ვიზიტი პროდუქტიული იქნება.

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდა...
17/08/2025

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარ....

უკრაინული მედიის ცნობით, 2025 წლის 30 ივლისს უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო ...
17/08/2025

უკრაინული მედიის ცნობით, 2025 წლის 30 ივლისს უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა.

უკრაინული მედიის ცნობით, 2025 წლის 30 ივლისს უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამ...

ჩილეში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია: ორი ოქროს, ორი ...
17/08/2025

ჩილეში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია: ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორივე ოქროს მედალი აკაკი ჯინჭარაძის (+ 107 კგ) ანგარიშზეა; მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა, სამი მისვლის ჯამში კი 721 კგ დააგროვა და მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

მაკა კვინჩიას (+86 კგ) ანგარიშზეა ორი ვერცხლის მედალი; მან ინდივიდუალურ გამოსვლაში 126 კგ აწია და ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 371 კგ დაძლია და მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218 კგ აწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 433 კგ დააგროვა და მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

იაგო გორგოძემ (-107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 180 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველი პარაძალოსნები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ...
17/08/2025

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას დაესწრება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაციას ორგანიზაციაში ადასტურებენ.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაადასტურა, რომ ის ხვალ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.

ცნობისთვის, მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონი განაცხადეს, რომ ვაშინგტონში ჩავლენ და დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.

დღევანდელ მსოფლიოში არის ორი დიდი გამოწვევა: ერთი - პუტინი და ტრამპი რაზე შეთანხმდებიან და მეორე - გახარია და ხაზარაძე შ...
17/08/2025

დღევანდელ მსოფლიოში არის ორი დიდი გამოწვევა: ერთი - პუტინი და ტრამპი რაზე შეთანხმდებიან და მეორე - გახარია და ხაზარაძე შეთანხმდებიან თუ არა საერთო კანდიდატზე. ვფიქრობ, რომ პუტინი და ტრამპი უფრო მალე შეთანხმდებიან, ვიდრე გახარია და ხაზარაძე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ასეთ არასერიოზულ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ექნებათ.

„აი, ამ დონეზე მიიყვანეს საქმე და ეს მაშინ, როდესაც თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი არჩევნებამდე. რეალურად ამომრჩეველმა ისიც კი არ იცის კანდიდატი ვინ იქნება, არამც თუ ის, რომ გადაწყვიტოს საერთოდ მისცეს თუ არა ხმა მათ კანდიდატს. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ და ბუნებრივია, რომ ასეთ არასერიოზულ პოლიტიკურ პარტიებს არანაირი შანსი არ ექნებათ არჩევნებზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევარი რჩება. ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ამ დრომდე არც პარტიულ სიებზე და არც საერთო კანდიდატებზე არ შეთანხმებულა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? - დი...
17/08/2025

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? - დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
ვრცლად: https://gtradio.ge/trampisa-da-putinis-shekhvedram-yvela-kitkhvas-gasca-pasukhi-iyo-tu-ara-saqartvelo-moazrebuli-am-omshi-diakh-ara-tu-moazrebuli-aramed-gegmis-natsili-iyo-rogorc-meore-proqsi-sakhelmtsifo-mamuka-mdinara/

საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ...
17/08/2025

საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ პირს დაჰპირდა, რომ თითქოს, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოატანინებდა წიაღისეულს - 180 ტომარა ტორფს. ამასთან, განმარტავენ, რომ სანაცვლოდ, მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ პირს 15 აგვისტოს გამოართვა თანხა და სცადა მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.კერძოდ, პოლიციამ მარნეულშ...
17/08/2025

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

კერძოდ, პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს და ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ახალგზარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Address

მერაბ კოსტავას 59
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio Georgian Times posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio Georgian Times:

Share